ქართული სახელმწიფო გაშიშვლებასაც იყენებს ადამიანის უფლებათა შელახვის სისტემური პრაქტიკის ნაწილად – უფლებადამცველი

“მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საუბარია დაკავების შემდეგ, გაშიშვლების უკანონო პრაქტიკაზე. ანგარიშის თანახმად, ათობით ადამიანი ამბობს, რომ სწორედ ასეთი მეთოდებით ხდებოდა მათი შემოწმება გასულ წელს, რაც დამამცირებელ მოპყრობასთან არის შედარებული.

უფლებადამცველი თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ პრაქტიკის მსხვერპლი გახდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ. საუბარია ელენე ხოშტარიაზე.

ზაქარაშვილის თქმით, ქართული სახელმწიფო, ისევე როგორც დანარჩენ რეპრესიულ მექანიზმებს, გაშიშვლებასაც იყენებს ადამიანის უფლებათა შელახვის სისტემური პრაქტიკის ნაწილად.

უფლებადამცველის შეფასებით, ეს არის “უკანონო პრაქტიკის გაგრძელება და ადამიანის უფლებების დარღვევა“.

სამწუხროდ, ქართული სახელმწიფო ისევე როგორც დანარჩენ რეპრესიულ მექანიზმებს, გაშიშვლებასაც იყენებს ადამიანის უფლებათა შელახვის სისტემური პრაქტიკის ნაწილად. ესეთი შემთხვევა, როდესაც საჯაროდ იყო საუბარი, იყო ელენე ხოშტარიას შემთხვევა, გაზაფხულზე როდესაც ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდგომ კი დორებითი მოთავსების იზოლატორში, იძულებით, სრულად გააშიშვლეს და შიშველ სხეულზე მეტალოდეტექორის მეშვეობით სრულად მოხდა მისი შემოწმება. რაც არის უკანონო პრაქტიკის გაგრძელება და ადამიანის უფლებების დარღვევა, – ამბობს უფლებადამცველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა