„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა – სია

ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“, რომლის მიერ 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ გამქრალა, 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. პარტიის ოფისში შეკრებილ ადამიანებს ისინი დედაქალაქის მოქმედმა მერმა და ამავდროულად, კანდიდატმა მ წარუდგინა.
„ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებად ასახელებს:
· მთაწმინდა – ზურაბ აბაშიძე (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე);
· „ცენტრალური“ ვაკე – ალექსანდრე ასათიანი;
· „ზედა“ ვაკე – ბექა გელენავა;
· საბურთალო 1 (ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გოთუა) – ბექა მიქაუტაძე (კრწანისის გამგებელი);
· საბურთალო 2 (კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი) – არჩილ ნიჟარაძე (მომღერალი);
· საბურთალო 3 (დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომი) – შალვა პერანიძე (საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი);
· კრწანისი – ლევან ჯაფარიძე (მოქმედი მაჟორიტარი);
· ისანი 1 (ავლაბრი) – კახაბერ ლაბუჩიძე (მოქმედი მაჟორიტარი);
· ისანი 2 (ვაზისუბანი) – ბექა მენთეშაშვილი (ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომელი);
· ისანი 3 (ნავთლუღი) ოლქში – დავით ხაბეიშვილი (მოქმედი გამგებელი);
· სამგორი 1 (მასივი) – გიორგი დოხტურიშილი (ყოფილი მაჟორიტარი);
· სამგორი 2 (ქვედა სამგორი) – ზაქარია წიკლაური;
· ვარკეთილი – ვაჟა კოკაია;
· ლილო-ორხევი – მამუკა ხაბარელი;
· ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე (საკრებულოს წევრი);
· დიდუბე 1 – გივი ჩხარტიშვილი (მოქმედი მაჟორიტარი);
· დიდუბე 2 (დიღომი) – შოთა ქევხიშვილი;
· ნაძალადევი 1 (ზღვის უბანი, „თემქა“) – ირაკლი ბენდელიანი
· ნაძალადევი 2 – შალვა მაისურაძე;
· ნაძალადევი 3 („ძველი ნაძალადევი“-„ლოტკინი“) – დავით ჭელიძე;
· ნაძალადევი 4 (სანზონა) – ვალერიან პაპუაშვილი (გამგეობის თანამშრომელი);
· გლდანი 1 – (ავჭალა) – შალვა ობგაიძე (მოქმედი მაჟორიტარი);
· გლდანი 2 (მუხიანი) – ცოტნე ჩიქვინიძე;
· გლდანი 3 (ლუწი მიკრორაიონები) – მიხეილ რეხვიაშვილი (საკრებულოში „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელი;
· გლდანი 4 (კენტი მიკრორაიონები) – ჯაბა კოღუა.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბერში, როცა ქუჩებში დემონსტრაციები იმართებოდა ახალი საპარლამენტო ს ჩატარების მოთხოვნით, დაჩქარებული სახით მიიღო კანონი, რომლითაც საკრებულოებში პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობა შეამცირა, მაჟორიტარების კი გაზარდა.
გასული არჩევნები აჩვენებს, რომ სახელისუფლებო პარტიას, ოპოზიციისგან განსხვავებით, უადვილდება მაჟორიტარული წესით გამარჯვება, პროპორციული წესით მანდატების გადანაწილება კი საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების მოხვედრის შანსებს ზრდის.

მაგალითად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით გადასანაწილებელი მაჟორიტარული მანდატების 89,5% „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, როცა პროპორციული წესით მანდატების მხოლოდ 55,6% მიღება შეძლო.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტი დაუბრუნდა 2017 წლის მდგომარეობას, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ შეიცვალა.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში:
· თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატიდან 25 მაჟორიტარი იქნება (ახლა 10-ია);
· თვითმმართველ ქალაქებში 35 დეპუტატიდან 15 მაჟორიტარი იქნება (ახლა 7-ია);
· თვითმმართველ თემებში განსხვავებულია დეპუტატებისა და მაჟორიტარების რაოდენობა. მოქმედი კანონით, მაჟორიტარების რაოდენობა 6-დან 15-მდე მერყეობს, პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობა კი ორჯერ აღემატება მაჟორიტარების რაოდენობას.
საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მის კანდიდატებს მერად აირჩევენ 64-ვე მუნიციპალიტეტში. ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნებია და არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენში “ქართული ოცნების” გარდა, დახვდება კიდევ რამდენიმე პარტია, მათ შორის: „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და ა.შ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ