ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა Rugby magazine Uk ვრცელ სტატიას მოამზადებს

ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა Rugby magazine Uk ვრცელ სტატიას მოამზადებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. ცნობილი ბრიტანული გამოცემის წარმომადგენლები საქართველო – ესპანეთის თამაშს დაესწრნენ. გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას. ვრცელი სტატია კი ქართული რაგბისა და საქართველოს შესახებ Rugby Magazine Uk-ში დაიბეჭდება.
„ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ რაგბის ჟურნალს დიდი ბრიტანეთიდან. ჩამოვედით, რათა თავიდან აღმოვაჩინოთ ქართული რაგბი და ასევე, ქვეყანა. ოთხი დღეა თბილისში ვიმყოფები. დავათვალიერეთ ქალაქი, ვუყურეთ ქართულ რაგბს, გავესაუბრეთ ხალხს რაგბის ფედერაციაში და თავიდან აღმოვაჩინეთ ქვეყანა. მე არ ვიცოდი რა დამხვდებოდა საქართველოში და აღფრთოვანებული ვარ ქვეყნით, მოხიბლულო ვარ ძალიან მოტივირებული ხალხით. ამიტომაც უყვართ საქართველოში რაგბი. ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი ხართ. მოხარული ვარ, რომ გავეცანი თქვენს კულტურას, ძალიან საინტერესო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გაქვთ და ყველა ძალიან სტუმართმოყვარეები ხართ“, – განაცხადა ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა, ჯაიმს პრისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა