ქართული რძის წარმოება 2.3%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 570.7 მილიონი ლიტრი რძე აწარმოა, რაც წინა წელთან შედარებით 2.3%-ითაა შემცირებული მაჩვენებელია. 2023 წელს ქვეყანამ რძის წარმოება 584.3 მლნ ლიტრი რძის წარმოება მოახერხა.
ბოლო 5 წლის სტატისტიკა ასეთია:
· 2020 წელი – 569 მლნ ლიტრი
· 2021 წელი – 587.9 მლნ ლიტრი
· 2022 წელი – 564.8 მლნ ლიტრი
· 2023 წელი – 584.3 მლნ ლიტრი
· 2024 წელი – 570.7 მლნ ლიტრი
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში რძის წარმოება მაქსიმალურ ნიშნულზე, 2008 წელს იყო, როცა 645.8 მლნ ლიტრს უტოლდებოდა.
ბოლო 12 წლის განმავლობაში რძის წარმოება ქვეყანაში საშუალოდ 528-დან 588 მლნ ლიტრის დიაპაზონში მერყეობს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 811.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.1 პროცენტით ნაკლებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა