ქართული სარეკლამო კომპანიის, Metro Production-ის მიერ შექმნილმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიამ სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions 2024”-ის გრან პრი მოიპოვა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი – The First Speech – საქართველოშია გადაღებული და ასახავს გავლენას, რომელსაც ავტორიტარული მმართველობის საჯარო გამოსვლები ახდენენ საზოგადოებაზე.
“Cannes Lions International Festival of Creativity არის მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული მოვლენა კრეატიულ ინდუსტრიაში.
წელს, პროექტი: The First Speech წარდგენილი იყო ფესტივალზე. დამკვეთი – Reporters Without Borders, კრეატიული სააგენტო – Innocean Berlin და გადამღები კომპანია – Metro Production.
პროექტის ორი ვიდეო გადაღებულია საქართველოში კომპანია Metro Production-ის მიერ.
ფესტივალზე მოვიპოვეთ Cannes Lions Grand Prix for Good.
საქართველოს დროშა კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მაღალ წერტილზე ფრიალებს!” – წერს Metro Production-ი სოციალურ ქსელში.
Metro Production ქართული სარეკლამო სააგენტოა, რომელიც 15 წელია არსებობს და წარსულშიც არაერთ ფილმსა და პროექტზე უმუშავია.