ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით წარდგა.
ფესტივალზე „Les Festives Gourmandes“, რომელიც ქალაქ შალონ-სიურ-სონში გაიმართა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ სტუმრებს 10 ქართველი მწარმოებლის ღვინოები გააცნო.
ფესტივალი „Les Festives Gourmandes” უკვე მეცხრამეტედ გაიმართა და მასში 100-მდე მონაწილემ, როგორც მწარმოებელმა ისე იმპორტიორმა, სხვადასხვა დასახელების ღვინო წარმოადგინა.
ფესტივალს ყოველწლიურად 10 000-მდე სტუმარი, სომელიეები, ღვინის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ