ქართული სტარტაპი Artisio „სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა

ქართული ტექნოლოგიური Artisio მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის „სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა.
„სტარტაპების მსოფლიო თასი” კალიფორნიაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობენ, ხოლო კონკურსის საპრიზო ფონდი $1 მილიონს შეადგენს.
სწორედ ქართულმა Artisio-მ გაიმარჯვა Startup Connect-ისა და Pegasus Tech Ventures-ის ორგანიზებით, ბათუმში ჩატარებულ ეროვნულ შეჯიბრში, რომელიც მაისში შედგა.
შეგახსენებთ, რომ Artisio-ს მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, აუქციონის ჩატარება ნებისმიერ კომპანიას, სულ რაღაც ერთ საათში შეუძლია.
კონკურსში გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ