ქართული ტელევიზიის გამორჩეული სახეები – Marao
ქართული ტელევიზია გამორჩეული სილამაზის მქონე ქალებით განებივრებულია. თითოეული მათგანი ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და სოციალურ ქსელშიც უამრავი გამომწერი ჰყავს.
“მახსოვს, 6-7 წლის რომ იყო – მაშინაც ძალიან ლამაზი და გამორჩეული ბავშვი იყო. მერე ეს გოგო, მშვენიერის გარდა, პროფესიონალიც გახდა. ეს ძალიან იშვიათია – როცა ადამიანი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. მახსოვს, ერთხელ დიდი საახალწლო კონცერტი მიგვყავდა. ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი და მანიკამ წამიყვანა. იცით, როგორ მომიარა?” – ასე ახასიათებდა მანიკა ასათიანს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.
მანიკა ასათიანი 31 წლისაა. მისი საქმიანობა ტელეწამყვანობას, მოდელობასა და ინფლუენსერობას მოიცავს. ის აქტიურადაა დაკავებული ვარჯიშით და სხვა ქალებსაც აძლევს ჯანსარი ცხოვრების დაწყების მოტივაციას.
მანიკა რომ გამორჩეულია არამხოლოდ გარეგნობით, არამედ მრავალმხრივი ნიჭითაც, ამას პოპულარული პროექტიც “ვინ ვინ არის” მოწმობს – ფრინველის ფორმაში გადაცმულმა ტელეწამყვანმა რამდენიმე გადაცემის განმავლობაში ისე შეასრულა სიმღერები, რომ მაყურებელი დააეჭვა, ქალი იმალებოდა კოსტიუმის უკან თუ – კაცი. კითხვები ისმოდა იმის შესახებაც, რომ ის პროფესიონალი მუსიკოსი იყო. საბოლოოდ, მანიკამ პროექტში გამარჯვება მოახერხა, რასაც თან ახლდა უამრავი დადებითი ემოცია და სიხარული.
მანიკა მეგაპროექტების წამყვანად არაერთხელ ვიხილეთ. მისი ქარიზმა კი ეხმარება, დილის ეთერების ენერგიულად წაყვანაშიც და ამით კიდევ უფრო მეტ სიყვარულს იმსახურებს.
მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება.
ნუცა ქავთარაძეს “მოლაპარაკე ყუთში”, ტელევიზორში გამოჩენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავდა პროფესია, სახელად ჟურნალისტიკა. ახლა ის ცნობილი ტელესახეა, ტელეკომპანია “იმედში” დილის გადაცემა მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან მცირე დროს უტოვებს საყვარელ ადამიანებთან საურთიერთოდ, პროფესიული არჩევანი მაინც არასოდეს უნანია. ამავე სფეროში იპოვა მეორე ნახევარიც – მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი, რომელთანაც უკვე მრავალწლიანი სიყვარული და შვილი – უსაყვარლესი სანი აკავშირებს.
“რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ ერთდროულად და თითოეული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მაქვს საკუთარი სარეკლამო ივენთკომპანიაც, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს”, – ამბობდა ნუცა.
ჟურნალისტი და მოდელი ნინუცა ორჯონიკიძე წლების მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და იქ მოდის ბლოგერი იყო. იქვე დაქორწინდა რუსეთში ცნობილი მილიარდერის, სოსო ორჯონიკიძის ვაჟზე, ნიკა ორჯონიკიძეზე. ის ცნობილი ქართველი ოჯახის რძალია. დედამთილი, ქეთევან ორჯონიკიძე, ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა „პირველ არხზე“; მამამთილი, სოსო ორჯონიკიძე კი წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია.
ნინუცა ორჯონიკიძე ტელევიზიაში მოხვედრაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნებისთვის ფრთების შესხმა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოახერხა. ნინუცა არაერთი პოპულარული გადაცემისა და შოუს წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ.
„მას შემდეგ, რაც ტელევიზიის არსებობის შესახებ გავიგე, მინდოდა იქ მემუშავა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო. რადგან ტექნიკური საგნები მეხერხებოდა, გადავწყვიტე, ფინანსები მესწავლა და ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ვმუშაობდი. მაგრამ წლები რომ გავიდა და ჟურნალისტობის სურვილმა არ დამტოვა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურში რიგით ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა.“ – იხსენებს ნინუცა.
ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი. „მის თბილისი“, „მის საქართველო“, „მის ოქროს გლობუსი“ – ეს უმშვენიერესი თიკა ფაცაციას რეგალიების მცირე ჩამონათვალია, ყველაზე მთავარი, რასაც მან ამ წლების განმავლობაში მიაღწია, ეს ხალხის უპირობო სიყვარული და პატივისცემაა.
თიკამ საკუთარი კარიერა სამოდელო სფეროდან დაიწყო, მოგვიანებით ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა, ამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2010 წლის 1 თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“ მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანიციყო. 2021 წლიდან არის “ნიჭიერის” ჟიურის წევრი.
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
გოგონამ უცხო გარეგნობით მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია. ანასტასია ჯეირათი ინტერნაციონალური ოჯახიდან გახლავთ, დედა ქართველია, მამა – ინდოელი. ბავშვობა მამის სამშობლოში გაატარა და საქართველოში საცხოვრებლად მეოთხე კლასიდან ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და პროფესიით ფსიქოლოგია, ის უკვე გადაიღეს სერიალში “სტუმარი”, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. ახლა „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. ასევე გაფორმებული აქვს სამოდელო კონტრაქტი რამდენიმე უცხოურ სააგენტოსთან.უყვარს მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ცეკვა და ყველაფერი ის, რაც მის ცხოვრებას უფრო შთამბეჭდავს და საინტერესოს გახდის…
“ჩემი მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ, მე თბილისში დავიბადე. რელიგიით ქრისტიანი ვარ. მყავს უმცროსი ძმა, ანდრია, 17 წლის. მესამე კლასამდე ბაღშიც და სკოლაშიც ინდოეთში დავდიოდი, მეოთხე კლასში უკვე საქართველოში ვსწავლობდი. თუმცა ზაფხულობით და ახალ წლებზე სულ თბილისში მოვდიოდით. რომ ჩამოვიდოდი, ბებოს უკვე მოძიებული ჰყავდა მასწავლებლები, რომ ქართულ სკოლას და პროგრამას არ ჩამოვრჩენოდი. ასევე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თეა დარჩიამ შემაყვარა ქართული ცეკვა” – ამბობდა ანასტასია.
თაკო ჩორგოლაშვილი ბევრმა პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო. პროექტში თაკოს ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე – მეორე ადგილზე გავიდა.
პროექტის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში თაკო მეუღლეს, კალათბურთელ რეზი დიდიას დაშორდა. რეზი ქუთაისში თამაშობდა და როგორც მაშინ ამბობდნენ, სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი გახდა.
მოგვიანებით თაკო “იმედის დილის” ეთერში ილო ბეროშვილთან ერთად გამოჩნდა. სხვადასხვა დროს მუსაობდა სხვადასხვა არხზე როგორც დილის, ისე შუადღის გადაცემებში.ის ზურა გორგაძესთან დუეტში გასართობ გადაცემასაც უძღვებოდა, მათი სახალისო ვიდეოები კი სოციალურ ქსელში ვირისულად ვრცელდება.
უმშვენიერესი თამთა სანიკიძე უკვე არაერთი წელია, რაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის”, საინფორმაციო გადაცემისა პოლიტიკური თოქშოუების წამყვანია. მანამდე ის ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელი იყო, რომელიც 2011 წელს დატოვა. მაშინ თამთა ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო და სურდა, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულიყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თამთა დაოჯახდა. ჟურნალისტის რჩეული ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, შმაგი კობახიძე გახდა.
უკვე არაერთი წელია, გვანცა დარასელია ქართველი საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი ტელესახეა. მან საკუთარი ძალები ჟურნალისტიკაში, სამოდელო და სამსახიობო სფეროებში მოსინჯა და კარიერის მანძილზე არაერთი წარმატებაც ჰქონია.
გვანცა დარასელია 1989 წელს დაიბადა. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყაროზე”. 2008 წლიდანვე მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ცოტა ხნის წინ კი, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს არხი დატოვა და განაცხადა, რომ დასვენება და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეკრანიდან გაუჩინარების ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გვანცა ,,პირველ არხზე” გამოჩნდა მუსიკალური შოუ “ვოისის” წამყვანად. ამ ნაბიჯებით წერტილი დაუსვა კარიერულ სტაბილურობას და პერიოდული ცვლილებების რეჟიმში გადავიდა. როგორც “სარკესთან” თავად ამბობს, მუდმივად სიახლეების მოლოდინში იქნება და ეს ძალიან მოსწონს.
გვანცა დარასელია დაქორწინებულია ვახო მჭედლიძეზე, მათ ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავთ.
უმშვენიერესი ეკა ამირეჯიბი უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე ჩანს. ის დილის გადაცემების, მეგაშოუებისა და საკუთარი გადაცემის წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ.
“პირველი სერიოზული ტელეგამოცდილება “რუსთავი 2-“ში მივიღე, ეს იყო კორესპონდენტობა, წამყვანობა, ლაივში მუშაობის რეჟიმი, სირთულეები, ბევრი რამ გამოვცადე… რადიომაც მნიშვნელოვნად შემიწყო ხელი, ჩემი პირველი სამსახური სპორტული რადიო “ჯაკო” იყო, რომელშიც ცოტა ხანს ვიმუშავე, შემდეგი რადიო “ფორტუნა”. რადიოგამოცდილება მნიშვნელოვანი შეღავათია და კარგი ტრამპლინია შემდეგი ნაბიჯებისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, არ მინერვიულია იმაზე, როგორ ვისაუბრებდი, ამბავს როგორ მოვყვებოდი, მოკლედ, კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე” – ამბობდა ეკა.
ეკა ამირეჯიბი დაქორწინებული იყო გიორგი სიბაშვილზე, თუმცა წყვილი ერთამენთს 2016 წელს დაშორდა. ეკა ახლა აქტიურად აგრძელებს ჟურნალისტურ კარიერას და აქტიურია სოციალურ ქსელშიც.
ანკა ვასაძე დიდი აკაკი ვასაძის შვილიშვილია და თავადაც ამ გზას გაჰყვა – ის თეატრისა და კინოს მსახიობია. ანკა დაკავებულია სხვადასხვა თეატრში, ვიხილეთ პოპულარუ ტელესერიალებშიც, თუმცა მან ახალი ამპლუის მორგებაც გადაწყვიტა და ტელეწამყვანის როლი მოირგო. ის “ფორმულად გუნდის წევრი გახდა ამ გამოწვევას თავი შესანიშნავად გაართვა.