ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2024

გია ხუხაშვილი – “ს გათეთრების პირველი ცდა ს ცნობილი გამოსვლა იყო გორში…”
ტოტალური შეტევა დამკვირვებლებზე – რამდენად წარმატებით გამოსდის “ოცნებას” არასამთავრობოების დისკრედიტირება
ირაკლი მელაშვილი – “ოცნებისკენ” გადაბირების საფრთხე არცთუ მცირეა”
* * *
– “რუსეთის გათეთრების პირველი ცდა ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოსვლა იყო გორში…”
“ბოლო წლებში კრემლის პროპაგანდამ იმის მტკიცება კი არ დაიწყო, რომ რუსეთი კარგია, არამედ ვითარების ისე წარმოჩენა, რომ მის ალტერნატივად დასავლეთის განხილვა შეცდომაა, რადგან დასავლეთი თითქოს რუსეთზე უარესია. მთელი ეს კამპანიები გარყვნილების ბუდეზე, ანტიქრისტესა და ათას მსგავს სისულელეზე მეთოდურად მიმდინარეობდა. ეს არის ცნობილი ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო კარგად აპრობირებული, როდესაც კომუნისტური რეჟიმი კონკურენციას ვერ უწევდა თავისუფალ სამყაროს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებში, როგორიც არის თავისუფლება და კეთილდღეობა. ამიტომ ყალბ ნარატივს ნერგავდა, რომ საბჭოთა კავშირი იყო მშვიდობისა და სამართლიანობის სივრცე, დანარჩენი სამყარო კი იმპერიალიზმისა და აგრესიის ბუდე. ვიმეორებ, ეს ტექნოლოგიური ხაზი, ეს მატრიცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არის შექმნილი და საბჭოთა მოქალაქეებს, რომელთაც არც თავისუფლება ჰქონდათ და არც კეთილდღეობა, ამით ურევდნენ ტვინს”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს საარჩევნო პროგნოზების გაკეთება კაზინოში თამაშს ემსგავსება…”
“დღეს იმავე ტექნოლოგიას იყენებენ, უბრალოდ, ახალი ელემენტები დაამატეს, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ფსევდორელიგიური ნარატივი ნაკლებად გამოიყენებოდა, დღეს კი ამან ამ ყველაფერს ახალი შტრიხები შესძინა. პირველ ეტაპზე სწორედ ამ მეთოდებით გვებრძოდნენ, ამბობდნენ, რუსეთი ცუდია, მაგრამ დასავლეთი ბევრად უარესიაო, მაგრამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა უკვე სხვა ნოტებიც. როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ეს საქმე წარმატებით გააკეთეს და უკვე მეთოდურად დაიწყეს რუსეთის გათეთრება. ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოსვლა გორში, ფაქტობრივად, ამის პირველი ცდა იყო. მან ისე გამოიყვანა, რომ ჩვენსავე ტერიტორიაზე ჩვენ ვიყავით აგრესორები, ვმოქმედებდით იმპერიალისტების დაკვეთით, გვინდოდა ოსებისთვის გენოციდის მოწყობა და ახლა ამისთვის ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ, თავზე ნაცარიც წავიყაროთ და ვაღიაროთ, რომ რუსები იყვნენ მშვიდობის დამცველები, რომლებმაც ოსები გენოციდისგან გადაარჩინეს. ამ ყველაფერს სისტემურად რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ პროცესები ლოგიკურად ებმის ყველაფერს – ეს არის კრემლიდან მიღებული ინსტრუქციები იმ ნარატივის, იმ მატრიცის დისტრიბუციისთვის საქართველოში, რაც დიდი ხანია შექმნილია და კარგად არის აპრობირებული სხვაგანაც, მაგალითად, ბელარუსში. ეს სცადეს შიც, მაგრამ არ გამოუვიდათ.”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ეს პროპაგანდა სამწუხაროდ, გარკვეულწილად მიზანს აღწევს – საბოლოოდ ხელისუფლებამ ამ ალტერნატივის, რუსეთი თუ დასავლეთი, სიმწვავე კრიტიკულად მნიშვნელოვან ომისა და მშვიდობის თემად აქცია. ხელისუფლება პოზიციონირებს, რომ თვითონ სურს მშვიდობა, ხოლო ყველა მისი ოპონენტი ომის მომხრეა, ოღონდ საინტერესოა, რას გვთავაზობენ ამ მშვიდობის უზრუნველსაყოფად – რუსეთთან ენის მოჩლექითა და ლაქუცით ლაპარაკს, გვაბოლებენ, თუ გაბრაზდა, ეგრევე ომი დაიწყებაო, ასე ცდილობენ საზოგადოების დაშინებას. მოკლედ, დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელით რუსეთი ტესტავს ქართველ საზოგადოებას და თუ ესეც “ვჭამეთ”, რომ რუსეთი ანგელოზია და 2008 წელს ჩვენ ვიყავით აგრესორები, ეს იქნება ოკუპანტისთვის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ რბილი ძალით სავსებით შესაძლებელია დღესვე დაიწყოს საქართველოს რეინტეგრაცია რუსეთის იმპერიაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ , არამედ საზოგადოების ნების მასშტაბური გამოხატვა. კარგა ხანია ვამბობ, რომ არჩევნებამდე აუცილებელია მასშტაბური, პროდასავლური მანიფესტაციის გამართვა არა იმდენად საარჩევნო მიზნით, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ილუზია, ქართველი საზოგადოება ადვილად გადასაყლაპიაო”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“კობახიძის გამოსვლების კომენტირებაში აზრს ვერ ვხედავ, არა მგონია, მას ვინმე სერიოზულად უსმენდა – საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო გაგებით “უცხო სხეულად” იქცა. ესენი ხომ მაქციები არიან, იმის თავიც არა აქვთ, რომ ღიად პრორუსები იყვნენ, იქ ილაპარაკებენ იქაურ ენაზე, აქედან მუშტებს დაიქნევენ. ამასაც უხარისხოდ აკეთებენ, სულ ეს არის მაგათი პოლიტიკა. კი იყო გამოსვლა გარკვეული შელამაზებებით, აგრესია არ იგრძნობოდა, რასაც აქ ვისმენთ ხოლმე ტრიბუნიდან, თუმცა მისი გამოსვლა დაემსგავსა ისეთი ოდიოზური პირების გამოსვლას, როგორიც არიან დიქტატორები, ავტორიტარები, ჯერ კიდევ ხრუშჩოვით დაწყებული. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ეს დაღმავალი პროცესი შეუქცევადია. ვითარების შემოტრიალება, რასაც ივანიშვილი ვიღაცას ჰპირდება, ილუზიაა. ტრამპი რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, მისი ადმინისტრაცია ამათთან კიდევ უფრო მკაცრი იქნება. საქმე ის არის, ტრამპი -ის საწინააღმდეგო რიტორიკას არ აიტანს”, – განმარტავს ექსპერტი.
“ზნეობრივ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ესთეტიკის თვალსაზრისითაც კი ძალიან გოიმურია ეს ყველაფერი. უტიფრობის ხარისხზე აღარაფერს ვამბობ. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. კობახიძის კომენტარი ვნახე, უკრაინელებიც იყენებდნენ ჩვენი ომის კადრებსო – ეს უტიფარი ტყუილია. ჩვენ გვყავს მატყუარა პრემიერი, მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ ს არ აინტერესებს რეალობა. ის მზად არის ცილი დასწამოს, სიცრუე თქვას, ოღონდ კი თავისი მოქმედება გაამართლოს… რაც შეეხება 2008 წლის ომზე ზელენსკის ძალიან უხერხულ ხუმრობებს, კომიკოსის ხუმრობა შეიძლება ცუდი ან კარგი იყოს, ზელენსკის იმჟამინდელი ხუმრობები ცუდი იყო, მაგრამ იმ დროს ის კომიკოსი იყო და არა სახელმწიფო მოხელე. უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის იყო მხარდამჭერი. გავიხსენოთ 2008 წლის ომი, რამხელა პოლიტიკური თუ სამხედრო დახმარება გაგვიწიეს. როდესაც ამ ქვეყანას ასე ექცევი, არ ვიცი, ეს რას ჰგავს”, – ამბობს გია ხუხაშვილი.
“სიებში, ალბათ, აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ადგილზეა, მაგრამ ამომრჩეველი, ძირითადად, ლიდერის გამო აკეთებს არჩევანს. ამ მხრივ განსაკუთრებული სიურპრიზები არა გვაქვს “ქართული ოცნების” სიაში, რომელშიც პოლიტიკოსები საერთოდ არ არიან. მასში არის ერთადერთი მნიშვნელოვანი აქტორი – ბიძინა ივანიშვილი, რომლის საკუთრებაც არის მთელი სია. ერთადერთი სიახლე ის არის, რომ მას ოლიმპიდან ცოდვილ დედამიწაზე დაბრუნებამ მოუწია – გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები აქვს, მიიჩნია, რომ მას სჭირდება ძალაუფლების ფორმალიზება, პოლიტიკური იმუნიტეტი და გადაწყვიტა თავისი როლის სრული ლეგალიზება სახელმწიფო მართვაში. არა მგონია, ის პარლამენტში დეპუტატად დარჩეს, მას სჭირდება უფრო იმუნიტეტი იმ შიშების გათვალისწინებით, რაც აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მას პრეტენზია ექნება პრეზიდენტობაზე – ეს სტატუსი მისთვის განსაკუთრებით კომფორტულია”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ოპოზიციას, დავიწყოთ “ნაციონალური მოძრაობით”. მათთანაც ახალი დიდი არაფერია. მოსალოდნელი იყო, რომ ამ პარტიაში სიებზე იქნებოდა დიდი გაწევ-გამოწევა და ასეც მოხდა, ყველაზე ბოლოს წარადგინეს სია, რაც კარგი ცხოვრებით არ იყო განპირობებული. დიდი ალბათობით, სიის დაკომპლექტებისას პარტიაში დიდი პრობლემები ჰქონდათ. მე არც ამათ სიას განვიხილავდი დიდი ინტერესით, იქაც სააკაშვილია წამყვან ფიგურად. “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ძალას უჭერს მხარს, სააკაშვილია მთავარი ორიენტირი. მეორე ნაწილი კი “ჩამოტყდა” და წავიდა გაერთიანებასთან “კოალიცია ცვლილებებისთვის”. ამ კოალიციაში პოლიტტექნოლოგიური ელემენტი გამოიყენეს და პირველ ნომრად სიაში შეიყვანეს ნანა მალაშხია – ქალი ცნობილი ევროკავშირის დროშით, რასაც გარკვეულ შემთხვევაში პოზიტივი მოაქვს და ასევე სიმბოლურ ხასიათს ატარებს. პარტიებსაც “ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის” არა აქვთ დიდი სიახლეები. მოკლედ, ის მოცემულობები მივიღეთ, რაც მოსალოდნელი იყო”, – თვლის ექსპერტი.
“ედისონ რისერჩის” კვლევის შედეგების სიზუსტეზე შეგვიძლია არაერთი თეორია განვავითაროთ, მაგრამ მთავარია არა ის, თუ როგორი განაწილებაა ოპოზიციაში, არამედ მნიშვნელოვანია ხელისუფლების რეიტინგი, რაც, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად ობიექტურია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის აგრესიის ნიაღვარი, რაც ხელისუფლების საარჩევნო კამპანიიდან იღვრება, ბევრზე უკვე აღარ მოქმედებს. კონფორმისტებიც კი, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერი ხმების ბეღელს წარმოადგენენ ხოლმე, ეჭვებში არიან. ვგულისხმობ მათ, ვინც მუდმივად ხელისუფლების მხარეს არიან და როგორც კი ის იცვლება, მომენტალურად გადალაგდებიან ხოლმე ახალ ხელისუფლებაში. ეს ხალხი საკმაოდ ჭკვიანია და ორიენტირებულია სტაბილურ კეთილდღეობაზე. ამიტომაც კარგად ხედავენ, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეს კეთილდღეობა თავზე ჩამოემხოთ. საჯარო სექტორშიც მათი პოზიცია საკმაოდ შერყეულია, იქაც კარგად ხვდებიან ყველაფერს, თუმცა ჯერ ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ბიზნესიც ძალიან სერიოზულად დაფიქრდება. თუნდაც იმიტომ, რომ სასანქციო პოლიტიკა თუ გაგრძელდა, ამან შესაძლოა ქვეყნის საფინანსო პოლიტიკა ჩამოაქციოს”, – დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“ხელისუფლებას სტაბილურად საყრდენი ელექტორალური ბაზა უკვე დაკარგული აქვს და ცდილობს შეინარჩუნოს ძალისმიერი მეთოდებით, მედროვეების გამოყენებით, რომლებიც კომპრომატებით ჰყავთ მობმული და ა.შ. თუმცა ხელისუფლების კოზირი ეს კი არ არის, არამედ ოპოზიციის სისუსტე და არაადეკვატურობა. ჩემი შეფასებით, ოპოზიციას საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, არც დაუწყია. რაც შეეხება სააკაშვილი განცხადებას საარჩევნოდ ხელისუფლებისგან `ვიდეჩანაწერების გამოყრაზე”, იცის სააკაშვილმა მეთოდები, თავის დროზე თვითონაც ასე იქცეოდა. ამიტომაც მისგან ამის თქმა ცოტა ღიმილის მომგვრელია. ამ ხელისუფლებას ახალი არაფერი შეუქმნია, სააკაშვილი თუ რამეს აკეთებდა მანკიერსა და მავნეს, ყველაფერი გადმოიღეს. მეც ვეთანხმები სააკაშვილს, მან ყველზე კარგად იცის, როგორ იქცევა ძალაუფლებას ჩაჭიდებული ხელისუფლება”, – დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე – “არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, შეგვიძლია რაიმე ტიპის პროგნოზი გააკეთოთ?” პასუხობს:
“ძალიან რთულია. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს ლეგიტიმაცია. მას სისტემურად არჩევნები წაგებული აქვს, თუმცა ბუნდოვანია, ვის აქვს მოგებული. ჩვენ გვყავს 3 თანაზომადი ოპოზიციური ცენტრი. იმდენად ახლოს არის მათი მონაცემები, რომ პროგნოზების გაკეთება კაზინოში თამაშს ემსგავსება. მთავარია, ოპოზიცია იყოს ადეკვატური და აქტიური ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. კიდევ პრეზიდენტის როლია მნიშვნელოვანი, მის აქტიურობაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. მას საარჩევნო პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია”.
ტოტალური შეტევა დამკვირვებლებზე – რამდენად წარმატებით გამოსდის “ოცნებას” არასამთავრობოების დისკრედიტირება
“ცდილობს თუ არა ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნების წინ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას? – სწორედ ეს ეჭვი აქვს მესამე სექტორს და ოპოზიციას მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, ცდილობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები პოლიტიკურ მხარედ წარმოაჩინონ. სიტუაცია უკვე იმდენად რთულადაა, რომ მმართველი გუნდი ლამის პირდაპირ აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნებსაც არ აღიარებენ. პრემიერმა მ ამაზე ღიად განაცხადა და თქვა, რომ ისინი პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ და შესაბამისად, დასკვნების დაწერის დროს დამოუკიდებელ და ობიექტურ გადაწყვეტიებას ვერ მიიღებენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები სწორედ ამ ორგანიზაციების მხადრაჭერით მოიგო და მათი აღიარების შედეგად მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების დათმობა მოუწია. ახლა კი “ოცნება” ამტკიცებს, რომ ისინი არასანდო სადამკვირვებლო მისიები არიან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტოტალური შეტევა დამკვირვებლებზე – რამდენად წარმატებით გამოსდის “ოცნებას” არასამთავრობოების დისკრედიტირება.
“იგივე ხდებოდა მესამე სექტორთან დაკავშირებითაც, როცა არაერთი დარღვევა მიდიოდა ივანიშვილის წინააღდეგ მაშინდელი რეჟიმის მხრიდან, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც ივანიშვილს თავის დაცვაში ეხმარებოდნენ. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პერიოდულად ხვდებოდნენ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიებში, ასე იყო 2012 წლის არჩევნებზეც და მაშინ ეს “ოცნებას” სავსებით მისაღებად მიაჩნდა. ხოლო ახლა, როდესაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ოპოზიციის საარჩევნო სიებშია, “ოცნება” ამას უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძვლად მიიჩნევს და მათ სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს იწურება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-სა და “აირჩიე ევროპა”-სათვის ხელისუფლების მხრიდან წაყენებული ერთგვარი ულტიმატუმის ვადა, რომლებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ პარტიებს გაუთანაბრა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა. ამის შემდეგ მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი გავრცელდება და 5 დღის ვადაში ფინანსური ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოადგინონ. ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “აირჩიე ევროპა” აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის მათი დაჯარიმებით იმუქრება. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა ხათუნა ლაგაზიძემ და განაცხადა, რომ ეს არის სადამკვირვებლო მისიებზე პირდაპირი ზეწოლა. მან კუპრაშვილის ბიუროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. კუპრაშვილი ეკა გიგაურს და ხათუნა ლაგაზიძეს პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩართვაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ისინი წარმოადგენენ მხარეს, ამიტომ, კანონის შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტები არიან”, – განაგრძობს გამოცემა.
“კუპრაშვილმა პრეტენზიები ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც – “ენ-დი-აი”-სა და „”აი-არ-აი”-ს წაუყენა, რომელთაც გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ კუპრაშვილმა 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია და მათ მიერ დაფინანსებული ღონისძიებები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ არჩევნების შეფასებას და მის ლეგიტიმურობას საქართველოში დარეგისტრირებული ის ადგილობრვი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აპირებენ, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებულები. ასეთებად კი “ქართული ოცნება” 19 სადამკვირვებლო ორგანიზაციას ასახელებს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ “ოცნება” სადამკვირვებლო მისიების შესახებ ყალბ ინფორმაციას სპეციაურად ავრცელებს, რათა როცა მათი მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე დაიწყება საუბარი, საზოგადოებისთვის ეს ნაკლებად დამაჯერებელი იყოს”, – დასძენს გამოცემა.
“ფაქტია და ეს უკვე ძალიან ღიად ხდება. “ოცნებაში” ამზადებენ ნიადაგს, რომ თუ გაყალბება დააპირეს და დასავლური ორგანიზაციების მხრიდან – მათ შორის ეუთო/ოდირიდან, ევროპის საბჭოს დამკვირვებლებისგან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან “ენ-დი-აი” და “აი-არ-აი” – კრიტიკული შენიშვნები ექნებათ, “ოცნება” იტყვის, რომ ისინი გლობალური ომის პარტიის თამაშს თამაშობენ და ამიტომაც გვაკრიტიკებენო. ასევე იტყვიან, რომ ოპოზიცისთან არიან შეკრულები და მხარეს წარმოადგენენ. თუ “ოცნება” წააგებს, არაა გამორიცხული, “გლობალური ომის პარტიას” და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დააბრალოს, რომ თითქოს ისინი ახდენდნენ ზემოქმედებას. თადარიგს იჭერს. ხედავს, რომ არჩევნებს აგებს, თუ არ გააყალბა. თან ისიც იცის, რომ თუ გააყალბა, დასავლეთიდან კრიტიკა იქნება. რუსეთი და ჩინეთი თვალს დახუჭავენ და დასავლეთის გარდა სხვა არავინ გააკრიტიკებს. ამიტომაც, დასავლეთთან ურთიერთობა თავიდანვე დაძაბეს, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, რითაც შეიძლება ქვეყანა იზოლაციაში მოაქციონ. ამიტომაც გამოიგონეს “გლობალური ომის პარტია”. ახლა კი ერთობლივად ხდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების გაშავება. საზოგადოებას აჩვევენ იმ აზრს, რომ ისინი ახლავე არასანდოები არიან”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ დასავლეთში 26 ოქტომბრის არჩევნებისადმი ინტერესი დიდია და დამკვირვებლებს მაქსიმალური რაოდენობით გამოაგზავნიან, რომელთა რიგებშიც, მისი თქმით, ყველა მიუკერძოებელი ვერ იქნება. რაც მთავარია, ისინი ძირითადად ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან, რომლებიც, აბაშიძის შეფასებით, პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებული. “გამორიცხულია, რომ კოლექტიური ეკა გიგაურები, ნინო ლომჯარიები, ვითომ პოლიტიკური მოღვაწე და მათნაირები ობიექტურები იყვნენ, ისინი დამკვირვებლები კი არა არიან, არამედ ენმ-ის სასარგებლოდ თავხედურად აგიტირებენ და მმართველ გუნდს ვითომ აშავებენ, ს თავს ესხმიან და ა.შ. მათი სტილი არ იცვლება, ესაა დეზინფორმაცია და მანიპულაციური ანგარიშები… არიან მიკერძოებული ადგილობრივი არასამთავრობიები, რომლებიც ისეთ ტყუილს ავრცელებენ, რაც “ნაცმედიაში” რეგურალურად ვრცელდება, მაგრამ არიან პატიოსანი, ნეიტრალური დამკვირვებლები, რომლებიც ამ სხვადასხვა ხარვეზებს აფიქსირებენ“, – ამბობს აბაშიძე, რომლის მტკიცებით, “სპეტაკი საარჩევნო პროცესი არ არსებობს, არც ამერიკაში, არც ევროპაში და საერთოდ არსად, თუმცა საქართველოში არ არის ისეთი პრობლემები და ჩავარდნები, რის წარმოჩენაც რევანშისტულ ძალა ცდილობს”, – წერს სტატიის ავტორი.
ირაკლი მელაშვილი – “ოცნებისკენ” გადაბირების საფრთხე არცთუ მცირეა”
“დღეს არც ოპოზიციაში აქვს ვინმეს შანსი იმისა, რომ გაიმარჯვოს ისეთი უპირატესობით, რომ მთავრობა სრულად დააკომპლექტოს, და ხელისუფლებასაც, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება უპირატესობის მოპოვება. მთავარი საკითხი იგივეა – შეუქმნის თუ არა ვინმე “ქართულ ოცნებას” სამთავრობო კოალიციას… პრეზიდენტის ქარტიას უფრო ის როლი ჰქონდა, რომ წინასაარჩევნოდ არანაცქოცური ოპოზიციის ერთიანი პლატფორმა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ გამოვიდა. ახლა ქარტიის დაცვას მაინცდამაინც არ დაიწყებს ოპოზიცია, თუკი არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, ერთი მხრივ, არჩევნებში ერთპიროვნულად ვერავინ გაიმარჯვებს, მეორე მხრივ, “ნაცმოძრაობის” დაკომპლექტებულ მთავრობაზე სხვა ოპოზიცია არ დათანხმდება, “ნაცები” კი არ დათანხმდებიან, რომ სხვა პარტიები წავიდნენ წინ, ამიტომ შეიძლება კომპრომისის საფუძველი გახდეს სწორედ ტექნიკური მთავრობის ელემენტი, რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა. თუმცა ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში რა მოხდება, რა შედეგებს მივიღებთ არჩევნებზე, კაცმა არ იცის”, – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებისკენ” გადაბირების საფრთხე არცთუ მცირეა”.
“მოდი, ასე ვთქვათ, “ოცნება” ამდენ ხანს ევროინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხით თამაშობდა. როგორც კი ევროინტეგრაციის საკითხი დადგა, მაშინვე უნდა გამართულიყო ამ თემაზე საუბარი, დასმულიყო კითხვები და გაეცათ პასუხები. თავის დროზე “ნაცმოძრაობა”, ვინც ამ კითხვას დასვამდა, ყველას მოღალატედ აცხადებდა და ეს თემა ჩაკლეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ეს კითხვები არ იყო, მათ შორის ევროინტეგრაციის მომხრეებშიც და ცხადია, მოწინააღმდეგეებშიც. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, როდესაც ნატოს საკითხზე პლებისციტი ჩატარდა, ხმები 72X28-ზე დაჯდა. სხვა საკითხია, პლებისციტი როგორი არჩევნების ფონზე მიდიოდა, მაგრამ ოპოზიციას არ დაუყენებია მისი სანდოობის საკითხი. მიუხედავად ამისა, წლები გადიოდა და კითხვები ყველას ჰქონდა, რომ რა ეშველება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ამაზე საჯაროდ ლაპარაკს ვერავინ ბედავდა, რადგან, როგორც გითხარით, ლამის ღალატის ტოლფასი იყო. კითხვები ახლა უფრო გაღრმავდა და “ოცნებამ” ზუსტად ამაზე ითამაშა და არავინ მოინდომა სერიოზულად ლაპარაკი. ზუსტად ამ კითხვაზე პასუხგაუცემლობაზე, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო, ითამაშა “ქართულმა ოცნებამ” და შემოატრიალა ეს საკითხი. ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ეს გამოიყენა “ოცნებამ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“არც ერთ კვლევაში არ დასმულა კითხვა, თუ ეს ორი საკითხი, ევროინტეგრაცია და ტერიტორიის მთლიანობა დაუპირისპირდა ერთმანეთს, მაშინ როგორია ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არ ვიცით და “ოცნება” ახლა ზუსტად ამაზე თამაშობს, ფაქტობრივად, ის გამოდის იდეით, რომ თურმე ტერიტორიულ მთლიანობას ევროინტეგრაცია უშლის ხელს. ამას ყველა ვხვდებით და სწორედ ამის გამო ამ ორი საკითხის დაპირისპირებით ხმები როგორ გადანაწილდება, არავინ იცის. “ოცნება” ამ საკითხს საერთოდ არასწორად აყენებს და ხალხს სწორედ ეს უნდა აუხსნან. ის კი არ უნდა უთხრა, ამ კითხვას რომ სვამ, მოღალატე ხარო. ხალხს უნდა გააგებინო, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები ევროინტეგრაციაში, უკრაინის გამარჯვებაშია და, თუკი უკრაინამ გამარჯვება ვერ მოახერხა, ტერიტორიულ მთლიანობას კი არა, ვირის ყურებს დაგვანახებენ ცოტა ხანში. აქამდე ხომ ამაზე ხმის ამოღება ღალატად ითვლებოდა, ახლა კი ვინ რისი ამხსნელია, რომელიმეს ეტყობა, რომ სერიოზულად უფიქრია რაიმე საკითხზე? პრობლემაც ზუსტად ის არის, რომ არც არავინ იცის, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც არაფრის გეგმა არა გვაქვს. ევროკავშირში ინტეგრაციაც თავზე დაგვეცა, თორემ ჩვენ არაფრისთვის მზად არ ვიყავით და არც ვართ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რას ნიშნავს ევროკავშირში შესვლა და ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას როგორ შეუწყობს ხელს, ხალხს უნდა უთხრან, თუნდაც კამათის დასაწყებად. საზოგადოებაში არის ამ თემაზე ლაპარაკის მოთხოვნა და ხელისუფლება აკეთებს ძალიან მარტივ რაღაცას – იმედს იძლევა, მე ვარ ის, ვინც რუსეთს მოელაპარაკება, მაგრამ დასავლური ძალები, რომელთაც არ უნდათ რუსეთთან ლაპარაკი, ხელს გვიშლიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე მუშაობაშიო. რა თქმა უნდა, “ოცნების” ეს პოლიტიკა უზნეობაა, მაგრამ ვის ვთხოვთ ზნეობას, ხომ ვნახეთ, ბანერებზე რაც გამოფინეს, ამის შემდეგ რაზე შეიძლება ლაპარაკი. “ოცნებას” უზნეობა ხმებს დააკარგვინებს თუ არა არ ვიცი, ეს არავის დაუტესტავს. თუმცა ამ თემით მაქსიმუმის ამოღებას ცდილობენ. ამას დაამატეთ მათი ხმები, ვისაც “ნაცმოძრაობის” მობრუნების ეშინია და პლუს ადმინისტრაციული რესურსი. თუმცა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მაინც მგონია, რომ “ოცნება” 40%-ზე მეტს ვერ აიღებს. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიცია რამდენად შეძლებს ხმების აკრეფას”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ საარჩევნო კამპანიით-მეთქი, მოგატყუებთ. მეგონა, ოპოზიცია სურათის შექმნას უფრო კარგად შეძლებდა იქიდან გამომდინარე, რაც მაის-ივნისში ხდებოდა ქვეყანაში. უფრო მეტად შეძლებდა იმ განწყობის გაღვივებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება იცვლება, მაგრამ მათი ლექსიკიდან გამომდინარე, ის უფრო ჩანს, რომ წაგების უფრო ეშინიათ, ვიდრე მოგების სჯერათ. სცენარები ძალიან შეზღუდულია. ერთია, რომ ოპოზიციამ შეძლოს გამარჯვება დამაჯერებლად. ამისთვის “ოცნებამ” კიდევ იმდენი სისულელე უნდა ჩაიდინოს, რომ ხალხს ყელში ამოუვიდეს და მასობრივად მისცეს ოპოზიციას ხმა, რათა გაყალბება და ოპოზიციის გამარჯვების გადაფარვა შეუძლებელი გახდეს. ამისთვის კი ოპოზიციას სადღაც 60-40%-ზე უნდა ჰქონდეს ჯამში მოგებული, რომ “ოცნებამ” გაყალბება ვეღარ შეძლოს. ჯერ კიდევ ბევრად მეტია ხელისუფლებით უკმაყოფილო, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერი. ოპოზიციამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის მასობრივად მიზიდვა. აგინებენ ხელისუფლებას, მაგრამ არ იციან, ვის მისცენ ხმა”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.
“მეორე პრობლემაა ის, რომ ეს ხმები არ დაიკარგოს იმ პარტიებზე, ვინც ბარიერს ვერ გადალახავენ. ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა, რაც “ფორმულამ” “ედისონ რისერჩის” კვლევის საფუძველზე გამოაქვეყნა, რომ ოთხმა კი არა, შეიძლება 5-6-მა სუბიექტმა გადალახოს ბარიერი. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ლეიბორისტები და ხვიჩია ბარიერს გადალახავენ, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ბარიერი ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ხმების დაქსაქსვა. ეს ვის აწყობს? “ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”, ისევე, როგორც ბევრი ისეთი რამ, რასაც ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილი აკეთებს. ოპოზიცია ვერ ქმნის გამარჯვების განწყობას. მას არ ჰყავს ლიდერები, ვისაც საზოგადოება ენდობა. მთავარია, საზოგადოებაში გამარჯვების განწყობის შექმნა და მერე ამას ვერც ბიძინას მილიარდები შეცვლის და ვერც “ოცნების” ხრიკები. სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს, რაც არ უნდა ცუდი ოპოზიცია იყოს, უნდა შეიცვალოს. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არა იმიტომ, რომ კარგი ოპოზიცია გვყავს, არამედ იმიტომ, რომ “ოცნება” რომ დარჩეს, უფსკრულში გადაჩეხს ქვეყანას. თუ ესენი მოვლენ, რას იზამენ, ეს უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. ყოველ შემთხვევაში, იმ კატასტროფას მაინც ავცდებით, რაც შეიძლება ძალიან მალე მივიღოთ – ქვეყნის დასანქცირება”, – დასძენს მელაშვილი.