ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი სპორტულ წყვილებში.
მონაწილე 20 სპორტულ წყვილს შორის 1-ლი ადგილი და ოქროს მედლები 191.01 ქულით დაიმსახურა ჩვენი ნაკრების წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ.
ანასტასია და ლუკა ზედიზედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ იუნიორთა შორის, ხოლო ლუკა ბერულავამ კი ეს ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა. იგი კარინა საფინასთან ერთად 2022 წელს ამ უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ვულოცავთ ჩვენ წყვილს მორიგ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მარტის ბოლოს ამერიკის შეერთებული
შტატების ქალაქ ბოსტონში გაიმართება.
წყარო: Georgian Figure Skating Federation

ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში