ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2024

ვის სურს ზურაბიშვილის მეორედ ვადით არჩევა და მოდის თუ არა ეს დაკვეთა დასავლეთიდან
ახალი გენმდივანი და მოწვევა ნატოს სამიტზე – ვინ წავა ვაშინგტონში საქართველოდან
რა პერსპექტივა აქვს “ლელო”-გახარიას შესაძლო ალიანსს და საბოლოოდ ჩაიშალა თუ არა მათი გაერთიანება
* * *
ვის სურს ზურაბიშვილის მეორედ ვადით არჩევა და მოდის თუ არა ეს დაკვეთა დასავლეთიდან
“დასავლეთი ფსონს ოპოზიციის ლიდერობაზე სალომე ზურაბიშვილზე დებს – ასეთი აღმა აქვს მმართველ გუნდს და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბრიუსელში 6 პარტიის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის “ქართული ქარტიის” განმტკიცებაა. თუმცა, მათი შეფასებით, დასავლეთი ცდება, როცა ქვეყნის შიგნით ნაკლებად რეიტინგულ პრეზიდენტზე ფსონს აკეთებს. ამ მოსაზრებას ანალიტიკოსთა ნაწილიც იზიარებს. პრეზიდენტის “ქართული ქარტიის” შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი “ერთიანობის დეკლარაციას” ბრიუსელში აწერს ხელს. ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატების მიერ იყო ორგანიზებული. დიდი ალბათობით, სწორედ მათი სურვილით ჩაიწერა დეკლარაციაში, რომ ოპ ოზიციურმა პარტიებმა ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა წარადგინონ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დეკლარაცია არ ნიშნავს პარტიული გაერთიანების ვალდებულებასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით გასვლას. თუმცა ადასტურებენ, რომ დეკლარაცია სრულად შეესაბამება „ქართულ ქარტიასა“ და მის მიზნებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის სურს ზურაბიშვილის მეორედ ვადით არჩევა და მოდის თუ არა ეს დაკვეთა დასავლეთიდან.
“ხოლო ერთადერთი დამატებითი პუნქტი, რაც გაჩნდა დეკლარაციაში, არის ის, რომ სწრაფად არის საჭირო სტრატეგიულ ხაზზე შეთანხმება და 8 ივლისისთვის თითოეულ პარტიას უნდა ჰქონდეს საბოლოო პოზიცია ერთობასთან დაკავშირებით – იქნება ეს ერთიანი სია, თუ რაიმე ტიპის იზოლირებული ერთობები. ანალიტიკოსებს კი ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ბრიუსელში საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავ სურთ. თუმცა, მათი აზრით, ეს მცდარი არჩევანია, რადგან ზურაბიშვილს არც ზოგადად ქვეყნის შიგნით და არც ოპოზიციაში ავტორიტეტი არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით მოქმედი პრეზიდენტი რადიკალური განწყობილი ოპოზიციონერი ლიდერების “თოჯინა” გახდა. “ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა. თავად სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ და ამის თქმა ცოტა მძიმეა, მაგრამ “ნაცმოძრაობის” და ს თოჯინა გახდა“, – განაცხადა მდინარაძემ. თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად დასახელდება “ლელო” მას მხარს დაუჭერს – ასეთია პარტიის ერთ-ერთი წევრის ს პოზიცია. მისი შეფასებით, ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, ევროპული გზის შესანარჩუნებლად ზურაბიშვილმა ბევრი რამ გააკეთა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“თუ იქნება საერთო ინიციატივა მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე, ვფიქრობ, რომ „ლელო“ იქნება მათ შორის ვინც დაუჭერს მხარს”, – განაცხადა სამადაშვილმა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება და მასზე დასავლეთიდან ფსონის დადება ღიმილის მომგვრელია. “მომდევნო საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. 300-კაციანი ხმოსნების საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს. ისინი კი როგორც პარლამენტიდან ყალიბდებიან, ასევე საკრებულოებიდან. ასეთ შემთხვევაში, როცა ოპოზცია არაა დარწმუნებული რომ მოიგებს, როგორ შეიძლება, რომ ამ 300 ხმოსანში უმრავლესობა ოპოზიციის ფლანგზე გადავიდეს? როგორ წარმოუდგენიათ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის გაყვანა, ვერ გავიგე. ეს არის ამომრჩევლის მორიგი მოტყუება და პოლიტიკური ბლეფი. ძალიან კარგად ჩანს უკვე, რომ გარე აქტორების მხრიდან ოპოზიციის გაერთიანებაა დაკვეთილი, ხოლო მათი მოთხოვნაა, რომ ზურაბიშვილი ლიდერი იყოს. ეს უკვე ძალიან ღიად ჩანს და დასამალი არავისთვის აღარაფერია“, – ამბობს ანალიტიკოსი. მისივე თქმით, “ზურაბიშვილზე დადებული ფსონი უკვე წაგებული თამაშია” და პოლიტიკური აქტორები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან, ან ვერ აცნობიერებენ რა უნდათ, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ძალიან ღიად და ცხადად ჩანს, რომ ზურაბიშვილმა დასავლეთიდან მიიღო დაკვეთა, რომ თავი ოპოზიციონერად და მათ ლიდერად წარმოაჩინოს. თუმცა იმას ვერავინ აანალიზებს, რომ ისედაც ურეიტინგო პრეზიდენტი მისმა ბრიყვულმა და არაადეკვატურმა ქცევებმა კიდევ უფრო ურეიტინგო გახადა. ამიტომ არ ვიცი დასავლეთში ვის ჰგონია, რომ მას ჩვენს მოსახლეობაში ვინმეზე გავლენა და ავტორიტეტი აქვს. ზურაბიშვილი უფრო ტრაგიკომიკურ პერსონაჟად იქცა და ისევე გაუფასურდა მისი პოლიტიკური ღირებულება, როგორც მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიასი. ამათაც საბოლოო ჯამში 5%-იანი ბარიერი რომ გადალახონ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაუხდებათ სახვეწარი საერთო სიაზე. ასე რომ, მოვლენები მგონია საინტერესოდ განვითარდება და ზურაბიშვილზე დადებული ფსონი უკვე წაგებული თამაშია”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ დასვლეთს ასეთი ფსონები არაერთხელ გაუკეთებია პოლიტიკოსებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით არ ყოფილან რეიტინგული. ამიტომ ზურაბიშვილის ოპოზიციის ახალ ლიდერად წარმოჩენა მისთვის გასაკვირი არ არის. “ქალბატონმა სალომემ, რომელიც საფრანგეთში არის დაბადებული და გაზრდილი, დიპლომატად მუშაობდა და გარკვეული სანაცნობო წრე აქვს ევროპაში, მოახერხა და უკრაინის ომის შემდეგ ე.წ. პროდასავლელი ლიდერის იმიჯი შეიქმნა. იქ მაკრონს ხვდებოდა, გერმანიის კანცლერს, ევროპული ტელევიზიებით ხშირად გამოდიოდა, ეს იყო ფრანგული, გერმანული და ბრიტანული არხები; ანალიტიკურ ცენტრებში იწვევდნენ და აქვეყნებდა სტატიებს. მისი ერთადერთი პოზიცია იყო და არის ის, რომ საქართველოს სწორი გზა ევროპაში ინტეგრაციაა და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. თუმცა ზურაბიშვილი ამტიცებს, რომ ამას ხელს უშლის კრემლის მიერ გამოგზავნილი ივანიშვილი… ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტი, საკონსტიტუციო სასამართლო და ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა, პირიქით დახმარება აღმოჩნდა. დასავლეთში ეს ბევრისთვის ცალკე გმირობის ტოლფასია ზურაბიშვილის მხრიდან. ამიტომ ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციურ ველზე ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი ძალიან კარგი კანდიდატია”, – ამბობს მამრაძე, რომლის აზრით, “ოპოზიციურ ფლანგზე ხედავენ, რომ სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში სავალალოა, ამიტომ ზურაბიშვილი ერთადერთ იმედად ესახებათ”, – დასძენს გამოცემა.
ახალი გენმდივანი და მოწვევა ნატოს სამიტზე – ვინ წავა ვაშინგტონში საქართველოდან
“გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებული კრიტიკის მიუხედავად, საქართველო ნატოს ვაშინგტონის 9-11 ივლისის სამიტზე მიიწვიეს, თუმცა, მიწვევა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს ჯერ არ მიუღია. ვინ წარადგენს სამიტზე საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიხილოთ, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს. მიწვევის შესახებ არაფერს ამბობს არც საგარეო საქმეთა სამინისტრო. ანალიტიკოსები ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ საქართველოს ალიანსთან ურთიერთობაში მანევრის სივრცე დაუტოვეს. მათი შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია ვინ წარადგენს სამიტზე ქვეყანას. ატლანტიკურმა საბჭომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად აირჩია, ის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოს მიმართ ნატოს პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან რუტე იენს სტოლტენბერგის გზას გააგრძელებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი გენმდივანი და მოწვევა ნატოს სამიტზე – ვინ წავა ვაშინგტონში საქართველოდან.
“ჩრდილო ატლანტიკურმა ორგანიზაციამ საქართველო 9-11 ივლისის ვაშინგტონის სამიტზე მიიწვია. -ის სახელწიფო მდივნის თანაშემწის ევრპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენის განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს მიწვევა მაინც გაეგზავნა. პრესკონფერენციაზე ობრაიენმა დაგმო “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული ეს კანონი და განაცხადა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, კანონი კი ამის ხელის შემშლელი ფაქტორია. მისი თქმით, 9-11 ივლისის ვაშინგტონის სამიტზე საქართველოსთან ერთად ნატოს ყველა პარტნიორია მიწვეული. სამიტზე სამი ძირითადი საკითხი უნდა განიხილონ – “ალიანსის ჯანმრთელობა, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორობა და უკრაინის წარმატების უზრუნველყოფა”. სამიტი ნატოს 75 წლისთავს ეძღვნება. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. ახალი გენმდივანი სტოლტენბერგის მემკვიდრედ აცხადებს თავს და ამბობს, რომ ის გასული 10 წლის განმავლობაში ნატო-ს გამორჩეულად ხელმძღვანელობდა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გაირკვა, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ნატოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, რომელიც ამ დღეებში დაიწყება და 5 ივლისამდე გასტანს. საუბარია საზღვაო წვრთნებზე “სი ბრიზ”, რომელიც, როგორც წესი, ყოველწლიურად შავ ზღვაზე ტარდებოდა. თუმცა, 2021 წლის შემდეგ, ში ომის დაწყების გამო, აღარ გამართულა. ახლა “სი ბრიზ 2024” შოტლანდიაში ჩატარდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, საქართველო ნატოსთან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა. “მთავარი კონტრიბუტორები ვართ ამ დროს ნატოსთან მიმართებაში არაწევრ ქვეყნებს შორის… საქართველო დღეს როგორც არის ნატოსთან ახლოს, – და ეს ნატოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, – არასდროს ყოფილა. ჩვენ ჩვენს გზას ვადგავართ, ჩვენი გზა არის საქართველოს კონსტიტუციით გასაზღვრული”, – განაცხადა მდინარაძემ. გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ მოწვევა ვაშინგტონის სამიტიდან ნიშნავს, რომ ოფიციალურ თბილისს საქართველო-ნატოს ურთიერთიბაში მანევრის სივრცე დატოვებული აქვს. მისი თქმით, პირველ რიგში ისაა საინტერესო, თუ საქართველოდან ვინ დაესწრება სამიტს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ჯერ, პირველ რიგში, საინტერესოა ის, ქართული მხარე თუ მიდის. თუმცა დიდ გარღვევებს არაფერს არ ველოდები, ეს არის ალბათ უბრალოდ იმის ჩვენებაა, რომ ურთიერთობაში მანევრის სივრცე დატოვებული აქვს საქართველოს. აბსოლუტურად არანაირად არ აისახება საქართველოს-ნატოს ურთიერთიბაზე ახალი გენმდივნის დანიშვნა. წინა რითი იყო ცუდი?! საქართველოს მიმართ დადებითად იყო განწყობილი და თან ნატოს გენმდივანი არაა ის პიროვნება, რომ იქ მარტო წყვეტს საკითხებს. “სი ბრიზ”-ის ლოკაციის შეცვლის მიზეზი ისაა, რომ საომარი მოქმედებები მიდის და იქ (შავ ზღვაში) კიდევ დამატებითი სწავლების ჩატარებას უსაფრთხოდ არ სთვლიან. შესაბამისად, გადაიტანეს შოტლანდიაში. საქართველოდან -ს სანაპირო დაცვის მცირე კონტინგენტი მონაწილეობდა ხოლმე. ჩვენ რომ საზღვაო ძალები არ გვყავს, წინა ხელისუფლების დიდი “დამსახურებაა” და მის აღდგენაზე ახალი ხელისუფლების მონდომებაც არ ჩანს და ფაქტიურად, სიმბოლურად ვმონაწილეობდით”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ საქართველოს მიწვევა სამიტზე პოზიტიური მოვლენაა და დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ წარადგენს ქვეყანას. მისივე აზრით, სავარაუდოდ, ეს იქნება დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. მაისაია დასძენს, რომ ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების მისამართით შესაძლოა კრიტიკა წამოვიდეს. “საქართველო ნატოს სამიტზე მიიწვიეს, როგორც ალიანსის ჯერ კიდევ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც გაფართოების პოლიტიკის ფორმატში მოიაზრება. სამ ქვეყანაზეა საუბარი – ბოსნია-ჰერცეგოვინა, უკრაინა და საქართველო”, – განმარტავს მაისაია, რომელიც `არ გამორიცხავს, რომ სამიტზე ჩვენი ხელისუფლების მიმსამართით საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები წამოვიდეს”, – დასძენს გამოცემა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ვინ წარადგენს საქართველოს. ვფიქრობ, რომ ისევ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა და ამით შემოიფარგლებიან – ორი დღის წინ საუბარი იყო, რომ ჩვენ გადავდივართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზეო. ის, რომ საქართველო ნატოს სამიტზე მიიწვიეს, დიდი და პოზიტიური მოვლენაა. ამით ჩანს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო-ნატოს ურთიერთობები ვითარდება. ნატოს, ევროკავშირისგან განსხვავებით, ჩვენი ხელისუფლების მისამართით ძალიან მწვავე კრიტიკა რომ არ დაუფიქსირებია, ეს ამ ეტაპისთვის კარგია. კიდევ დაგვრჩა შანსი, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ. ნატო პოლიტიკური გაერთიანება არაა, როგორიცაა ევროკავშირი და ის სხვა პრინციპებზეა აგებული. ბოსნია-ჰერცეგოვინაც არ გამოირჩევა დემოკრატიული პრინციპებით, მაგრამ დღეს მაპ-ის სტატუსი აქვს”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
რა პერსპექტივა აქვს “ლელო”-გახარიას შესაძლო ალიანსს და საბოლოოდ ჩაიშალა თუ არა მათი გაერთიანება
“პარტია “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას არ უერთდება, “ლელომ” კი 25 ივნისს მიღებულ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საარჩევნოდ “ლელოს” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო ალიანსი საბოლოოდ ჩაიშალა? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ორი პარტიის გაერთიანებას აქვს ძლიერ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების რეალური შანსი, რომელიც ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს მიიმხრობს და შესაძლოა, არჩევნების მოგების ამბიციაც ჰქონდეს. დეკლარაციის ხელმომწერ პარტიებს შორის “ნაცმოძრაობაა”. მანამდე „ლელო” გამორიცხავდა ყველანაირ ერთობას ენმ-სთან, რის გამოც გიორგი გახარია ფიქრობდა, რომ მათთან “ყველაზე ახლოს” მამუკა ხაზარაძის პარტია იდგა. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ამ ერთობის შანსი ჯერ კიდევ არის, რადგან მხოლოდ ხელმოწერა არაფერს ნიშნავს, როცა ოპოზიციის ახალი ერთობის დოკუმენტში ერთიან სიაზე საუბარი არაა. “ლელოს” ლიდერმა მაც განაცხადა, რომ ერთიან სიაზე მისი პარტია ისევ ძველ პოზიციაზეა, თუმცა კონფიგურაციაზე საბოლოოდ პარტიები 8 ივლისს ჩამოყალიბდებიან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა პერსპექტივა აქვს “ლელო”-გახარიას შესაძლო ალიანსს და საბოლოოდ ჩაიშალა თუ არა მათი გაერთიანება.
“ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუ “ლელოს” და “საქართველოსთვის”-ის ლიდერებმა გარკვეული საკითხები გვერდზე გადადეს და ორივე მხარემ დათმო, ამ ერთობას ყველაზე დიდი შანსი აქვს გახდეს ე.წ. მესამე ძალა. მეტიც, ასეთ გაერთიანებას თუ დაემატება წვრილი პარტიების ნაწილი და საპარლამენტო ჯგუფი, შეუძლია არჩევნების მოგებაზეც ჰქონდეს პრეტენზია. “ლელოს” პოზიცია ერთიან სიასთან დაკავშირებით ცნობილია. ეს თემა დასრულებულია. ნებისმიერი თანამშრომლობა, პარტნიორობა იმისათვის, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოვაშოროთ, ჩვენთვის არის მისასალმებელი, მისაღები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ძალასთან, ვინც საქართველოს რუსულ ხელისუფლებას ჩამოაშორებს, ვითანამშრომლოთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ერთიანობის დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ 25 ივნისს. პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა კი ახსნა, თუ რატომ არ უერთდება მისი პარტია ოპოზიციის ერთობის ახალ დოკუმენტს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გუშინ ჩვენს მოქალაქეებს წარედგინათ “ქართული ქარტია”, ახლა უკვე წარედგინათ ახალი დეკლარაცია. საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დავაბნიოთ. ახალ-ახალი ქარტიის თუ დოკუმენტის ირგვლივ კი არ უნდა იყოს საუბრები, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ერთი ხაზი არსებობდეს, რომელსაც მიჰყვება სტრუქტურული და ჩამოყალიბებული გეგმა. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია რას ემსახურება ეს. გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აჩენს კითხვებს, თუ რომელი რა მიზანს ემსახურება. ჩვენ იმიტომ არ ვუერთდებით, რომ მაგ დეკლარაციაში ჩვენი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს”, – აღნიშნა დაუშვილმა. ასევე აღნიშნა, რომ მათთვის კოალიცია მიუღებელია, როგორც “ქართულ ოცნებასთან”, ასევე “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მანამდე გიორგი გახარიამ “ლელოსთან” თანამშრომლობა არ გამორიცხა, 16 ივნისს განაცხადა, რომ ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, პარტია “საქართველოისთან” “ყველაზე ახლოს “ლელოა”, მაგრამ “მათ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს”, – განაგრძობს გამოცემა.
“17 ივნისს ამ განცხადებას “ლელოს”” გენმდივანი ირაკლი კუპრაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი პარტია გახარიასთან თანამშრომლობას არ აპირებდა და რომ “„ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს”. თუმცა კუპრაძემ დასძინა, რომ ამის მიუხედავად, გახარიას გუნდში “რიგი პროფესიონალი ადამიანები ჰყავს, რომლებიც თავის დროზე, შეიძლება, კარგი საჯარო მოხელეებიც კი იყვნენ”. 25 ივნისს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე კი ეს პარტიები 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. დოკუმეტი ხელმოწერის თვალსაზისით ღიაა. ჯერჯერობით მას ხელს აწერენ ენმ, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “ახალი”, “დროა”, “რესპუბლიკური პარტია”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო”, რომელიც მანამდე “ნაცმოძრაობასთან”” ყველანაირ ერთობას გამორიცხავდა”, – დასძენს გამოცემა.
“ჯერ კიდევ არის შანსი, რომ “ლელო”-გახარიას ალიანსი შედგეს. თუ ეს გაერთიანება შედეგება და მას დაემატება ანა დოლიძისა და ს პარტია, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც პარლამენტშია და და ს “გირჩიც””, მაშინ ეს ისეთი ძალა იქნება, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ მეორე ოპოზიციური ძალა იყოს, არამედ იბრძოლოს იმისთვის, რომ პირველი ადგილი დაიკავოს პარტიებს შორის. მათ შორის მოუგოს “ქართულ ოცნებასაც” კი. ახლა გადაწყვეტილება ამ პარტიების ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. “ლელომ” ოპოზიციის გაერთიანებას ხელი რომ მოაწერა, იქ ერთიანი სიის შექმნა არ იგულისხმებოდა… გაერთიანების შემთხვევაში შეუძლია ნაწილობრივ ერთმა დათმოს, ნაწილობრივ მეორემ. ამ შემთხვევაში შესაძლოა დიდი პრინციპული მნიშვნელობა არც ჰქონდეს იმ ხელმოწერას თუ დათქმებს, რაც დღეს ამ გაერთიანების ახალ დოკუმენტს ახლავს. მასში არაა ლაპარაკი ერთიანი სიის შექმნაზე. ხაზარაძემაც ხაზი გაუსვა, რომ ის არ აპირებს ერთიანი სიის შექმნას. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ეს ალიანსი ჩამოყალიბდეს და ყველაზე სწორი ეს იქნება, თუ ამას გააკეთებენ”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.