სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციაში 13 044 000 ლარ დახარჯავს. მომავალ წელს სარეკლამო კამპანიები 18-მდე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.
მარკეტინგული კამპანიები გაიმართება:
· აშშ-ში;
· გერმანიაში;
· პოლონეთში;
· ჩინეთში;
· დიდ ბრიტანეთში;
· იაპონიაში;
· სამხრეთ კორეაში;
· საქართველოში.
გარდა ამისა დაგეგმილია 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა.
„მიზანია საქართველოში მეღვინეობის განვითარება და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდა“, – წერია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო მსგავს კამპანიებს ყოველწლიურად ატარებს. 2025 წელს ამისთვის 12 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. დაახლოებით ამდენივე დაიხარჯა 2024 წელსაც.
ფორუმი




