ქართულ ბანკებში უცხოელების დეპოზიტები რეკორდულ ნიშნულზეა

ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა ოქტომბრის მდგომარეობით 7.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 213 მილიონი ლარით მეტი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ზრდა 1.1 მილიარდი ლარია.
ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 25.7 მილიარდ ლარს ინახავენ, შესაბამისად, მათ შორის არარეზიდენტთა დეპოზიტები 28%-ს შეადგენს.
არარეზიდენტი პირები საკუთარ დანაზოგებს ძირითადად (დეპოზიტების 85%-ს) უცხოურ ვალუტაში ინახავენ, ხოლო საქართველოს რეზიდენტი პირების დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილი 60%-ია.
ცნობისთვის, მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ს მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-დან 80%-მდე გაზარდა, სებ-მა მაშინ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ უცნობია რამდენი ხნის განმავლობაში გაჩერდება აღნიშნული დეპოზიტები ქვეყანაში, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ამ კაპიტალის მეშვეობით ბანკებმა გრძელვადიანი მოთხოვნები არ დააფინანსონ, რადგანაც უცნობია როდის დატოვებს აღნიშნული რესურსი ქვეყანას.