ქართულ ბანკებს 57.14 მლრდ ლარის სესხი აქვთ გაცემული

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 202.32 მლნ ლარით (0.35%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და ივლისის ბოლოს 57.14 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 420.90 მლნ ლარით (1.34%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 623.23 მლნ ლარით (2.41%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.35%-ით).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.37 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.18 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.27%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.51%-ით მეტი).
2024 წლის ივლისის განმავლობაში 0.77%-ით, ანუ 227.90 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 29.74 მლრდ ლარი შეადგინა.