ქართული პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი რომ რუსეთია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ამის პარალელურად, რუსები ქართული პროდუქციით ახალ ბიზნესებს იწყებენ და წარმატებითაც ავითარებენ.
Forbes-ი ქართული სუნელების რუსულ ბიზნეს Kitchen Ceremony-ზე სტატიას აქვეყნებს. სადაც წერს, რომ რუსულ ბაზარზე 7 წლის წინ ქართული სანელებლები არ იყო და სწორედ ამ ფაქტორმა შეუწყო ხელი Kitchen Ceremony-ის წარმატებას.
გამოცემა წერს, რომ პირველ წლებში დიდი მოთხოვნა იყო Kitchen Ceremony-ის სვანურ მარილზე, შემდეგ ქართულ სანელებლებს იაპონური და შრი-ლანკური სანელებლებიც დაამატეს და ასორტიმენტი გაზარდეს, წარმოებაში ჭურჭელი, შოკოლადი და გრანოლა ჩაუშვეს.
Kitchen Ceremony ოფიციალური 2017 წლის მარტში ჩაეშვა. ქართული სანელებლების ერთი შეკვრა 5-დან 21 დოლარის ეკვივალენტი ღირდა რუბლში. Forbes-ი წერს, რომ ბრენდის წარმატებას ხელი შეუწყო პანდემიამ, რადგან „პანდემიის დროს ყველა სახლში იჯდა და საჭმელს ამზადებდა და ონლაინ შოპინგის ბუმი იყო.
2021 წელს, სანელებლების გარდა, Kitchen Ceremony-იმ დაიწყო ჩაის, გრანოლას, კარაქის, შოკოლადის, თხილისა და გლინტვაინის ნაკრების გაყიდვა და სანელებლების რამდენიმე ხაზი გამოუშვა, მათ შორის – იაპონური და საკონდიტრო, ასევე ეგზოტიკური წიწაკა.
Forbes-ის ინფორმაციით, ქართული სანელებლებით დაწყებული რუსული ბიზნესის შემოსავალმა 2023 წლის ბოლოს $0.5 მლნ-ს გადააჭარბა.