2025 წლის ივლისში ივნისთან შედარებით ქართულ ბანკებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამის დეპოზიტები მკვეთრად – 97%-ით გაიზარდა და 14,7 მილიონ ლარს, ანუ 20,1 მილიონ დირჰამს მიაღწია.
ასევე, ქართულ ბანკებში ივნისთან შედარებით, ივლისში მკვეთრად – 56%-ით გაიზარდა ჩინური იუანის დეპოზიტები და ის 35,9 მილიონ ლარს შეადგენს. 4%-ით შემცირდა რუსული რუბლის დანაზოგები, რაც ამჟამად 66.5 მილიონ ლარს შეადგენს. 9%-ით გაიზარდა დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგში არსებული დანაზოგები, რაც 366 მილიონ ლარს აღწევს, იაპონური იენის დეპოზიტები კი 3%-ით, 3.2 მილიონ ლარამდე შემცირდა.
აგვისტოს მონაცემები დეპოზიტებთან დაკავშირებით 25 სექტემბერს განახლდება.
ვალუტების მიხედვით, ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები ასე ნაწილდება – 2025 წლის ივლისის მდგომარეობით:
წარმოდგენილია ვალუტები, რომლებშიც დეპოზიტები 1 მილიონ ლარს აჭარბებს.




