ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა, ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში

ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა, ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში
დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველომ შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ.
„დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში.
საქართველომ შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ. ფესტივალი, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი და 700-ზე მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობს, ამის ნათელი დასტურია. ამით ჩვენ შევუერთდით ევროპული ქვეყნების შვიდეულს, რომლებმაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლეს.
ფესტივალისგან რაც შეიძლება მეტი მემკვიდრეობის დატოვება ქვეყნისთვის – ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხედვაა, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს ხედვასთან. სწორედ ამიტომ, ფესტივალი სამ ადგილას – ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში იმართება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ და თბილისი პირველად მასპინძლობენ ასეთ დიდ შეჯიბრებას და ამით ახლებურად წარმოაჩენენ თავს მსოფლიოს თვალში“, – გნაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი