ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დროებით საგამოფენო სივრცეში წარმოგიდგენთ ირაკლი სუთიძის რეტროსპექტულ გამოფენას ,,ის 70”. ექსპოზიცია მხატვრის 70-ე დაბადების დღეს ეძღვნება, რომელსაც ის ვერ მოესწრო. ირაკლი სუთიძე 2024 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა.
გამოფენა 17 ივლისს გაიხსნება და პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება. კურატორი – ქეთევან კორძახია.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.