ქართული წარმოების ყველაზე ძვირად ღირებული პარფიუმერია KAVEULI PARFUM-ს და ANOUKIBEAUTY-ს აქვს – კოსმეტიკური ბრენდები საქართველოში

ქართული წარმოების ყველაზე ძვირად ღირებული პარფიუმერია KAVEULI PARFUM-ს და ANOUKIBEAUTY-ს აქვს – კოსმეტიკური ბრენდები საქართველოში
თავის მოვლის საშუალებების არჩევა და შეძენა მარტივი საქმე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პარფიუმერიული და კოსმეტიკური ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია.
გასათვალისწინებელია, როგორც პროდუქციაზე ალერგიულობა ასევე ფასი, პარაფინებისა და ქიმიური მინარევების დოზები.
ბოლო წლებია, კოსმეტიკის წარმოება და რეალიზაცია ქართულ ბიზნესში საკმაოდ პოპულარულია, როგორც სტარტაპულ ისე ქსელურ დონეზე. გარდა იმისა, რომ ქართული წარმოება ადგილობრივია და მისი შეძენით ბიზნესის განვითარებას ვუწყობთ ხელს, უნდა აღინიშნოს ქართული კოსმეტიკის არამასობრიობა – ანუ ის ფაქტი, რომ პროდუქცია მცირე რაოდენობით მზადდება და მუდმივად განახლებადია.
საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოდან 3.159 მლნ დოლარის ღირებულების კოსმეტიკური ან კანის მოვლის საშუალებები გავიდა ექსპორტზე. ძირითადი შემსყიდველი ,,ბისეკისა“ და ,,სუამის“ ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობის ქვეშ გაერთიანებული ქვეყნები არიან.
ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული კოსმეტიკური საშუალებები ლიტვაში (792 ათასი დოლარის), ჰონკონგსა ( 587 ათასი დოლარის) და სომხეთში (446 ათასი დოლარის) გავიდა ექსპორტზე.
„კომერსანტი“ გთავაზობთ ქართულ ბრენდებს, რომლებიც პროდუქციას ბუნებრივი მასალებისგან ამზადებენ:
Biosyo
Biosyo ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა, მასში გამოყენებული კომპონენტები აბსოლუტურად ნატურალური და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. სწორედ ამ მახასიათებლების გამო „ბიოისოს“ პროდუქცია ალერგიის დაბალ რისკს შეიცავს. ,,ბიოისოს“ კანის მოვლის ხაზი შეიცავს ორგანულ ნედლეულებს: ალოე ვერა, ფუტკრის ცვილი, ყურძნის წიპწის, ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთები.
კომპანია კანის მოვლის გარდა თმის მოვლის საშუალებებსაც გთავაზობთ. შამპუნები, კრემები, საპნები და სხვა პროდუქტები შეგიძლიათ ქსელურ აფთიაქებში შეიძინოთ.
ბიოისოს ნატურალური პროდუქციის ფასი 5 ლარიდან იწყება და 33 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი ,,ბიოისოს“ თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნებია, რომელთა შეძენასაც 33.00 ლარად შეძლებთ.
Tsikolia- ქვევრი
ციკოლიას სუნამოების პირველი კოლექცია ანტუან ლის მიერ არის შექმნილი და ომის თემატიკაზეა დაფუძნებული.
პროდუქცია მანდარინის, ჯინჯერისა და შავი ვარდის ნოტებისგან მზადდება.
ბოთლის დიზაინი სამნაირია: ბრძოლის ველი(ოქროსფერი), მეტალის რეფლექსია(ვერცხლისფერი) და დიდება(სპილენძის ფერი)
პროდუქციის შეძენა ციკოლიას მაღაზიათა ქსელში 549.00 ლარადაა შესაძლებელი.
KAVEULI PARFUM
Aromateque-ის არტიზანული სუნამო “Kaveuli Parfum” ქართველი და იტალიელი პარფიუმერების – თამარა ქაფიანიძისა და Bottega Malatini-ის კოლაბორაციით შეიქმნა. სუნამოს წამყვანი არომატი Kaveuli Parfum-ს დაკრავს ციტრუსის, კიპარისის და ჩინური ღვიას სურნელი. ფიჭვი, კედარი და ნაძვი ამძაფრებს არომატის ხის ნოტების კომპოზიციას. იაპონურ ვეტივერიას სიგრლის შეგრძნება მოაქვს, ვარდისფერი წიწაკის მარცვალი სუნამოს მსუბუქ სიმძაფრეს ანიჭებს, რომელსაც ბერგამოტის ნაზი სურნელი ერევა.
პროდუქციის ფასი 1480 ლარია.
ANOUKIBEAUTY
დიზაინერი ანუკი არეშიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ კოსმეტიკურ ბაზარს ახალი ბრენდი- ANOUKI BEAUTY შეემატა.
როგორც ბრენდის აღწერაში ვკითხულობთ, Anouki Beauty საქართველოში პირველი ლუქს ხარისხის, მაღალეფექტური კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც თითქმის ხუთწლიანი შრომის შედეგია. კოლექციის თითოეული პროდუქტი საგულდაგილოდ არის შექმნილი იტალიაში, მაღალი ევროპული სტანდარტებით.
ბრენდის გამორჩეული პროდუქტები ტუჩსაცხი და ტუშია.
თამოსკინი
ფოტომოდელ თამო ვაშალომიძის თავის მოვლის საშუალებების ბრენდი TAMOSKIN-ი ოთხი წელიაბაზარზე წარმატებით ოპერირებს. TAMOSKIN-ის პროდუქცია მომხმარებელს ეხმარება ისეთიპრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა სტრიები, ცელულიტი, აკნე, პიგმენტური ლაქები და ჭარბი წონა. განსაკუთრებით პოპულარულია ნტიცელულიტური ცხიმის მწველი კრემი, რომლის შეძენაც 59 ლარად არის შესაძლებელი. ,,თამოსკინის“ პროდუქცია შეგიძლიათ გამოიწეროთ სოციალური გვერდების საშუალებით ან მაღაზიათა ქსელებში- დიდი დიღმის გუდვილსა და ,,სითი მოლის“ მე-2 სართულზე.
პიელ ნატურალსი
„პიელ ნატურალსი” ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც თავის მოვლისორგანულ საშუალებებს სთავაზობს მომხმარებლებს. ბრენდი 2019 წელს შეიქმნა და დღეისთვის 60-მდედასახელების პროდუქტს აწარმოებს.
,,პიელ ნატურალსის“ პროდუქცია არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, პარაბენებს, პარაფინებს, სინთეზური სუნამოებსა და ხელოვნური კონსერვანტებს.
ბრენდი ოფიციალურადაა დადასტურებული იტალიის ლაბორატორიის მიერ და ISO -ს სერთიფიკატი აქვს.
თბილისში „პიელ ნატურალსის” მაღაზია აბაშიძის 33 ნომერში მდებარეობს. ბრენდის სტენდებიწარმოდგენილია ქავთარაძის „სითი მოლსა” და ს სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითიში”. ბრენდისდამფუძნებელი თათუკა ლომაძეა. პროფესიით ბიზნესადმინისტრირების დოქტორანტი, რომელიც ინგლისური ენის პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.
პროდუქციის შეძენა 29.96 ლარიდან შეგიძლიათ.
ნუკი კოსმეტიკსი
ტელეწამყვანმა და მოდელმა ნუკი კოშკელიშვილმა პირველი ბრენდირებული პომადა 2020 წელს გამოუშვა. ტუჩსაცხს კი ტონალური მოჰყვა, რომელიც მაღალი დაფარვითა და თხელი სტრუქტურით გამოირჩევა. ნუკის თქმით, ტონალური მხოლოდ ისეთ ელემენტებს შეიცავს, რომელიც კანს ატენიანებს და ბუნებრივს ხდის. ,,ნუკი კოსმეტიკი“ აწარმოებს სუნამოს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია ქართულ კოსმეტიკურ ბაზარზე. ბრენდის სტენდები განთავსებულია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კოსმეტიკის ფასი 39 ლარიდან იწყება და 59 ლარამდე მერყეობს.
Rukhi Dedopali/ რუხი დედოფალი
„რუხი დედოფალი“ 2018 წელს დაარსდა და მისი საწარმო წალენჯიხაში მდებარეობს. კომპანია კოსმეტიკური პროდუქციის გარდა, 100%-ით ნატურალურ თაფლს აწარმოებს. „რუხი დედოფალი“ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა, რომლის წარმოებული “თხევადი ოქრო” უკვე ხელმისაწვდომია კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
„რუხი დედოფალი“ 14 სახეობის სრულად ნატურალურ პროდუქტებზე, თაფლზე, ცვილზე და პროპოლისზე, დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს. არაბულ ბაზარზე „რუხი დედოფლის“ კოსმეტიკური საშუალებები 50-70 დოლარის ფარგლებში გაიყიდება.
საპოვნელა
,,საპოვნელა“ პროდუქციას უმეტესად თხის რძის ბაზაზე ამზადებს. მათი მოვლის საშუალებები მრავალფეროვანია- საპნები, სკრაბები, კრემები და საცხები, ასევე ტანის კარაქი, აბაზანის ჩაი, თმისზეთი. შეძენა ძირითადად ქუჩის მარკეტების ან ,,საპოვნელას“ სოციალური ქსელების საშუალებითაა შესაძლებელი.
,,საპოვნელას“ პილინგ საპონის ფასი 15 ლარია, კოსმეტიკური პროდუქციის ფასები კი 35 ლარამდე მერყეობს.

ასევე დაგაინტერესებთ