ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025

“მტრული აქტი“” – მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
26 მაისი, როგორც “ბოლო შანსი ოპოზიციისათვის” – წინასწარი გეგმები და მოსალოდნელი სცენარები
იქნება თუ არა შეთანხმება – მზადება სტამბოლში უკრაინა-ს მოლაპარაკებისთვის
* * *
“მტრული აქტი“” – მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული “მეგობარი აქტის” საპასუხოდ, საქართელოს პარლამენტმა 14 მაისს საგანგებო განცხადება მიიღო. პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტად აფასებს. ოპოზიცია კი “ოცნების” მხრიდან ამერიკასთან ვა-ბანკზე წასვლაზე საუბრობს. „როგორც ჩანს, ბოიკოტის რეჟიმი დასავლეთმა არ მოხსნა… თუ ამას ეს სახელი დაერქმევა, რომ ხელისუფლება აკეთებს რადიკალურს, რათა სიტუაცია შეიცვალოს, კი ბატონო, იყოს ვა-ბანკზე წასვლა”, – გაცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით კი, “ქართულ ოცნებას” აშშ-სთან ურთიერთობის დალაგების ყველა იმედი ამოეწურა და ახლა “გაღმა შედავების პრინციპით” მოქმედებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მტრული აქტი“” – მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე? / პრემიერის ღია წერილის შემდეგ, პარლამენტმა განცხადება მიიღო.
“მეგობარი აქტი” საქართველოსადმი “დიპ სტეიტის” უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი… კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას ითხოვდეს, პირიქით, ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს… უსამართლო დამოკიდებულებას შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს – “დიპ სტეიტმა” საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა “დიპ სტეიტის” წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა “მეორე ფრონტის გახსნის” თაობაზე… საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია “დიპ სტეიტს” წარმატებით შეასუსტებს… გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს”, – ნათქვამია განცხადებაში. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება და ასევე ირაკლი კობახიძის წერილი პრეზიდენტ სა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისასდმი მიუთითებს, რომ “ოცნება” აშშ-სთან ვა-ბანკზე მიდის. “კოალიცია ცვლილებისთვის”ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ “ოცნებას” გააზრებულიც არ აქვს, თუ რა მძიმე შედეგებს მოუტანს ეს ხელისუფლებას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მე ვფიქრობ, უსამართლო რეჟიმი იმაზე სწრაფად დამარცხდება, ვიდრე გვგონია. ასეთი რეჟიმები ყველასთვის მოულოდნელად ნარცხდებიან ძირს. ეს ბედი უცილებლად ეწვევა ივანიშვილს. ამ გზაზე დგას. “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხი მიიღო – სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება შესაძლებელია ახალი ს ჩატარებით და არა მიტაცებული ძალაუფლების პირობებში. ეს მას უთხრეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე სხვა ამერიკელმა ბიუროკრატებმა. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ამერიკასთან, ამას სჭირდება ახალი არჩევნები, მაგრამ ამ ახალი არჩევნების ეშინია”, – თქვა მელიამ. რამაზ საყვარელიძის შეფასებით, “ქართული ოცნება” მხოლოდ გაფუჭებული ურთიერთობების გაჯანსაღებას ცდილობს და ეს არ შეიძლება შეფასდეს „”ვა-ბაკზე წასვლად”, – განაგრძობს გამოცემა.
“თუკი შიდა ურთიერთობებზეა ლაპარაკი, მეეჭვება “ოცნებას” საიმისო გასაჭირი ჰქონდეს, რომ შიდა ურთიერთობებში მოსახლეობის მხარდაჭერისთვის დამატებითი მოძრაობების გაკეთება უნდოდეს. დამატებითს იმიტომ ვამბობ, რომ საკმაოდ დიდი “შრომა” აქვს ჩადებული “ოცნების” რეიტინგის შენარჩუნებაში ოპოზიციას თავისი დაშვებულ შეცდომების ხარჯზე. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლება ვა-ბანკზე მიდის ძნელია. რაც შეეხება გარე მოხმარებას, ეს მისთვის აუცილებელი არაა, რადგან ვიცით ქვეყნები, რომლებიც იდეალურად იყვნენ სანქციებში გახვეულები, მაგრამ არ დაიხოცნენ. ამის კლასიკური მაგალითი ირანია. რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან სანქციები უწესდება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისინი არადასავლურად მიიჩნევენ და ამ მიმართულებით ხშირად დგამენ ნაბიჯებს. თუმცაღა, ვიმეორებ, ასეთი იზოლირებული ქვეყნები არიან და არ დაღუპულან”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“რასაკვირელია, სასურველია საქართველოს ყველასთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს და გამოცხადებულიც აქვს, რომ მისთვის არც ერთი ქვეყანა არაა მტერი, გარდა ოკუპანტისა. მით უმეტეს, საქართველოს გამოცხადებული აქვს ისიც, რომ იგი ცდილობს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდი იყოს. თუ ამასობაში დასავლეთი აღმოსავლეთს გაებუტება, ხიდი ცალმხრივი გამოვა. ასე რომ, ამ მხრივ დასავლეთის ბოიკოტის ის სტილი, რომელიც აქამდე აქვს, წამგებიანია. გაუგებარია კობახიძის წერილის დამატებით ვა-ბანკი რატომ არის, რადგან, როგორც ჩანს, ბოიკოტის რეჟიმი დასავლეთმა არ მოხსნა, საქართველოს მიმართ ნაბიჯების გადმოდგმაში წინსვლა ამერიკისა და დასავლეთის მხრიდან არაა. თუ ამას დაერქმევა სახელი, რომ ხელისუფლება აკეთებს რადიკალურს, რათა სიტუაცია შეიცვალოს, კი, ბატონო”, – თვლის საყვარელიძე.
“ეს ნაბიჯი გაუარესებას არ მოიტანს იმიტომ, რომ ამაზე უარესი, რაც ახლაა, რთული წარმოსადგენია რამე მოხდეს. ერთადერთი რაც შეიძლება ამას მოჰყვეს იქნება ის, რომ შენარჩუნდეს იგივე მდგომარება – დასავლეთი ისევ აღმოჩნდეს “გაგებუტე-გაგებუტე”-ს როლში. ქართული ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯი იდგმება, რომ ეს გაფუჭებული ურთიერობა გაუმჯობესდეს. თუ ამას დაარქმევენ ვა-ბანკზე წასვლას, დაერქვას. უბრალოდ სხვა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რთული წარმოსადგენია. ოპოზიცია ალბათ იტყვის, რომ უნდა შეესრულებინათ მოთხოვნები. ამის გაკეთება ლოგიკურად არ შეიძლებოდა. ჯერ ერთი – ხელმეორე არჩევნებს მიზეზი უნდა და ამის მიზეზი არ არის. მეორეც – რომ დაენიშნათ, თვითონ “ოცნების” მხარადამჭერებში უკმაყოფილებას გამოიწვევდა. კიდევ ცალკე სასაუბროა – იმ ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვება. საერთოდ აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ასე რომ, ეს მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება”, – დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი კითხვაზე, მიდის თუ არა “ქართული ოცნება” აშშ-სთან ვა-ბანკზე, ამბობს: “ირაკლი კობახიძის წერილის მერე შეიძლება ითქვას, რომ “ოცნებას” ყველანაირი ბერკეტი და იმედი ამოეწურა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა დაალაგოს. შესაბამისად, მას უბრალოდ მეტი გზა არ დარჩენია, რომ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედოს. მათი მოთხოვნები კატეგორიული იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იქნება მცდელობა ამერიკის ხელისუფლებასთან კონტაქტები გამოძებნონ და რაღაც ურთიერთობა დაამყარონ”, – მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე. მაგრამ, მისივე აზრით, ოფიციალურად ჯერჯერობით “ქართულ ოცნებას” ის პოზიცია ექნება, რომ “მეგობარი აქტი” არის საქართველოს მიმართ მტრული აქტი და არა ხელისუფლების მიმართ”, – დასძენს გამოცემა.
26 მაისი, როგორც “ბოლო შანსი ოპოზიციისათვის” – წინასწარი გეგმები და მოსალოდნელი სცენარები
“დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოპოზიცია დიდი აქცია-მსვლელობისთვის ემზადება, რაშიც ჩართულია მეხუთე პრეზიდენტ ს “26 მაისის კომიტეტი”, ოპოზიციური ფლანგი და არასამთავრობო სექტორი, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ლოკაცია უცნობია. ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობამაც და პრემიერი კი ოპოზიციას მოუწოდებს “ფეხი არ დაუცდეთ”. თავის მხრივ ოპოზიციაში ეს მუქარად აღიქვეს და საპასუხო განცხადებები გააკეთეს. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, 26 მაისი გარკვეული თვალსაზრისით ოპოზიციისათვის ბოლო შანსია, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულოს. მათი შეფასებით, გაზაფხული დასასრულს უახლოვდება, ზაფხული აქციებისთვის არც ისე ხელსაყრელია, შემოდგომაზე კი მთავარი პოლიტიკური თემა ადგილობრივი თვითმმართველობს არჩევნები იქნება. მათი აზრით ოპოზიცია ამჟამად დასუსტებულია, საკუთარი დღის წესრიგის შექმნას ვერ ახერხებს და თუკი „ოცნებამ” რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებით თავადვე არ მოახდინა საპროტესტო მუხტის მკვეთრი გაზრდა, ოპოზიციას ამის შესაძლებლობა თავად არ აქვს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 26 მაისი, როგორც ბოლო შანსი ოპოზიციისათვის – წინასწარი გეგმები და მოსალოდნელი სცენარები.
“რაც შეეხება უშუალოდ 26 მაისს მოსალოდნელ სცენარებს, ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს და არც იმას, რომ ორივე მხარემ თავი შეიკავოს რადიკალური ქმედებებისგან და ორივე ზეიმმა მშვიდობით ჩაიაროს. აქვე აღსანიშნავია, რომ 26 მაისს თბილისში ჩამოსვლას გეგმავს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის ხუთი წევრი, რომლებიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების კრიტიკით არიან ცნობილი – ადრიან ვასკეს ლაზარა, რასა იუკნევიჩიენე, კატარინა ვიერია, ნაჩო სანჩეს ამორი და მატიუ ვალეტი. წინასწარი ცნობებით, ევროპარლამენტარებს ექნებათ შეხვედრები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველთან. ჯერჯერობით უცნობია, ადრინდელის მსგავსად შეუერთდებიან თუ არა ოპოზიციის აქციას ევროპარლამენტარები. 15 აპრილს საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა, რუსთაველის გამზირი ნახსენები არ არის. ღონისძიებები გაიმართება ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბელიანის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან. ამასთან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელები ფიცს დადებენ. იგივე ღონისძიება გაიმართება მუნიციპალიტეტებში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იმავე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. მკაფიო გაფრთხილებაა როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა “ნაციონალების” მიმართ – ფეხი არ დაუცდეთ”, – აღნიშნა მ. “ფეხი არ დაგიცდეთ… დაიკარგონ ესენი! ხომ მაგარია ჩაკეტილ შენობაში, გამოვიდეს, თუ მაგარია. ნებისმიერ მათგანთან გავივლი ქუჩაში ფეხით, რომელი გაბედავს? გამოდით, თუ მაგარი ბიჭები ხართ და ვის დაუცდება ფეხი, ერთი განახებთ”, – ასე უპასუხა კობახიძეს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” აღლუმს ვერ ჩაატარებს, ხოლო ოპოზიცია დიდ აქციას გამართავს.”, – განაგრძობს გამოცემა.
“აღლუმი ვერც იქნება, “ქართული ოცნება” ვერ გაბედავს აღლუმის ჩატარებას. გამორიცხულია, რომ აღლუმი ჩაატარონ. არ მეგულება ისეთი ოცეული, რომელიც გამოვა და ყაველაშვილს თავს დაუხრის. ანწუხელიძეს შეურაცხყოფას აყენებენ, 2008 წლის ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებენ… რა შუაშია სააკაშვილი, საქართველოს აბრალებენ. ჩვენ ვერ ჩავატარებთ აღლუმს, მაგრამ დიდი სახალხო სეირნობა აღვნიშნოთ, დიდი აქცია მოვაწყოთ. აღლუმს ისინი ვერ ჩაატარებენ, რადგან ვიცი, რომ ჯარში არის დრტვინვა… “26 მაისის კომიტეტი” ჩართულია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მზადებაში. ჩართულები ვართ თავიდან ბოლომდე, ძირითადად, ბადრი ჯაფარიძე, ამ შეხვედრების, წინააღმდეგობის შტაბის მონაწილე, რომელიც კოალიციის სახელით არის წარმოდგენილი. ძალიან დიდი მსვლელობა-აქცია იქნება 26 მაისს. ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ და ხელები არ ჩამოგვიყრია”, – განაცხადა ელისაშვილმა. კობახიძეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც უპასუხა”, – დასძენს გამოცემა.
“ჩემი ფეხი არის მყარი. მინდა, რომ დაწყნარდეს. ჩვენი ფეხი არის მყარი, ყველასი. ვიცით საითკენ მივდივართ. ამიტომ არის მყარი, რომ ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ. ძალიან ბევრნი ვიქნებით 26 მაისს და ეს სათქმელიც არ არის, მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველა უნდა გამოვიდეთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თუ პროცესები ისეთი პოლიტიკური მოცემულობით წავიდა, როგორიც დღესაა, 26 მაისის აქცია მართლაც ბოლო შანსი იქნება ოპოზიციისთვის. “ოპოზიციამ მართლაც ძალიან მასშტაბური აქცია რომც მოაწყოს (თუმც მეეჭვება), ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელისუფლებაში მისვლას. დონორებისგან კი შეიძლება დიდი აქცია უფრო იყოს მოწონებული და შესაბამისად, მათთან ურთიერთობის მხრივ ოპოზიციამ რაღაც შედეგები მიიღოს”, – მიიჩნევს საყვარელიძე. ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი თვლის, რომ “ბოლო შანსები” არ არსებობს და ივნისშიც შეიძლება აქციების გამართვა, თუმცა ოპოზიცია ახლა სუსტია”, –
“ვიდრე დედამიწა ბრუნავს, არავითარი ბოლო შანსები არ არსებობს. ივნისი კიდევ წინაა და ივნისშიც იქნება პროტესტები. პროტესტი თავითავად ძალიან კარგია, მაგრამ რაღაცისთვის უნდა იყოს. თუ პროტესტი იქნება იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, ეს არ მოხდება, მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ვერავითარი ძალა ვერ აიძულოებს “ოცნებას” რამეს. ტრამპი რომ ჩამოვიდეს და სთხოვოს, მაინც არ დანიშნავს არჩევნებს, სანამ არ დარწმუნდება, რომ ოპოზიცია არ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ჯერჯერობით არ დამდგარა ის სანქციები, რომლებიც მათ შეაშინებთ, ძალიან კომფორტულად არიან. მათთვის მთავარია ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება და აი, მერე დაიწყებენ ვაჭრობას”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი
“საზოგადოებისთვის 26 მაისი მნიშვნელოვანი იქნება. 26 მაისი ყველა მოქალაქისთვის დამოუკიდებლობის დღეა და შესაბამისად, ბევრი ადამიანი იქნება, მაგრამ ეს ოპოზიციის დამსახურება არ იქნება, ეს იქნება თავად ხალხის დამსახურება, მათი სიმტკიცე და პრინციპულობა აიძულებს სხვებს, რომ გამოვიდნენ. ამას რამდენად გამოიყენებს ოპოზიცია, ეჭვი მეპარება, რადგან არაფრის უნარი არ აქვთ, აზრზე არ არიან რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში. ოპოზიციას არ დავუკავშირებდი 26 მაისის დღეს. 26 მაისი თვის ბოლოა და ოპოზიცია საბოლოოდ მაინც უნდა დაფიქრდეს, რომ მერე უკვე გვიანაა. ხალხმა უნდა მოუწოდოს – ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდნენ, მიდიან თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე; ან მოუწოდონ, რომ წავიდნენ; ან მოუწოდონ არ წავიდნენ. ჩამოყალიბდნენ, რადგან ოპოზიციის ჩამოუყალიბებლობა და დაბნეულობა “ოცნებას” ყველაზე მეტად აძლიერებს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ვიდრე ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ნებისმიერი ფორმით, მანამდე არაფერი არ შეიცვლება, არც საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. უკეთეს შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა ადგილობრივი არჩევნების დღეს იყოს, მაგრამ ამაზე ძალიან გვიან გავიგებთ, როცა საბოლოო ბოიკოტი დაფიქსირდება და ოპოზიციაში იქნება დაბნეულობა და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არჩევნებში მონაწილოება მიუღებელი იქნება. ამასობაში მოდის ცხელი ივლისი-აგვისტო, “ოცნება” შეიყვანს თავის სატელიტ პარტიებს, გაიმარჯვებს და დაიწყებს ვაჭრობას ევროპასთან. თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილოებას, შეიძლება არჩევნების წინ პატიმრებიც კი გამოუშვან, პოზიცია გაიმყარონ, რომ ხალხმა ხმა მისცეს. სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, “ოცნება” დღის წესრიგს მართავს, ოპოზიცია საერთოდ მკვდარი და ჩახსნილია, სხვა გზა არ აქვს და “ოცნების” დღის წესრიგს მიჰყვება”, – ამბობს ყოფილი სახელწიფო მინისტრი.
“რაც შეეხება 26 მაისს, შეიძლება “ქართულ ოცნებამაც” მოინდომოს და ეს დღე მიითვისოს და არაა გამორიცხული, რომ თავის ხალხი გამოიყვანოს. გარკვეულწილად დაიძაბოს სიტუაცია, რომ დაპირისპირება მოხდეს. ამისთვის მზად უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა მათგან არაფერს არ ველი. მაგრამ პასუხისმგებელი საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რადგან “ოცნებამ” ეს დღე ბოროტად არ გამოიყენოს, რათა არ აურიოს და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის და პროტესტის დისკრედიტაცია არ მოახდინოს. ნებისმიერ სცენარს ველოდები, “ქართული ოცნებისგან” ყველაფერი მოსალოდნელია, შესაძლოა სასტიკი დარბევაც იყოს და არანაირი დარბევაც არ იყოს. 9 აპრილს საერთოდაც დაუთმო ოპოზიოციას და არ მივიდა. ის ყველაფერს თავის სასარგებლოდ გააკეთებს”, – დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
იქნება თუ არა შეთანხმება – მზადება სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებისთვის
“15 მაისს მსოფლიოს ყურადღება სტამბოლისკენ იქნება მიმართული, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა პირდაპირი მოლაპარაკებაა დაგეგმილი. მთავარი თემა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაა. ამაზე მზაობას გამოთქვამს. ახლა მთავარია რას იზამს მოსკოვი. მოლაპარაკების შედეგები რთულად პროგნოზირებადია და ანალიტიკოსებიც ფრთხილობენ ამ თემაზე საუბრისას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩასვლას არ აპირებს. ცნობილია, რომ რუსულ მხარეს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. თუმცა, მოსკოვში ბოლომდე ინარჩუნებენ ინტრიგას და დელეგაციის შემადგენლობას ოფიციალურად არ ასახელებენ. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას აზრით, საეჭვოარუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. ანალიტიკოსი, კორნელი კაკაჩია კი ფიქრობს, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტა ასე ერთ შეხვედრაზე ვერ მოხერხდება და საჭირო იქნება დამატებითი შეხვედრები და გარკვეული დრო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა ისტორიული შეთანხმება – მზადება სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებისთვის და მოსალოდნელი სცენარები.
“შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება… კითხვაზე არსებობს თუ არა რაიმე მინიშნება ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თურქეთში შესაძლო შეხვედრის შესახებ, უშაკოვმა განაცხადა, რომ ტრამპი ამჟამად ახლო აღმოსავლეთშია და იქ სერიოზული საკითხებით არის დაკავებული. თავად დონალდ ტრამპს დადებითი მოლოდინები აქვს და ამბობს, რომ „”რუსეთ-უკრაინის შესახებ, დღეს, ხვალ ან პარასკევს, შესაძლოა, ძალიან კარგი ახალი ამბავი გვქონდეს”. უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში მზაობას გამოთქვამს, თუმცა ცეცხლის სრული შეწყვეტის პირობით. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ძალიან მეეჭვება რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. როგორც ჩანს, პუტინმა წმინდა ცრუ პროპაგანდისტული მანევრი გააკეთა. ჯერ ვითომ თქვა, რომ მოლაპარაკებაზე წავიდოდა. როგორც მე ვიცი, ზელენსკი უკვე სტამბოლშია და მზად არის. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის თანახმა იყო პუტინს შეხვედროდა, მაგრამ პასუხად მიიღო ის, რომ პუტინის ნაცვლად ლავროვი და უშაკოვი ჩავლენ. პუტინმა უარი თქვა ჩასვლაზე და სერგეი ლავროვი და უშუკოვი რა გადაწყვეტილების მიმღები არიან, ეს ცალკე საკითხია. ზელენსკიმ აბსოლუტურად ადეკვატურად თქვა – ყველაფერზე, რაც რუსეთში ხდება, ყველა გადაწყვეტილებას პუტინი იღებსო. ეს მართლაც ასეა. ვერ გეტყვით რა შეიძლება მოჰყვეს თუ მოსკოვმა უარი თქვა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. სავარაუდოდ, საომარი მოქმედებები გაგრძელდება და უკრაინას აშშ და ევროპა დაეხმარება. მე ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება არ შედგება, მაგრამ თუკი ჰიპოტეტურად ამას დავუშვებთ, მაშინ რუსული მხარე ყველანაირად შეეცდება, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შეთანხმება დაარღვიოს და მოემზადოს ძალთა გადაჯგუფებისთვის”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ცოტა რთულია იმაზე საუბარი, დათანხმდება თუ არა რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ არ მგონია ეს საკითხი ასე ერთი შეხვედრით გადაწყდეს, რადგან ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ფეხს ითრევს ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაზე. თუმცა, ბოლო დღეებში მასზე ზეწოლა გაძლიერდა როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპელი მოკავშირეებისგან. რაღაც მცდელობები ალბათ იქნება, მაგრამ სტამბულის ერთ შეხვედრაზე ვერ მოგვარდება. რადგან ორივე მხარეს გარკვეული დრო დასჭირდება. თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმება, გაიზრდება ზეწოლა. შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა, რომ თუ პუტინი უარს იტყვის, ძალიან მკაცრ სანქციებს დავუწესებთ ევროპელ მოკავშირეებთან ერთადო. ეს იქნება მოსკოვისთვის კიდევ უფრო მძიმე დარტყმა და მის მდგომარეობას უფრო გაართულებს… არ მგონია ასე სწრაფად მოხდეს შეთანხმება და თუ მაინც მოხერხდა, ცეცხლის შეწყვეტა ბევრჯერ დაირღვევა, რადგან ომის ჩაცხრობა რთულია. ამიტომ ალბათ რაღაც უნდა გაიწეროს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობითა და შუამავლების მეშვეობით”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.