“ქართულმა ოცნებამ” თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარმოადგინა

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარმოადგინა
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარუდგინა.
როგორც მ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, წარმატებული, საქმიანი და გამოცდილი გუნდი მზად არის, ემსახუროს თბილისსა და თბილისელებს.
„წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას. ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად.
ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეულ მათგანს გამოარჩევს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქის წინაშე. წარმატებული, საქმიანი, გამოცდილი გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, მზად არის, ემსახუროს თბილისს და თბილისელებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა მოსახლეობას წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მზად ვართ, გავხადოთ თბილისი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების ქალაქი. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება, დაწყებული რეფორმების გაგრძელება და მათი ბოლომდე მიყვანა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ამ დაპირებას პირნათლად შეასრულებს.
ჩემო თბილისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის, რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები. გჯეროდეთ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და კვლავაც იქნება თქვენი ინტერესების დაცვა და ჩვენი ულამაზესი თბილისის განვითარება. მეგობრებო, წინ გვაქვს თითმმართველობის , საჭიროა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. გახსოვდეთ, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია თბილისის მომავლისთვის! გაუმარჯოს თბილისს! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას!“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ სიას, ასე დაკომპლექტდა:
1. შალვა სუთიაშვილი
2. თინათინ ნიბლოშვილი
3. ბექა დავითულიანი
4. გურამ ნიკოლაშვილი
5. ნიკოლოზ კახეთელიძე
6. ნინო ვარდოსანიძე
7. ავთანდილ ცინცაძე
8. კონსტანტინე ზარნაძე
9.
10. ოთარ ჩრდილელი
11. გიორგი ხუროძე
12. კახა ბერაძე
13. ლევან არველაძე
14. ლევან აბაშიძე
15. ალექსანდრე მუკათარიძე
16. ნოდარ ბოკერია
17. მარიამ გრიგოლიშვილი
18. ლუკა ძაძამია
19. ქეთევან ჭავჭანიძე
20. ლალი კოლომიკოვი
Next: უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, საარჩევნო რეჟიმია და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი მოსალოდნელ პროვოკაციაზე – მაქსიმალურად ვეცდებით, ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობას არ დავაკლებთ, ძალიან რთულია ადამიანების მოთოკვა, როდესაც ასეთი მიზანმიმართული პროვოკაცია მიდის

ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება ფაშისტების და “ნაც-ტიტუშკების” მეშვეობით – მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღეს ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს

ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს] და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა – მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა კადრი ისედაც აღბეჭდილია, მელიქიშვილზე ასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული