ქართული ჩაი „მანნას“ გაყიდვების 25% HORECA სექტორზე მოდის, ექსპორტზე კი წარმოების 35% გადის

ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია “მანნას” გაყიდვების 25% HORECA სექტორზე მოდის, – ამის შესახებ კომპანიის დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს.
მისი ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი დაახლოებით, 10%-ით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი საექსპორტო ბაზრებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიას ექსპორტზე წარმოების, დაახლოებით, 35% გააქვს. მისივე ინფორმაციით, გარდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა,”მანნა” ახალი ბაზრების დამატებაზეც მუშაობს.
“ამჟამად წარმოების ზრდის პროცესში ვართ და ვფიქრობ, რომ სექტემბრისთვის ამ გეგმას განვახორციელებთ. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, მოლაპარაკება გვაქვს -ს ერთ-ერთ მსხვილ ონლაინ პლატფორმასთან და ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკება წლის ბოლომდე დასრულდება.
რაც შეეხება სხვა საექსპორტო ბაზრებს – პროდუქცია ტრადიციულად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგვაქვს, ესენია: ჩეხეთი, პოლონეთი და . გარდა ამისა, სამომავლოდ გვინდა, რომ პროდუქცია დუბაის ბაზარზეც გავიტანოთ. ამაზე ვმუშაობთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, ბაზრის კვლევის დონეზე ვართ”, – აცხადებს ირაკლი ღურჭუმელია.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამმუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდან ჩაეშვა.
კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.
“მანნა” 14-ზე მეტი დასახელების ჩაის აწარმოებს.
bp.ge