ქართული ტელევიზიის გამორჩეული სახეები – Marao

ქართული ტელევიზიის გამორჩეული სახეები – Marao
ქართული ტელევიზია გამორჩეული სილამაზის მქონე ქალებით განებივრებულია. თითოეული მათგანი ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და სოციალურ ქსელშიც უამრავი გამომწერი ჰყავს.
“მახსოვს, 6-7 წლის რომ იყო – მაშინაც ძალიან ლამაზი და გამორჩეული ბავშვი იყო. მერე ეს გოგო, მშვენიერის გარდა, პროფესიონალიც გახდა. ეს ძალიან იშვიათია – როცა ადამიანი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. მახსოვს, ერთხელ დიდი საახალწლო კონცერტი მიგვყავდა. ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი და მანიკამ წამიყვანა. იცით, როგორ მომიარა?” – ასე ახასიათებდა მანიკა ასათიანს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.
მანიკა ასათიანი 31 წლისაა. მისი საქმიანობა ტელეწამყვანობას, მოდელობასა და ინფლუენსერობას მოიცავს. ის აქტიურადაა დაკავებული ვარჯიშით და სხვა ქალებსაც აძლევს ჯანსარი ცხოვრების დაწყების მოტივაციას.
მანიკა რომ გამორჩეულია არამხოლოდ გარეგნობით, არამედ მრავალმხრივი ნიჭითაც, ამას პოპულარული პროექტიც “ვინ ვინ არის” მოწმობს – ფრინველის ფორმაში გადაცმულმა ტელეწამყვანმა რამდენიმე გადაცემის განმავლობაში ისე შეასრულა სიმღერები, რომ მაყურებელი დააეჭვა, ქალი იმალებოდა კოსტიუმის უკან თუ – კაცი. კითხვები ისმოდა იმის შესახებაც, რომ ის პროფესიონალი მუსიკოსი იყო. საბოლოოდ, მანიკამ პროექტში გამარჯვება მოახერხა, რასაც თან ახლდა უამრავი დადებითი ემოცია და სიხარული.
მანიკა მეგაპროექტების წამყვანად არაერთხელ ვიხილეთ. მისი ქარიზმა კი ეხმარება, დილის ეთერების ენერგიულად წაყვანაშიც და ამით კიდევ უფრო მეტ სიყვარულს იმსახურებს.
მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება.
ნუცა ქავ­თა­რა­ძეს “მო­ლა­პა­რა­კე ყუთ­ში”, ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მო­ჩე­ნა ჯერ კი­დევ მა­შინ სურ­და, როცა სა­ერ­თოდ არ იცო­და, რას ნიშ­ნავ­და პრო­ფე­სია, სა­ხე­ლად ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. ახლა ის ცნო­ბი­ლი ტე­ლე­სა­ხეა, ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედ­ში” დი­ლის გა­და­ცე­მა მიჰ­ყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან მცი­რე დროს უტო­ვებს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ, პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც არა­სო­დეს უნა­ნია. ამა­ვე სფე­რო­ში იპო­ვა მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც – მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც უკვე მრავალწლიანი სიყვარული და შვილი – უსაყვარლესი სანი აკავშირებს.
“რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ ერ­თდრო­უ­ლად და თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, რაც ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა. მაქვს სა­კუ­თა­რი სა­რეკ­ლა­მო ივენთკომ­პა­ნი­აც, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს”, – ამბობდა ნუცა.
ჟურნალისტი და მოდელი ნინუცა ორჯონიკიძე წლების მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და იქ მოდის ბლოგერი იყო. იქვე დაქორწინდა რუსეთში ცნობილი მილიარდერის, სოსო ორჯონიკიძის ვაჟზე, ნიკა ორჯონიკიძეზე. ის ცნობილი ქართველი ოჯახის რძალია. დედამთილი, ქეთევან ორჯონიკიძე, ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა „პირველ არხზე“; მამამთილი, სოსო ორჯონიკიძე კი წლების განმავლობაში ს დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია.
ნინუცა ორჯონიკიძე ტელევიზიაში მოხვედრაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნებისთვის ფრთების შესხმა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოახერხა. ნინუცა არაერთი პოპულარული გადაცემისა და შოუს წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ.
„მას შემდეგ, რაც ტელევიზიის არსებობის შესახებ გავიგე, მინდოდა იქ მემუშავა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო. რადგან ტექნიკური საგნები მეხერხებოდა, გადავწყვიტე, ფინანსები მესწავლა და ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ვმუშაობდი. მაგრამ წლები რომ გავიდა და ჟურნალისტობის სურვილმა არ დამტოვა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურში რიგით ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა.“ – იხსენებს ნინუცა.
ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი. „მის თბილისი“, „მის საქართველო“, „მის ოქროს გლობუსი“ – ეს უმშვენიერესი თიკა ფაცაციას რეგალიების მცირე ჩამონათვალია, ყველაზე მთავარი, რასაც მან ამ წლების განმავლობაში მიაღწია, ეს ხალხის უპირობო სიყვარული და პატივისცემაა.
თიკამ საკუთარი კარიერა სამოდელო სფეროდან დაიწყო, მოგვიანებით ჯგუფი „სეთი“ შექმნა და –ში გაემგზავრა, ამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2010 წლის 1 თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“ მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანიციყო. 2021 წლიდან არის “ნიჭიერის” ჟიურის წევრი.
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრა­ვა­ლი წლის წინ დაიწყო, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მო­დე­ლობ­და. იმ პერიოდში და­ვით ან­თე­ლი­ძე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა პი­რა­დად გა­ეც­ნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
გო­გო­ნამ უცხო გა­რეგ­ნო­ბით მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია. ანას­ტა­სია ჯე­ი­რა­თი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან გახ­ლავთ, დედა ქარ­თვე­ლია, მამა – ინ­დო­ე­ლი. ბავ­შვო­ბა მა­მის სამ­შობ­ლო­ში გა­ა­ტა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­თხე კლა­სი­დან ჩა­მო­ვი­და.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ მხო­ლოდ 22 წლის არის და პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ის უკვე გა­და­ი­ღეს სე­რი­ალ­ში “სტუ­მა­რი”, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე გა­ვი­და. ახლა „რუს­თა­ვი 2“-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ სა­ა­გენ­ტოს­თან.უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფია, ცეკ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მის ცხოვ­რე­ბას უფრო შთამ­ბეჭ­დავს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის…
“ჩემი მშობ­ლე­ბი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. რე­ლი­გი­ით ქრის­ტი­ა­ნი ვარ. მყავს უმ­ცრო­სი ძმა, ან­დრია, 17 წლის. მე­სა­მე კლა­სამ­დე ბაღ­შიც და სკო­ლა­შიც ინ­დო­ეთ­ში დავ­დი­ო­დი, მე­ო­თხე კლას­ში უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ­დი. თუმ­ცა ზა­ფხუ­ლო­ბით და ახალ წლებ­ზე სულ თბი­ლის­ში მოვ­დი­ო­დით. რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, ბე­ბოს უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ ქარ­თულ სკო­ლას და პროგ­რა­მას არ ჩა­მოვ­რჩე­ნო­დი. ასე­ვე ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე, თეა დარ­ჩი­ამ შე­მაყ­ვა­რა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა” – ამბობდა ანასტასია.
თაკო ჩორგოლაშვილი ბევრმა პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო. პროექტში თაკოს ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე – მეორე ადგილზე გავიდა.
პროექტის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში თაკო მეუღლეს, კალათბურთელ რეზი დიდიას დაშორდა. რეზი ქუთაისში თამაშობდა და როგორც მაშინ ამბობდნენ, სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი გახდა.
მოგვიანებით თაკო “იმედის დილის” ეთერში ილო ბეროშვილთან ერთად გამოჩნდა. სხვადასხვა დროს მუსაობდა სხვადასხვა არხზე როგორც დილის, ისე შუადღის გადაცემებში.ის ზურა გორგაძესთან დუეტში გასართობ გადაცემასაც უძღვებოდა, მათი სახალისო ვიდეოები კი სოციალურ ქსელში ვირისულად ვრცელდება.
უმშვენიერესი თამთა სანიკიძე უკვე არაერთი წელია, რაც “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის”, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მისა პოლიტიკური თოქშოუების წამ­ყვა­ნია. მანამდე ის ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელი იყო, რომელიც 2011 წელს დატოვა. მაშინ თამთა ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო და სურდა, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულიყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თამთა დაოჯახდა. ჟურ­ნა­ლის­ტის რჩე­უ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დის­შვი­ლი, შმა­გი კო­ბა­ხი­ძე გახ­და.
უკვე არაერთი წელია, გვანცა დარასელია ქართველი საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი ტელესახეა. მან საკუთარი ძალები ჟურნალისტიკაში, სამოდელო და სამსახიობო სფეროებში მოსინჯა და კარიერის მანძილზე არაერთი წარმატებაც ჰქონია.
გვანცა დარასელია 1989 წელს დაიბადა. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყაროზე”. 2008 წლიდანვე მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ცოტა ხნის წინ კი, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს არხი დატოვა და განაცხადა, რომ დასვენება და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეკრანიდან გაუჩინარების ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გვანცა ,,პირველ არხზე” გამოჩნდა მუსიკალური შოუ “ვოისის” წამყვანად. ამ ნაბიჯებით წერტილი დაუსვა კარიერულ სტაბილურობას და პერიოდული ცვლილებების რეჟიმში გადავიდა. როგორც “სარკესთან” თავად ამბობს, მუდმივად სიახლეების მოლოდინში იქნება და ეს ძალიან მოსწონს.
გვანცა დარასელია დაქორწინებულია ვახო მჭედლიძეზე, მათ ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავთ.
უმშვენიერესი ეკა ამირეჯიბი უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე ჩანს. ის დილის გადაცემების, მეგაშოუებისა და საკუთარი გადაცემის წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ.
“პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ტე­ლე­გა­მოც­დი­ლე­ბა “რუს­თა­ვი 2-“ში მი­ვი­ღე, ეს იყო კო­რეს­პონ­დენ­ტო­ბა, წამ­ყვა­ნო­ბა, ლა­ივ­ში მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მი, სირ­თუ­ლე­ე­ბი, ბევ­რი რამ გა­მოვ­ცა­დე… რა­დი­ო­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­მი­წყო ხელი, ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი სპორ­ტუ­ლი რა­დიო “ჯაკო” იყო, რო­მელ­შიც ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე, შემ­დე­გი რა­დიო “ფორ­ტუ­ნა”. რა­დი­ო­გა­მოც­დი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თია და კარ­გი ტრამ­პლი­ნია შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, არ მი­ნერ­ვი­უ­ლია იმა­ზე, რო­გორ ვი­სა­უბ­რებ­დი, ამ­ბავს რო­გორ მოვ­ყვე­ბო­დი, მოკ­ლედ, კარ­გი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე” – ამბობდა ეკა.
ეკა ამირეჯიბი დაქორწინებული იყო გიორგი სიბაშვილზე, თუმცა წყვილი ერთამენთს 2016 წელს დაშორდა. ეკა ახლა აქტიურად აგრძელებს ჟურნალისტურ კარიერას და აქტიურია სოციალურ ქსელშიც.
ანკა ვასაძე დიდი აკაკი ვასაძის შვილიშვილია და თავადაც ამ გზას გაჰყვა – ის თეატრისა და კინოს მსახიობია. ანკა დაკავებულია სხვადასხვა თეატრში, ვიხილეთ პოპულარუ ტელესერიალებშიც, თუმცა მან ახალი ამპლუის მორგებაც გადაწყვიტა და ტელეწამყვანის როლი მოირგო. ის “ფორმულად გუნდის წევრი გახდა ამ გამოწვევას თავი შესანიშნავად გაართვა.