ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2024

ოპოზიციაში ს გზავნილები ზუგდიდიდან მისი მხრიდან წაგების დაშვების პირველ განცხადებად აღიქვეს
რატომ ალაპარაკდა ხელისუფლება 2020 წლის სცენარის შესაძლო გამეორებაზე
რატომ ეხმარება განსხვავებულად სა და ისრაელს
* * *
ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ზუგდიდიდან მისი მხრიდან წაგების დაშვების პირველ განცხადებად აღიქვეს
“ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ზუგდიდიდან ოპოზიციაში მისი მხრიდან წაგების დაშვების პირველ განცხადებად აღიქვეს. მათი აზრით, ივანიშვილის განცხადება, რომ თუ 4 ფლანგად გაშლილმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, ქვეყანაში სიტუაცია მძიმე იქნება. ოპოზიციის აზრით, ეს არის ღიად იმ შიშის გამოვლენა, რომელიც “ოცნებას” ს წაგების სახით აქვს. ივანიშვილი კი ამბობს, რომ არ გვექნებოდა არანაირი ხელშესახები პროგრესი, რომ არა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად ვინარჩუნებთ. მისივე თქმით, ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე თუ მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ივანიშვილის მთავარი გზავნილები და დაპირებები ზუგდიდში – რაზე გაკეთდა აქცენტები.
“თუ დანისპირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომი დანგრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს”, – განაცხადა ივანიშვილმა. “ივანიშვილი რეალობას არის მოწყვეტილი ან სურს, რომ ასე გამოაჩინოს”, – ასე აფასებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი ლევან სანიკიძე ოლიგარქის ზუგდიდში გაკეთებულ განცხადებებს. “ხანდახან მაქვს განცდა, რომ ვიკიპედიაში რომ ჩავწეროთ სიტყვა “ნეპოტიზმი”, “ქართულ ოცნებას” ამოაგდებს და ამ ვითარებაში ასეთი პარტია როდესაც საუბრობს, რომ ნეპოტიზმი თითქოს ალაგმა საქართველოდან, არის, უბრალოდ, სასაცილო და მეტიც, შეურაცხმყოფელია… ბიძინა ივანიშვილი ან მოწყვეტილია რეალობას ან უბრალოდ, სურს, თავი მოიწყვიტოს რეალობიდან და ეს შთაბეჭდილება დატოვოს, რომ თითქოს მეფე ატყუებენ და ბიძინა ივანიშვილი არც მეფეა, არც ხელმწიფეა”… – ამბობს ლევან სანიკიძე. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” სახით დღეს იმ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც სერიოზულად ფიქრობენ და აქვთ შიში, რომ ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“დავით ზურაბიშვილის თქმით, ყველა გზავნილიდან, რაც მათ წინასწარ ჰქონდათ მომზადებული, არც ერთმა არ იმუშავა. ყველაფერი ჩაუფლავდათ და ჩაუვარდათ. ამიტომ ეხლა ერთადერთი დარჩათ ის, რომ საკუთარი ამომრჩეველი ასეთი ყინჩი განცხადებებით გამოკვებონ. “მე რასაც “ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს ვისმენ, ასეთი აბსურდული და წარმოუდგენელი მესიჯები არასდროს მომისმენია. ამომრჩეველს რეალურად არ პირდებიან არაფერს. მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ აგვირჩიეთ და 12 წლის შემდეგ, გავასამართლებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, დავიჭერთ ყველას და მთელი ქვეყნის მასშტაბით რეპრესიები იქნება. ერთის მხრივ ამით მომხრეების შეგულიანებას ცდილობენ, მეორეს მხრივ კი მათ დაშინებას ახდენენ. დაგიჭერთ ყველას და არ გაბედოთო ოპოზიციისთვის ხმის მიცემა. იციან, რომ საჯარო სამსახურებში დიდი რყევებია, ნორმალური ადამიანი თუ ხარ როგორ შეიძლება ამ ხალხს მხარი დაუჭირო”, – ამბობს ანალიტიკოსი, რომლის მტკიცებით თუ ესენი ხალხს ამას პირდებიან, “ამაზე დიდი აბსურდი ჯერ არ მოუსმენია”, განაგრძობს გამოცემა.
“ივანიშვილმა პირველად გააჟღერა რაღაცა ბუნდოვნად წაგების დაშვება. უფრო მეტიც, მათ ამ წაგების აღიარება მოუწიოთ. კვლევებიც ამას აჩვენებს, რომ “ოცნებას” აღარ აქვს ის მხარდაჭერა, რაც წლების წინ ჰქონდა. ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ადრე თუ “ოცნების” გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ, მათ ეს პოზიციები რადიკალურად შეცვალეს. ეს “ოცნებამაც” კარგად იცის და ივანიშვილმაც. კვლევებსაც ატარებენ, რომელშიც რეალურად ჩანს რა ხდება და რა განწყობაა ხალხში”, – დაასკვნის დავით ზურაბიშვილი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის სჯერა შეთქმულების და მანიპულაციების. მას არ სჯერა წესიერი სოციოლოგიის. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის 80%-ი რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერდა მაინცდამაინც ესეც არ სჯეროდა. თუმცა, ახლა დარწმუნდება, რომ უნდა დაეჯერებინა”, – დასძენს გამოცემა.
რატომ ალაპარაკდა ხელისუფლება 2020 წლის სცენარის შესაძლო გამეორებაზე
“ბოლო პერიოდია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები 2020 წლის სცენარის სავარაუდო გამეორებაზე საუბრობენ – ამის შესახებ ბრიფინგზე “ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა. “როცა ხელისუფლება 2020 წლის სცენარზე და მის გამეორებაზე საუბრობს, ამასთანავე, უნდა გაიხსენოს ისიც, თუ როგორი იყო ჩვენი პარტნიორების პოზიცია მაშინდელ არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ “რეზონანსთან”. ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით კი, “ქართული ოცნების” წევრები იმიტომ საუბრობენ 2020 წლის სცენარის გამოერებაზე, რომ “რადიკალები” ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მაშინ. “ოცნების” არგუმენტები ეფუძვნება იმ ღია და თავხედურ ფაქტებს, რაც მოდის “ნაც-ოპოზიციიდან” და მათთან დაკავშირებული ე.წ. დამკვირვებლებიდან, რომლებიც ერთსა და იმავეს იმეორებენ პირადი მონაცემების ჩამორთმევაზე, გაყალბებაზე და ა.შ.” – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ალაპარაკდა ხელისუფლება 2020 წლის სცენარის შესაძლო გამეორებაზე.
“შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა პროვოკაციები ოპოზიციის მხრიდან. “11 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის სადამკვირებლო მისიის შუალედური ანგარიში სადაც დადასტურდა ის, რასაც საზოგადოება ისედაც ხედავს. წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, არსებითი დარღვევების გარეშე… ამ ანგარიშმა აჩვენა ოპოზიციას, რომ საფრთხე ექმნება არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციისკენ გამიზნულ მათ გეგმას. შედეგად, ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე დაიწყო ოპოზიციის პარტიული მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანზაციების კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანიცაა საინფორმაციო ხმაურით საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის წინასაარჩევნო გარემოზე ყალბი აღქმის შექმნა… ზემოთ მოყვანილი ქმედებები, საბოლოოდ გვიმყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა” – პაპუაშვილმა. გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ “ოპოზიცია და მათთან დაახლოებული ორგანიზაციები და ადამიანები ზუსტად ისევ იმ სცენარებს იმეორებენ, რაც წინა არჩევნებზე იყო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ოპოზიციის ეს მავნებლური გზავნილები არამარტო 2020 წლის დროიინდელია, არამედ 2018 წლისაც. ეს ყველაფერი მოდის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან”, “საია” და ა.შ. როდესაც მათ ტყუილები ვერ დაამტკიცეს. თვეები გადის და ამ გაყალბებზე რაღაც კრეატიული ტყუილები ვერ მოუფიქრებიათ და ერთსა და იმავე მოჯადოვებულ წრეზე დარბიან. ეს არჩევნები კიდევ უფრო დემოკრატიული იქნება, ვინაიდან ელექტრონულად ჩატარდება. გავიხსენოთ უკრაინაში მყოფი სააკაშვილის მოწოდებები, რომ თუ არჩევნები ელექტრონული ფორმით არ ჩატარდებოდა, მაშინ გაყალბება იქნებოდა. ახლა ელექტრონულად ჩატარდება და კვლავ გაყალბებზეა საუბარი. არჩევნების ეს ფორმა ს სხვადასხვა პრეზენტაციებით არა ერთმა პოლიტიკურმა აქტორმა და ჟურნალისტმა გაიცნო და შეუძლებელია, რომ რაიმე გაყალბებას ადგილი ჰქონდეს”, მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია აბაშიძე.
“მე ვხედავ, რომ ამ ე.წ. დამკვირვებლებს აქვთ სწორება იმაზე, რომ თითქოს წინასაარჩევნო გარემოა ტოქსიკური, ავტორიტეტული და სხვა. აქაც ვერ მოჰყავთ კონკრეტული ფაქტები და სადაც ფაქტები არ არსებობს, რა თქმა უნდა, ეჭვები გაქარწყლდება. “ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაყალბებაზეც, რომ არ არსებობს არაფერი, ამაზე მითებს ვერ თხზავენ. ამას ვერც იზამენ, რადგან დაზეპირებული და მავნებლური გზავნილები აქვთ”, – დაასკვნის გია აბაშიძე. ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, თუკი ყველაფერი ნორმალურად ჩატარდება არანაირ არეულობას ადგილი არ ექნება”, – დასძენს გამოცემა.
“მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნები მაინცდამაინც თავისუფალ გარემოში არ ტარდებოდა, ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ ის კი არ თქვეს, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა, არამედ ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რათა ოპოზიცია, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და პარლამეტში შესვლას არ აპირებდა, მათ ქუჩიდან გაიყვანეს და პარლამენტშიც დააბრუნეს. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ მარტო ოპოზიციაზე არაა დამოკიდებული რა და როგორ უნდა. უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი განწყობა იქნება მოსახლეობაში. ამასთან, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ლეგიტიმურად ჩატარდება ეს არჩევნები. ასევე, ჩვენი პარტნიორებისგან როგორი შეფასება იქნება და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც. თუ ეს ყველაფერი ნორმალურად ჩატარდება, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ქვეყანაზე ვერავინ ვერც არეულობას მოაწყობს და ვერც სცენარს გაითამაშებს”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
რატომ ეხმარება აშშ განსხვავებულად უკრაინასა და ისრაელს
“პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსული რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების მიზნით უკრაინის სიახლოვეს “ჰაჰედის” ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას არ გეგმავს, როგორც ამას სთვის აკეთებს. პენტაგონში გამართულ ბრიფინგში საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა, თუკი შეერთებული შტატები აგზავნის “ჰაჰედის” სისტემას ისრაელში, ირანიდან თავდასხმების შესაჩერებლად, რატომ არ შეიძლება იგივე უკრაინისთვის გააკეთოს – განათავსოს “ჰაჰედი” პოლონეთში ან რუმინეთში, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. ამ კითხვაში პასუხის გაცემისას სინგმა უპასუხა, რომ ეს არის ორი განსხვავებული სიტუაცია…”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ეხმარება აშშ განსხვავებულად უკრაინასა და ისრაელს.
“განსხვავებულია შესაძლებლობები, განსხვავებულია ომები და რეგიონები. ასევე განსხვავებულია ვალდებულებები ისარელსა და უკრაინის მიმართ”, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. ასევე მან ხაზი გაუსხვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას ისევ აგრძელებს. “არ მინდა გავაკეთო იმ ყველაფრის მთელი ჩამონათვალი, რასაც ჩვენ უკრაინას, ან ისრაელს ვაწვდით, მაგრამ, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს ადმინისტრაცია, ეს სამინისტრო აგრძელებს ორივეს მხადაჭერას სხვადასხვა საჭიროებებში, რაც მათ სჭირდებათ”, – განაცხადა საბრინა სინგიმ. შავი ზღვის უნივერისტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს, ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ პენტაგონის წარმომადგენელი ხსნის თუ რატომ არ შეუძლია დაეხმაროს უკრაინას ისე, როგორც ისრაელს. მისივე თქმით, ამერიკას უშუალოდ რუსეთთან ბრძოლა არ სურს. სამხედრო ექსპერტისა და ანალიტიკოსის გიორგი კობერიძის აზრით კი, დასავლეთი ამით ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აქ ლაპარაკი არაა უკრაინის დახმარების შემცირებაზე. აქ უბრალოდ საუბარია სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაზე, რომელსაც აშშ იყენებს ერთი მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში და მეორე მხრივ, ისრაელთან მიმართებაში. ამერიკა, როდესაც აპირებს ისარელში განათავსოს შესაბამისი ანტისარაკეტო სისტემები, აქ რუსეთთან დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს. აქ მათ „ჰეზბოლას” წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. უკრაინას კი აწვდის დახმარებას, თუმცა, მათ არ სურთ რუსეთთან ომში ჩართვა. ამიტომ აქ ეს არის მთავარი განმასხვავებელი, თორემ აშშ უკრაინის დახმარებას ისევ გააგრძელებს”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ეს ამერიკის მხრიდან უფრო თავშეკავებული და მიზანმიმართული ნაბიჯია, რადგან აშშ-ის აზრით, ეს ყველაფერი პოტენციურ ესკალაციას გამოიწვევს. მათი გადასახედიდან, ეს არის ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობა, მაგრამ რამდენად სწორია, ეს კიდევ ცალკე საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა ამბობს, ესკალაციას პირიქით იწვევს, როდესაც დასავლეთი რბილად იქცევა. ეს განცხადება უკრაინის დახმარების შემცირებაზე არ მიუთითებს. არც იყო მსგავსი რამის შეპირება. ამიტომაც ეს უფრო უკრაინის მხრიდან დასავლეთზე ჯანსაღი ზეწოლის მცდელობაა, ანუ ისინი ეუბნებიან, რომ ს დასამარცხებლად აუცილებელია მაქსიმალურად მობილიზებული ძალის გამოყენება. მობილიზებული ძალა კი ნიშნავს, რომ დასავლეთი რაც შეიძლება მეტად უნდა დაეხმაროს უკრაინას”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ