ქართული ჯარის მოტივაციას ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ თავად, ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებიან მტრის მხარეს – რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ “პოლიტიკოსები” ქართულ ჯარზე “მუხანათური იერიშის” მიტანას ცდილობენ, რაც ქვეყნის მტრობაა.
რატი ბრეგაძის თქმით, “ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები” ქართული ჯარის მოტივაციას ვერაფერს დააკლებენ და თავად აღმოჩნდებიან მტრის მხარეს.
“ძალაუფლების დაბრუნების წყურვილით შეპყრობილი “პოლიტიკოსები” მორალურ საზღვრებს მიღმა არსებული ცილისმწამებლური ხერხებით ცდილობენ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენზე, ქართულ ჯარზე, მუხანათური იერიშის მიტანას და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენის შექმნას, თითქოსდა ჯარზე სახელმწიფო არ ზრუნავს.
მსგავსი ქმედების მიზანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა, რაც ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა გეგმებს. სამარცხვინოც კი აღარ არ არის მსგავსი ზნედაცემულობა, ეს უკვე დიდი მავნებლობა და ქვეყნის მტრობაა.
ს დაწყებული დიდი საქმე დევიზით – ყველაფერი საუკეთესო ჯარს- წარმატებით გააგრძელა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება მინისტრის და მისი გუნდის მუდმივი ზრუნვის საგანია, რასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ. სწორედ ამას ვერ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის მოძულენი. ქართული ჯარის მოტივაციას ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ თავად, ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებიან მტრის მხარეს!
ყველაფერი საუკეთესო ჯარს! დიდება გმირებს!,” – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა დანაშაულებრივი ფაქტი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ადამიანების მკვლელობა, ლანძღვა, ბულინგი, ტერორი – არის კონკრეტული შედეგი იმ განგრძობითი პროცესის, რასაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება და პოპულარიზაცია ჰქვია

სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს როგორც შიდა დესტრუქციულ ძალებს, ასევე გარე ჩარევის მცდელობებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი პროფესიონალიზმი

ზუსტად იმის გამო მოკლეს ჩარლზ კირკი, რომ მან თქვა რეალური მიზეზი იმ ხოცვა-ჟლეტისა, რომელიც უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში მიმდინარეობს – ის რასაც ლაპარაკობდა კირკი და რის გამოც მოკლეს ის, იმას წლებია იძახის საქართველოში არსებული მმართველი პოლიტიკური ძალა