ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024

რამდენად მომგებიანი იქნება “ოცნებისთვის” “ხალხის ძალასთან” ერთად არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა
ახალი გეოპოლიტიკური ბალანსი და თბილისის პოზიციები – “საქართველოდან ს ჯარის გაყვანის მოთხოვნაც შესაძლოა იყოს”
ბიზნესი წელს დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდას გამორიცხავს – მეწარმეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა ანაზღაურების მომატებაზე იფიქრონ
* * *
რამდენად მომგებიანი იქნება “ოცნებისთვის” “ხალხის ძალასთან” ერთად არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა
“საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ პირველად განაცხადა არჩევნებზე “ხალხის ძალასთან” ერთად საერთო სიით გასვლის შესახებ. მისივე თქმით, ეს იქნება გარანტია იმის, რომ ქვეყანა მშვიდობიან გზაზე ივლის. “ხალხის ძალა“ არჩევნებში ჩვენთან ერთად საერთო სიით მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში” – თქვა მდინარაძემ. რა სტრატეგიით გადის ხელისუფლება არჩევნებში და რამდენად მომგებიანი იქნება მისთვის “ხალხის ძალასთან” გაერთიანება – ამ საკითხზე ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ “ოცნებამ” პირველი ადგილის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამორიცხული არაა პირიქით, საზიანოც აღმოჩნდეს და პროდასავლურმა ამომრჩევლებმა ხმა აღარ მისცენ. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს რეიტინგულად ვერ დააზიანებს, რადგან “ხალხის ძალას” მხარდამჭერები ჰყავს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად მომგებიანი იქნება “ოცნებისთვის” “ხალხის ძალასთან” ერთად არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა.
“თავის დროზე, როცა “ხალხის ძალა” ხელისუფლებამ შექმნა ეს იყო მათი მეორე ცენტრი. ახლა კი იმის ფონზე, რომ შესაძლოა “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” გაერთიანდნენ, ასევე, “პატრიოტთა ალიანსის” და ალტ-ინფოს დაჯგუფების ფონზე ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან გამორიცხული არაა “ოცნებამ” პირველი ადგილი დაკარგოს. ამიტომაც, ამის თავიდან აცილებისთვის ეს ნაბიჯი გადაიდგა, რადგან ხმები არ დაიკარგოს”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “რეზონანსთან”. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, “ხალხის ძალა” ისედაც აღიქმებოდა “ოცნების” მოკავშირე პოლიტიკურ პარტიად და ამ ეტაპზე მათ ერთად გასვლა ამჯობინეს. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ამ გაერთიანების მიზანი პრორუსული ამომრჩევლების მიზიდვა იყო, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დიდ სარგებელს მოუტანს, გამორიცხული არაა, პირიქით, საზიანოც აღმოჩნდეს. ანალიტიკოსი გია აბაშიძის თქმით, მართალია “ოცნება” და “ხალხის ძალაც” კონსტერვატიული პარტიაა, მაგრამ, მათ შორის განსხვავებები ნამდვილად არის. როგორც იგი აღნიშნავს, “ხალხის ძალა” რეიტინგს ვერ დააკარგვინებს, რადგან მათ ისედაც აქვს საზოგადოების მხადაჭერა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ფაქტობრივად, “ხალხის ძალა” იგივე “ოცნებაა”, პრორუსული ძალა, ეს არც იყო ოპოზიციური პარტია. 5%-იან ბარიერს “ხალხის ძალა” ვერ გადალახავდა, ამიტომ მათი გარკვეული ნაწილი ალბათ და არა მთლიანად ხელისუფლებასთან ერთად გავა არჩევნებზე. მიზეზი რატომაც გაერთიანდებიან, არის პრორუსული ამომრჩევლების მიზიდვა, რათა მათ ხმა სხვა რომელიმე პრორუსულ ძალას არ მისცენ ხმა, მაგალითად “პატრიოტთა ალიანსს”. “ხალხის ძალა” “ოცნებისგან” გამოყოფილი არ ყოფილა, ისიც მათ პოლიტიკას ატარებდა და ეს ჩანს, როცა “რუსული კანონი” “ხალხის ძალის” ინიცირებით მიიღეს. თუმცა, შესაძლოა ეს ხელისუფლებისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, რადგან პროდასავლურად განწყობილმა ამომრჩეველმა, ვინც მათ მხარს უჭერდა, შეიძლება ახლა ხმა აღარ მისცეს. ასეთი ხალხი არ მგონია ბევრი იყოს, თუმცა, რაღაც კონტიგენტი იქნება. “ოცნება” ცდილობს პირველი ადგილი არ დაკარგოს, მაგრამ აქ მარტო ეს არაა, შეიძლება გავიდნენ კიდევაც და მოაგროვონ 30%, თუმცა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მათ მიერ მთავრობის ფორმირებისთვის ეს საკმარისი არაა, გაცილებით მეტი ხმა სჭირდებათ“, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ბოლო წლების განმავლობაში “ოცნების” პოზიციონირება არის კონსერვატიული და ამას პარტიიდან სხვადასხვა ლიდერებიც აცხადებენ. “ხალხის ძალა” ზუსტად ასეთი პარტიაა, მაგრამ მათ შორის განსხვავებები ნამდვილად არის. იმ თავდასხმებთან დაკავშირებით, რომელიც გლობალური ომის პარტიიდან მოდის “ხალხის ძალა” უფრო რადიკალი და ხისტია და ამას სამართლიანადაც აკეთებს. ამ ორი პარტიის ერთიანი სიით წარდგენა სავსებით ლოგიკურია, იქიდან გამომდინარე, რომ ბლოკები დაუშვებელია. სიის ფორმირება როგორ მოხდება, ცხადია, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც თავად პარტიის ხელმძღვანელობამ საჯარო გამოსვლებისას განაცხადეს, საპარლამენტო სიაში თითქმის არაფერი შეიცვლება, შესაძლოა რამდენიმე ახალი პირობები დაემატოს, მაგრამ, ის ძირითადი ბირთვი, რომელიც პარლამენტშია და აჩვენა, რომ ეფექტურია, ამაში “ხალხის ძალის” დეპუტატებიც იგულისხმება, უცლელი დარჩება. “ხალხის ძალა” რეიტინგულად ნამდვილად არ დააზიანებს, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. “ნაცმოძრაობა” პარლამენტში შევა, რადგან ჰყავთ, დანარჩენი პატარა პარტიები კი განსაკუთრებულ არაფერს უნდა ელოდონ”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“პარტიის ოფისის გახსნაზე საპატიო თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდი შეაფასა და ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოების წინაშე. “ვფიქრობდით, რომ “ნაცმოძრაობა” ვეღარასდროს განაცხადებდა ხელისუფლებაში დაბრუნებაზე პრეტენზიას. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ფესვები ღრმად ჰქონდათ გადგმული და იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას წარმოადგენდნენ, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსნებთ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ოცნება” აგენტურაზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს… ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია… არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა”, – განაცხადა ივანიშვილმა. პარლამენტის თავჯდომარის ს თქმით, არჩევნებში მათ კონკურენტი არ ჰყავთ”, – დასძენს გამოცემა.
ახალი გეოპოლიტიკური ბალანსი და თბილისის პოზიციები – “საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანის მოთხოვნაც შესაძლოა იყოს”
“როგორ აისახება საქართველოზე ის გეოპოლიტიკური გლობალური ცვლილებები, რომლებიც -სა და ევროპაში არჩევნების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას და რა სირთულეები ახლავს თან ახალ რეალიებს – საკითხზე ანალიტიკოსთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები იქნება და ჩვენ მოგვიწევს ხმის ამოღება. ნაწილს კი, ამის მოლოდინი არ აქვს. “ჩემი ღრმა რწმენით, თუ საქართველო ხმას ამოიღებს და ტრამპს სთხოვს, რომ საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ საკითხი დღის წესრიგში დააყენოს, გამორიცხული არაა საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა შეიცვალოს”, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა “რეზონანსთან”. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ ამერიკაში ასე რადიკალურად ცვლილებები არ ხდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი გეოპოლიტიკური ბალანსი და თბილისის პოზიციები – “საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანის მოთხოვნაც შესაძლოა იყოს”.
“ამერიკის პოლიტიკა, მით უმეტეს თუ საკითხი ეხება, ისეთ თემებს, რომელიც ორ პარტიული მხარდაჭერით სარგებლობს იშვიათად, რომ ასეთ ვითარებაში რამე შეიცვალოს. თუ ვინმეს მართლა აქვს იმის ილუზია, რომ რაიმე ცვლილება იქნება და ამაზე გარკვეულ აჟიოტაჟს ატეხენ, მაგრამ იგივე “მეგობრობის აქტს” ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ახლა ვის შეუძლია მითხრას, რომ თუ ტრამპი ბაიდენს შეცვლის, ეს მხარდაჭერა არ შეიზღუდება? თუმცაღა ამერიკის პოლიტიკაში ასე რადიკალურად, ყოველწუთიერად არაფერი იცვლება და ვერც შეიცვლება, ამაშია საქმე და ამ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი. ასე რომ, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულება იგივე დარჩება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს. მისივე თქმით, კომენტარები მისი ასაკის შესახებ ლეგიტიმურია, მაგრამ ისიც თქვა, რომ ის კონკურენტ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით უფროსია. კითხვაზე, ვისთან გადის კონსულტაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნებში დარჩენა ან არჩევნებისგან გამოთიშვა, მან უპასუხა: “საკუთარ თავთან. მე ამას დიდი ხანია ვაკეთებ”. ამასთან, ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპთან არ წააგებს. “ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა მჭიდრო რბოლა იმ მომენტიდან, როდესაც მან კენჭის ყრაზე განაცხადა. გამოკითხვის მონაცემები ბევრ განსხვავებულ რამეს აჩვენებს, მაგრამ ჩვენ შორის დიდი განსხვავება არ არის. ეს არსებითად მჭიდრო რბოლაა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ გამორიცხული არაა არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვოს. მისივე თქმით, საქართველოსთან არა, თუმცა რუსეთთან პოლიტიკა დიდი ალბათობით, შეიცვლება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“დღევანდელი მონაცემებით გამორიცხული არაა, ტრამპმა გაიმარჯვოს. იგრძნობა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების ალბათობა მაღალია, მით უმეტეს მასზე თავდასხმის შემდეგ მის მიმართ სიმპათიები ერთიორად გაიზარდა. თუ რჩებიან “დემოკრატები”, ეს ბაიდენი იქნება თუ სხვა, პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ, ტრამპის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იქნება. ჯერ ერთი ამერიკაში ერთ ადამიანზე დამოკიდებული არაფერია, იქ არის კონგრესი, სენატი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ა.შ. ასე რომ, მარტივი არაა რამის შეცვლა, თუმცა შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებაში არა, მაგრამ რუსეთთან მიმართ ცვლილება მოხდეს, რადგან ტრამპი უფრო პრაგმატული პოლიტიკოსია და არა ღირებულებებზე დაფუძვნებული. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ჩვენ ამის ნახვის საშუალება მოგვეცა, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ, მე მგონია, რომ ის პოლიტიკას საქართველოსთან კი არ შეცვლის, არამედ რუსეთთან”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ის მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს სცნობს და აღიარებს, ეს არის რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და ევროკავშირი, როგორც ერთობა და ა.შ. თუ გრძნობს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოზე სხვა დიდ ქვეყანას გავლენა აქვს, მაგალითად რუსეთს, ის ანგარიშს უწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც კარგი ანგარიშია, შეიძლება პირიქითაც იყოს”,-ამბობს ზაქარეიშვილი. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით კი, მართალია ტრამპის ავტორიტეტი გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამერიკის პოლიტიკა უცვლელი დარჩება, რადგან ამერიკელები საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. მისივე თქმით, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გაარკვიონ მტრები არიან, თუ მეგობრები”, – განაგრძობს გამოცემა.
“ყველაფერი დამოკიდებულია ვინ მოვა ამერიკის ხელისუფლებაში, თუმცა მე არ მგონია, რომ მაინც დ ამაინც დიდი ცვლილებები განიცადოს ამ პოლიტიკურმა კურსმა, იმიტომ რომ დღეს ევროპის პოლიტიკას დიდწილად განსაზღვრავს ის უსაფრთხოების არქიტექტურა, რაც დღეს ევროპაში ან მის საზღვრების პერიმეტრზე არსებობს და რა პრესპექტივაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ში ომის შედეგებიდან გამომდინარე. ევროპის პოლიტიკური ელიტა ამ ყოფნით კიდევ კონსოლიდირებულია, თუ ერთ ვიქტორ ორბანს არ მივიღებთ მხედველობაში, სხვა მხრივ მე ვერ ვხედავ რამე ისეთ წინაპირობებს, რომ პოლიტიკაში რაღაც დრამატული მოხდეს. გასაგებია, რომ ტრამპზე თავდასხმის შედეგად მისი ავტორიტეტი და პოლიტიკური ქულების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, მთელი ეს პროპაგანდისტული საინფორმაციო ველი მის სასარგებლოდ არის, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული აქვს. მის წინააღმდეგ ძალიან ბევრი პროცესებია დაწყებული და ჩვენ არ ვიცით როგორ დამთავრდება. კი, რა თქმა უნდა, ამ ინციდენტმა მისი პოპულალურობის ზრდას ხელი შეუწყო, თუმცა კიდევ ბევრი საკითხია”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“კანდიდატებს შორის ძირითადი დებატები ჯერ კიდევ წინ არის, “დემოკრატიული” პარტია თავის კანდიდატურას არ შეცვლის. ბაიდენს მოამზადებენ, რომ ბაიდენს ტრამპთან დებატებში კიდევ ერთხელ არ დამარცხდეს. თუ მოხდა ისე, რომ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, ჩვენ ის გვაინტერესებს, რა პოზიცია ექნება საქართველოსთან მიმართებაში. ამერიკელები საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას, თუ დავუშვათ ისევ “ქართული ოცნება”იქნება, დაუყენებენ პირობას, რომ გაგვარკვიე ჩვენ მტრები ვართ, თუ მეგობრები. “პრინციპში, ბოლო პერიოდში ამერიკელი მაღალჩინოსნები დაახლოებით ასე აყენებენ საკითხს, მათი გზავნილები ამას ნიშნავდა, ვართ თუ არა სტრატეგიული პარტნიორები. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ის ყოვლისმომცველი გადახედვა, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკელმა გამოაცხადა, ამ კონტექსტში არის სწორედ, რომ გაირკვეს სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. მე დარწმუნებული ვარ “ოცნებაში” ფიქრობენ, თუ როგორ უპასუხონ ამ გამოწვევას”, – თვლის ზაალ ანჯაფარიძე.
ბიზნესი წელს დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდას გამორიცხავს – მეწარმეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა ანაზღაურების მომატებაზე იფიქრონ
“ბიზნესი წელს ხელფასების ზრდას გამორიცხავს. მართალია, ინფლაცია ჯერჯერობით სტაბილურ ნიშნულზეა და ლარის კურსიც მეტ-ნაკლებად რეგულირდება, სექტორში აცხადებენ, რომ ხელფასების ზრდის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არის. ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლო დარგი, ტურიზმი და სამეწარმეო ბიზნესი, ხელფასები ჯერ კიდევ შარშან დააკორექტირეს და მინიმუმ წლის ბოლომდე გადახედვა არ იგეგმება. როგორც აღმოჩნდა, შემოსავლების ზრდის ტემპი არ არის ისეთი, რომ ანაზღაურების მასტიმულირებელი გახდეს. მშენებლობის სექტორში ხელფასმა 2023 წელს მოიმატა, რაზეც გავლენა ინფლაციამ და კადრების სიმცირემ მოახდინა. კომპანია “არსის” გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის განცხადებით, წელს ამ მიმართულებით ცვლილება აღარ იგეგმება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბიზნესი წელს დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდას გამორიცხავს / მეწარმეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა ანაზღაურების მომატებაზე იფიქრონ.
“შარშან სამშენებლო სფეროში დასაქმებულების ხელფასები გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტად ანაზღაურებამ სწორედ ჩვენს სფეროში მოიმატა. წელს ცვლილება მოსალოდნელი არ არის. თუ შევხედავთ, უძრავი ქონების გასაყიდი ფასი არ მატულობს და თვითღირებულება ვერ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ხელფასების ზრდა აღარ არის დაგეგმილი. როგორია სამშენებლო სფეროში საშუალო ხელფასის მოცულობა, ზუსტი მონაცემის დასახელება გამიჭირდება, სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე კადრებისთვის განსხვავებულია, შეიძლება ვიღაც 7 000 ლარამდე გამოიმუშავებდეს და ზოგი 2000 ლარს, თუმცა დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ერთ-ერთი მაღალი ანაზღაურება ჩვენს სეგმენტშია. რაც შეეხება 2023 წელს არსებულ მდგომარეობას, ხელფასების მატება ორმა ფაქტორმა განაპირობა: ერთია ინფლაცია. ფასების მატების ტემპის პარალელურად ხელფასიც გაიზარდა. ამასთან, კადრების დეფიციტი ფიქსირდებოდა და წელსაც ასეა. ვისაც თუნდაც მცირე კომპეტენცია აქვს, დასაქმება პრობლემა არ არის, პირიქით, უფრო მეტია სამუშაო, ვიდრე ადამიანური რესურსი არსებობს”, – აცხადებს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას ბესო ორთოიძე.
“ხელფასების ზრდას გამორიცხავს ჰორეკა სექტორიც. როგორც აღმოჩნდა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებში ანაზღაურების მატების შესაძლებლობა არ არის. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ ბაზარი გაჯერებულია. “დღეს არსებული ხელფასები იმდენით არის გაზრდილი, ამაზე მეტის საშუალება, არ არის. ბრუნვა, რომელიც სფეროშია, დამსაქმებელს საშუალებას არ აძლევს, დასაქმებულებს ანაზღაურება გაუზარდოს. დღესდღეობით, ხელფასი მინიმუმ 1200 ლარიდან იწყება, შეფმზარეულზე 5000-6000 ლარზე ადის. თუ სტაბილური მდგომარეობა იქნება, რყევა აღარ იქნება და მუშახელის პრობლემა გადაიჭრება, ანაზღაურების მატებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება”, – ამბობს ბურჯანაძე. ანალოგიური მდგომარეობაა სამეწარმეო ბიზნესშიც. როგორც “კუმისის” დამფუძნებელმა ბიზნესმენმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა “რეზონანსთან” აღნიშნა, წლის ბოლოს დაითვლება შედეგი და თუკი ბიზნესი მოგებას აჩვენებს, ხელფასიც ამის მიხედვით დაკორექტირდება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ტრადიციული მიდგომა გვაქვს ანაზღაურების მიმართ, საახალწლოდ ვაკორექტირებთ. ცხადია, არავის დააკლდება, გაზრდა კი იმაზეა დამოკიდებული, კომპანიის რეალიზაცია რამდენად წარმატებული იქნება. წინა წელს შეძლებისდაგვარად გავზარდეთ, წლის ბოლომდე ჩვენთან ამ მიმართულებით ცვლილება არ არის მოსალოდნელი. ინფლაცია, მოგება-წაგების მაჩვენებელი, ყველაფერი ეს შეჯერდება და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – თქვა უჩუმბეგაშვილმა. ხელფასების ზრდა ვერ ხერხდება რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებშიც. ამის მიზეზად სექტორში წარმოების კუთხით არსებულ პრობლემას მიიჩნევენ. კომპანია “შირაქის” დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ “რეზონანსს” განუცხადა, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად ისედაც მცირდება ნედლი რძის მოცულობა, მოსახლეობა მსხვილფეხა საქონელს ყიდის. შესაბამისად, მცირდება ბრუნვა, რაც ხელფასების ზრდის საშუალებას ვერ იძლევა”, – განაგრძობს გამოცემა.
“დღესდღეობით რძის პროდუქტების წარმოებაში სერიოზული პრობლემაა, რადგან ირანსა და ბელორუსში დამზადებულ იმპორტირებულ რძის ფხვნილს კონკურენციას ვერ გაუწევთ. ფალსიფიკაცია თუ არ აღმოიფხვრა ქვეყანაში დარგი უკან-უკან წავა და ნედლი რძის დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. ცხადია, ეს ნეგატიური ვითარება აისახება ხელფასებზეც, კლება გამორიცხულია, როცა უფრო მეტად გვიჭირდა, მაშინაც შევუნარჩუნეთ ანაზღაურება დასაქმებულებს, მით უმეტეს, დღეს მსგავსი საკითხის განხილვა წარმოუდგენელია. დავაკვირდებით დინამიკას მომავალში და თუკი შესაბამისი რესურსი გამოჩნდება და ინდუსტრიაში არსებული პრობლემაც აღმოიფხვრება, ამას, პირველ რიგში, დასაქმებულები და მომხმარებლები იგრძნობენ”, – მიიჩნევს ბენიაიძე. “საქსტატის” მონაცემით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1,985.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 226.3 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა 1,559.2 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 163.7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში 2,110.3 ლარს შეადგენს, საშუალო ბიზნესისა – 2,385.0 ლარს, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ეს მაჩვენებელი 1,540.8 ლარით განისაზღვრა”, – დასძენს გამოცემა.