ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025

მზადება “ცხელი” 26 მაისისთვის – ხელისუფლებისა და ოპოზიციის გეგმები
ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის იღებს – -ს გარეშე დასავლურ კოალიციას შესაძლოა საფრანგეთმა ულიდეროს
კრემლის მორიგი მუქარა კავკასიის რეგიონს – “ ხაზს უსვამს სამხედრო ინსტრუმენტის გამოყენებას”
* * *
მზადება “ცხელი” 26 მაისისთვის – ხელისუფლებისა და ოპოზიციის გეგმები
“26 მაისის წინ პოლიტიკური ტემპერატურა მკვეთრად იზრდება – ოპოზიციური სპექტრის ნაწილი რადიკალურ ქმედებებს აანონსებს, ხელისუფლებაში კი კანონის ძალით პასუხის გაცემაზე საუბრობენ. თბილისის მერი ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაგეგმილი პროვოკაციები გაანეიტრალონ. მისი თქმით, “ასეთი ბინძური პროვოკაციები დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა”, “გედევან ფოფხაძე ჩერჩეტია ჩვეულებრივ…”, ხოლო “აგენტურა, ის ადამიანები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, ვერასდროს გაიმარჯვებენ ამ ქვეყანაში”. პრემიერი ც გამოეხაურა 26 მაისის საკითხს და განაცხადა, რომ ოპოზიციაში ელემენტარული რესურსიც კი არ აქვთ. მისი თქმით, “საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და შესაბამისად ჩატარდება”, – “წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მზადება “ცხელი” 26 მაისისთვის – ხელისუფლებისა და ოპოზიციის გეგმები.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიცონერები, ამჯერადაც ფუჭ მოლოდინებს ქმნიან და ფიქრობს, რომ 26 მაისსაც კიდევ ერთხელ ვიხილავთ ოპოზიციონერების იმედგაცრუებული მხარდამჭერების სახეებს. პროცესები კი ისე განვითარდება, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. “ბოლო პერიოდში სამწუხარო განცხადებები შეიმჩნევა რადიკალური ფრთის ცალკეული წარმომადგენლებისგან, რომლებიც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას აანონსებენ. შესაბამისად, ეს ჯდება უკანონობის სიბრტყეში. როცა უკანონობაა, მას კანონიერ პასუხიც გაეცემა სამართალდამცავების მხრიდან. 26 მაისის შემთხვევაში არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ე.წ. დეჟა ვიუ. მანამდეც, შარშანაც, კიდევ უფრო ადრე, ოპოზიცია აანონსებდა გადამწყვეტ დღესა და მომენტებს, რომლებიც ემთხვეოდა ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღებს, თუმცა შედეგი ნულოვანი იყო. ამჯერადაც, როცა 26 მაისს თვითმარქვია პრეზიდენტი ვიღაც თვითმარქვია გენერლების მეშვეობით ჩაიბარებს აღლუმს, ზუსტად იგივე განმეორდება”, – ამბობს აბაშიძე, რომლის აზრით, “იქნება რადიკალი ოპოზიციონერების ჭარბი მოლოდინები, თუმცა რეალობა სულ სხვა გამოვა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ვფიქრობ, ბევრმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააცნობიერა ის, რომ უკანონო ქმედებები სახელმწიფოს წინაშე დასჯადია და გადახედვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, მინდა მჯეროდეს, რომ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ სპექტრში შეგნება მაღალია, პასუხისმგებლობა მაღალია და არ დაუშვებენ ცალკეულ რადიკალთა გამოხტომებს, რომ მოხდეს ექსტრემისტული ქმედებები. ასე რომ, რაღაცის დაანონსება და ოპოზიციონერი ლიდერების მიმდევრების კვლავ გააქტიურება ფუჭი იქნება და კვლავ იმედგაცრუება ექნებათ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფსევდოპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ენდობა. ის, თავისი პოლიტიკური უხერხემლობით ვერაფერს ახალს შესთავაზებს საზოგადოებას – იქნება მოწოდებები, გაცვეთილი ფრაზები, მაგრამ საბოლოო ჯამში პროცესი იქამდე მივა, რომ მოუწევს ე.წ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ რამდენიმე (თუ არა ყველა) ოპოზიციურ პარტიას, რომ მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა – გასინჯონ თავიანთი პოლიტიკური მაჯის ცემა”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი საუბრობს 26 მაისის მნიშვნელობაზე და არ გამორიცხავს, რომ ამ დღემ შესაძლოა დიდი გარდატეხა მოახდინოს პროტესტზე. “მე მგონია, რომ იქნება ხალხის შეკრება და შემდეგ მოხდება მათი გაერთიანება. ამ დღემ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს პროტესტზე. გვახსოვს, რომ 31 მარტს უამრავი ხალხი შეიკრიბა, თუმცა არ იყო ზურაბიშვილის მხრიდან გამოკვეთილი პოზიცია. იყო დაპირისპირებაც – გვახსოვს სააკაშვილის პლაკატზე მომხდარი ინციდენტი, ამიტომაც მთლად წარმატებული არ იყო ის აქცია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ახლა უფრო კოორდინირებულ ქმედებები მივიღოთ. 26-ის შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს რაღაც სხვა შედეგი – სხვანაირი პოლიტიკა წარიმართოს და მდგომარეობა გამოკეთდეს” – თქვა ჩიტაძემ. ოპოზიციონერმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში კი განაცხადა, რომ 26 მაისს რადიკალიზაციის მომხრეა”, – განაგრძობს გამოცემა.
“მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და დარჩნენ ქართველი ხალხის პირისპირ”, – აღნიშნა გედევან ფოფზაძემ, რომლის მტკიცებით, ბევრია, ვინც განწყობილია “სიკვდილისთვისაც, ციხისთვისაც, თავდადებისთვისაც”, ყველაფრის ორგანიზება კი 26 მაისს შეიძლება. “ჩვენ თუ ბევრი ვართ, ვიკრიბებით, გაბრაზებულები ვართ და ვიცით, რა გვინდა იქ. აბსოლუტურად შესაძლებელია ყველაფრის დაორგანიზება ამ დღეს, 26 მაისს და მიმაჩნია, რომ არ არის გადასადები. სხვას ვერ მოვუწოდებ მსხვერპლად იქცეს, მაგრამ ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის და ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე არავის ვესვრი, მაგრამ სხვის ნასროლ ტყვიას არ დავემალები. ამას ვუცხადებ თეა წულუკიანსაც, ბიძინა ივანიშვილსაც და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, წაგვართვას სამშობლო და მომავალი. მათ ეს უნდა ესმოდეთ, ჩვენ უკან დამხევი ხალხი არ ვართ. ბევრია, ვინც განწყობილია ციხისთვისაც, სიკვდილისთვისაც, თავდადებისთვისაც” – განაცხადა ფოფხაძემ, რომლის თქმით, “ძალიან ბევრი ვართ ასეთი, ვინც ყველაფერზე წავალთ, ოღონდ საქართველოს მომავალი გადავარჩინოთ”, – დასძენს გამოცემა.
ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის იღებს – აშშ-ს გარეშე დასავლურ კოალიციას შესაძლოა საფრანგეთმა ულიდეროს
“მსურველთა კოალიციის” გეგმები ჯერ დასრულებული არაა, თუმცა ქვეყნები მზად არიან პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან და საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინის და მთლიანი ევროპის თავდაცვის საქმეში, ამ მხრივ განსაკუთრებით საფრანგეთის როლი იზრდება, ამას მოსკოვიც აღნიშნავს და ფრანგების აქტიურობით განსაკუთრებით აღშფოთებულია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ევროპა ყველა სცენარისთვის ემზადება, მათ შორის იმ სცენარისთვის, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დოლანდ ტრამპი ვერ შეძლებს რუსეთის დათანხმება-შეჩერებას და ფორმატიდან გავა. მათი შეფასებით, შესაძლოა საფრანგეთი გახდეს გერმანიასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად კოალიციის ლიდერი. თუმცაღა, ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევენ იმასაც, რომ აშშ საბოლოოდ შუამავლობიდან გავიდეს და თავდაცვით სფეროში უკრაინის დახმარებაზე უარი თქვას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის იღებს – აშშ-ს გარეშე დასავლურ კოალიციას შესაძლოა საფრანგეთმა ულიდეროს.
“ამის პარალელურად, ევროკავშირმა 20 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც 17 ფიზიკურ პირსა და 58 კომპანიას მოიცავს. ამასთან, სასანქციო სიას დაემატა “ჩრდილოვანი ფლოტის” 200-მდე გემი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ევროპა ყველა სცენარისთვის ემზადება, მათ შორის იმისთვის, თუ აშშ ფორმატიდან გავიდა, ამ შემთხვევაში კი საფრანგეთს ექნება ერთ-ერთი მთავარი როლი. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაიაც მიიჩნევს, რომ საფრანგეთი ფაქტიობრივად ლიდერი სახელმწიფო ხდება ევროპისა და უკრაინის თავდაცვის საქმეში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ვაგრძელებთ გადაწყვეტილებების მომზადებას “მსურველთა კოალიციის” ფარგლებში – ყველაფერი უფრო პრაქტიკული ხდება… ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ეს იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი, განვიხილეთ ჩვენი არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ში ჩვენი შიდა იარაღის წარმოება… რა თქმა უნდა, ასევე გვქონდა სიღრმისეული საუბარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და კოორდინაციაზე ”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ ს განცხადებით, “საფრანგეთი სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას… ევროკავშირის მიერ მიღებულ ანტირუსული სანქციების პაკეტებს არაფერი აქვთ საერთო უკრაინაში სიტუაციის მოგვარებასთან – ისინი შეკავების პოლიტიკის და სავაჭრო ომის ელემენტია”. მისივე თქმით, “ამ პაკეტებიდან არც ერთი არ რჩება რუსული მხარისგან სათანადო რეაგირების გარეშე”, – დასძენს გამოცემა.
“შესაძლოა საფრანგეთი გახდეს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით დასავლური კოალიციის ლიდერი. ევროპა ყველა სცენარისთვის ემზადება და საკუთარ პოტენციალს ზრდის იმ შემთხვევისთვისაც თუ აშშ-მა უკრაინის დახმარება და ევროპაში საკუთარი ყოფნა შეამცირა. ევროკავშირის ფარგლებში 800-მილიარდიანი თავდაცვითი ფონდი იქმნება. ევროკავშირში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები საფრანგეთს ჰყავს, რომელიც ერთ-ერთი ბირთვული სახელმწიფოა ბლოკში. გერმანიას რაც შეეხება, ის თავდაცვის ხარჯებს ზრდის, რაც სხვადასხვა მონაცემებით 50 მლრდ ევროს გადააჭარბებს. პლუს, ახალი ინვესტიციების დაბანდებას აპირებს სამხედრო ტექნოლოგიის სფეროში და არ გამოვრიცხავ, რომ საფრანგეთ-გერმანიამ დიდ ბრიტანეთთან ერთად, წამყვანი როლი შეასრულონ ევროპის უსაფრთხოების საქმეში. ჯერჯერობით გაურკვეველია ამერიკის როლი, თუ ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ დარწმუნდება იმაში, რომ პუტინი იმის შეწყეტას არ აპირებს, შესაძლოა გაზარდოს კიდეც უკრაინის დახმარება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“თუმცა, ყველა შემთხვევაში, ევროპა დარწმუნდა იმაში, რომ თავიანთი თავდაცვის პოტენციალი უნდა გაზარდონ. დღეს ევროპაში დისლოცორებულია სადღაც 60-70 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მათი რიცხვი შემცირდეს და ამიტომ ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი პოტენციალი, რომელიც რუსეთთან უფრო ახლოს იმყოფება. თუ ცივი ომის დროს, ევროპა ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იყო და ევროპაში 300 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა და ნატოს რამდენიმე სახელწიფო გამოყოფდა მშპ-ს 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროზე, დღეს სიტუაცია სხვანაირია. ტრამპის პოლიტიკა ცოტა არაპროგნოზირებადია – იცის, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის თითქოს ცდილობს ჩინეთის საპირწონედ რუსეთს დაუახლოვდეს, რაც არასწორად მიმაჩნია”, – დაასკვნის ჩიტაძე.
“საფრანგეთი ფაქტობრივად ლიდერი სახელწიფო ხდება უკრაინისა და მთლიანი ევროპის თავდაცვის მხარდაჭერის კუთხით. ტრამპის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვეველი გახდა. ტრამპი კი უჭერს მხარს უკრაინას და ეხმარება კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რა სახეს მიიღებს ბუნდოვანია და ამ კუთხით, როგორც ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო გახდება ერთგვარი წამყვანი ძალა. გარდა საფრანგეთისა, იქნება გერმანია, რომლის კანცლერი უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ძალიან პრინციპულადაა განწყობილი, ასევე პოლონეთი. ევროკავშირის გარეთ, ყველა ვარიანტში დიდი ბრიტანეთი იქნება. ეს ალიანსი იქმნება არა მხოლოდ უკრაინის, არემდ მთლიანი ევრიპის თავდაცვისთვის მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავის არიდებისთვის”, – თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“საუბარია ევროპის ეგიდით თავდაცვითი ალიანსის შექმნაზე, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, რადგან ნატო-სთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ცოტა გაურკვეველია და ამიტომ ევროპა და ბრიტანეთი პირდაპირ თავდაცვით ალიანსს შექმნიან, რომელიც იქნება უკრაინისა და მთლიანი ევროპის თავდაცვისთვის. ესმით, რომ თუ უკრაინაში რუსეთის შეჩერება ვერ მოხერხდა, რუსეთი ყველა ვარიანტში ბალტიის სახელწიფოებისა და სკანდინავიის წინააღმდეგ წავა. როცა პუტინი საქართველოში შემოიჭრა და არავინ ხმა არ გასცა, მერე დაესხა უკრაინას, დაიკავა და ამაზეც რომ სათანადო რეაგირება არ იყო, მერე საერთოდაც შეიჭრა უკრაინაში და ეს სამი წელი რაც ხდება, ყველა კარგად ვხედავთ”, – განმარტავს ვახტანგ მაისაია.
კრემლის მორიგი მუქარა კავკასიის რეგიონს – “რუსეთი ხაზს უსვამს სამხედრო ინსტრუმენტის გამოყენებას”
“რუსეთი არ არის წინააღმდეგი ამიერკავკასიაში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონში დაძაბულობის შექმნას არ ისახავს მიზნად”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. “დარწმუნებულები ვართ, რომ აქ წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ არარეგიონულმა ქვეყნებმა, როგორც ამას ამჟამინდელი მსოფლიო პრაქტიკა ითვალისწინებს, განავითარონ ურთიერთობები აქ მდებარე ქვეყნებთან”, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, უცილებელია იმის გაგება, რომ ასეთი ურთიერთობა არ იყოს მიმართული რეგიონში დაძაბულობის შექმნაზე, გეოპოლიტიკური თამაშების მიზნით ამიერკავკასიაში მდებარე ქვეყნების ინტერესების იგნორირებაზე, რასაც “არასდროს არსად არაფერი კარგი არ გამოუწვევია, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლის მორიგი მუქარა კავკასიის რეგიონს – “რუსეთი ხაზს უსვამს სამხედრო ინსტრუმენტის გამოყენებას”.
“ჩვენი პოზიციაა ღიაობა ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვინც მზადაა ამის გულწრფელად, ყოველგვარი ფარული დღის წესრიგის გარეშე გასაკეთებლად”, – აღნიშნა ლავროვმა. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ამ განცხადებებით რუსეთი საკუთარ გზავნილებს უშვებს მსხვილი მოთამაშეების მიმართულებით. “რუსეთის მხრიდან ეს განცხადება პირველი არ არის. ამას იძახის უკვე 30 წელია სხვადასხვა ფორმით. მოკლედ რომ ვთქვათ, დანარჩენ მსოფლიოსთვის გზავნილია. ამით ეუბნება იმას, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის ქვეშ უნდა იყოს. ეს არის რუსეთის ძირითადი ტრადიციული გზავნილი”, – ამბობს არეშიძე, რომლის განმარტებით, რაც შეეხება მესამე ქვეყნებთან ურთიერთობას, ის უნდა შემოიფარგლოს ვაჭრობით, გარკვეული ჰუმანიტარული თანამშრომლობით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სამხედრო თანამშრომლობა და ასევე, შეზღუდული უნდა იყოს პოლიტიკური თანამშრომლობა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პრინციპში, ახლა ყველა მსხვილი მოთამაშე ასეთი მიდგომის მომხრეა, რომ ჰქონდეს თავისი გავლენის სფეროები, ოღონდ რუსეთი როცა ასეთ გზავნილს აკეთებს, გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ მე გამოვიყენებ სამხედრო-პოლიტიკურ მექანიზმსო. ვიღაც სხვა მსხვილი მოთამაშე შესაძლოა ეკონომიკურ მექანიზმზე ფიქრობდეს, სხვა შეიძლება უფრო რბილი ძალის გამოყენებას ანიჭებდეს უპირატესობას და ა.შ. თუმცა რუსეთი პირდაპირ ხაზს უსვამს სამხედრო ინსტრუმენტის გამოყენების ვერსიას. აი, ეს არის ყველაზე ცუდი, რომელიც არა ერთხელ გამოუყენებია და როგორც ჩანს, ისევ ფიქრობს ამაზე”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.