ქართული სახელმწიფო პოლიტიკაში, მეგობრებთან და მტრებთანაც ღირსებით საუბრობს და არავის მიეცემა შესაძლებლობა საქართველოს დესტაბილიზაციის

“ხალხის ძალის” წევრი, სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმიანება. მეგრელიშვილის თქმით, ქართული სახელმწიფო პოლიტიკაში, მეგობრებთან და მტრებთანაც ღირსებით საუბრობს და არავის მიეცემა შესაძლებლობა საქართველოს დესტაბილიზაციის. “ფოტო ასახავს “იზოლაციაში მყოფი” მთავრობის მეთაურის, უმაღლესი დონის მიღებას NATO-ს წევრი უძლიერესი სახელმწიფოს და რეგიონალური ლიდერის – თურქეთის დედაქალაქში.
პოლიტიკაში ღირსებით, მეგობრებთან ღირსებით, მტრებთანაც ღირსებით საუბრობს ქართული სახელმწიფო და არავის, არავის მიეცემა შესაძლებლობა ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს დესტაბილიზაციის. მინაწერი: ყველა ვინც ევროპულობას ამოფარებულნი საკანონმდებლო ორგანოს კართან მისი შემტვრევის იდეით დგახართ და გწამთ რომ სახელმწიფო საქმეს აკეთებთ უბრალოდ პოლიტიკურად ორიენტაცია დაკარგულნი ხართ. გონს მოდით! ღირსებით ჯობია სახელმწიფოს დაცვა და ევროპისაკენ სწრაფვა, მხოლოდ ღირსებით!” – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება