ქართული ხურმის მთავარი საექსპორტო ბაზარი

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული ხურმის ექსპორტი 59%-ით შემცირდა, – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
კერძოდ, 2025 წლის ათ თვეში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 1.128 მლნ დოლარის ღირებულების 1 464 ტონა ხურმა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 2.775 მლნ დოლარის ღირებულების 3 999 ტონა.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში 12%-ით გაიზარდა ქართული ხურმის საექსპორტო ფასები. უფრო კონკრეტულად, წელს ათ თვეში 1 კგ. ხურმის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 77 ცენტს შეადგენდა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 69 ცენტი იყო.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში ქართული ხურმა მხოლოდ ხუთ ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. ამ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი – 55.6%-იანი წილი რუსეთს ეჭირა.
უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული ხურმის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთი იყო.
· – 813.8 ათასი დოლარის 967.1 ტონა;
· – 134.3 ათასი დოლარის 181.1 ტონა;
· სომხეთი – 133.8 ათასი დოლარის 258.4 ტონა;
· ბელარუსი – 41.5 ათასი დოლარის 37.7 ტონა;
· თურქეთი – 5 ათასი დოლარის 20 ტონა.