“ქართულო კოშმარო” გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ადამიანის დამტვრეული ძვლები?” – მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი მმართველ გუნდს მიმართავს, მიმართვისას, იგი, ევროპელი პოლიტიკოსების ბოლო დროს გაჟღერებულ სახელს “ქართულ კოშმარს” იყენებს და ამბობს:
“მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები, აი ეს არის ავტოკრატიის და თქვენი ნამდვილი სახე. ბოლო დღეებია სამართალდამცავებისა და მოძალადეების მიერ ხდება პოლიტიკური ლიდერების, ოპონენტების, აქციის მონაწილეების უმოწყალო ცემა და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, არც ერთი მოძალადე არ არის დასჯილი. ამ დროს პოლიციამ და მოძალადე ხელისუფლებამ მოიცალა და დააკავა ადამიანები, რომლებმაც თურმე პარლამენტის ირგვლივ რკინის ჯებირი დააზიანეს. გეკითხებით, პარლამენტის ღობის რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე ადამიანი და მისი უსაფრთხოება? კარგად დაფიქრდით ვინ გამოდიხართ და რას ემსახურებით ამის შემდეგ?”

ასევე დაგაინტერესებთ