ქართული ფეხბურთის პრობლემა მხოლოდ ფინანსების ნაკლებობა არაა – ანდრეი დემჩენკო

გორის „დილასა“ და ს „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ (რომელიც ახლა ყაზახეთში „ჟენისს“ წვრთნის), საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ევროთასებზე ქართული კლუბების ჩაგდებული ევროსეზონის შესახებ ისაუბრა და მიზეზად ევროპულ გუნდებთან ჩამორჩენა დაასახელა.
„ევროპული საკლუბო ფეხბურთი ძალიან წინ წავიდა და საქართველშიც, შიც და ყაზახეთშიც ეს ტენდენცია ჯერ სრულად არ ასახულა. ამ ჩემპიონატებში ბურთი ნელა მოძრაობს, ვიდრე ევროპულ ლიგებში. ევროთასებზე ქართული გუნდების თამაშები ვნახე და პირველი, რაც თვალში მომხვდა, თამაშის დაბალი ტემპი და ინტენსივობა იყო.
2023 წლის ევროსეზონში ჩემი გაწვრთნილი „დილა“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. იმიტომ, რომ მაშინ გუნდში ფეხბურთელის აყვანის პირველი კრიტერიუმი იყო ის, რომ მოთამაშეს ბურთის ფლობა უნდა სცოდნოდა. შემდეგ ფეხბურთელებს ვაიძულე, რომ სწრაფად ეფიქრათ და ინტენსივობა გაეზარდათ. შედეგად, მაღალ ტემპში ავთამაშდით და ევროტურნირზეც შედარებით კარგად ამიტომ გამოვედით. ესაა თანამედროვე ევროპული ფეხბურთის ფორმულა.
ქართული ფეხბურთის პრობლემა მხოლოდ ფინანსების ნაკლებობა არაა. მაგალითად, „ჟენისს“ ბათუმის „დინამოსთან“ შედარებით მცირე ბიუჯეტი აქვს. მთავარი თანამედროვე ტენდენციების ცოდნაა, ვგულისხმობ პრესინგის ათვისებას და გამოყენებას, რაც საქართველოში ბევრმა გუნდმა არ იცის. ესაა ევროპელების უპირატესობა“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ საქართველოს პირველ არხთან.
წყარო: პირველი არხი