ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024

მაკრონის სატელეფონო ზარი ივანიშვილთან – საქართველოს მიმართ პოლიტიკაში საფრანგეთის როლი იზრდება?
“შეიძლება დატოვონ ორბელიანების სასახლეში ან რეზიდენცია საერთოდ დაკეტონ” – რას უპირებს “ოცნება” სალომე ზურაბიშვილს
“ენგურჰესი” სრულად გაჩერდა, – ჩაბნელდა, საქართველოს იმპორტის გაზრდა მოუწევს
ექთნების მწვავე დეფიციტის გამო მთავრობამ რეფორმა გადაავადა
* * *
მაკრონის სატელეფონო ზარი ივანიშვილთან – საქართველოს მიმართ პოლიტიკაში საფრანგეთის როლი იზრდება?
“ოცნების” საპატიო თავმჯდომარე სა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი განხილვის საგანი გახდა, რადგან მხარეებმა თითქოს სხვადასხვა ინფორმაციები გაავრცელეს, რისთვისაც “ოცნების” მხრიდან დამატებითი ახსნა გახდა საჭირო. საუბარს ანალიტიკოსები პრეზიდენტ ს საფრანგეთში ვიზიტს უკავშირებენ. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის, ს იდეა იყო და მომავალში საფრანგეთის როლი ევროკავშირსა და საქართველოს შორის პროცესებში გაიზრდება. ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, საფრანგეთში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მაკრონისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და გადაწყვიტა სიტუაციაში გარკვევა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მაკრონის სატელეფონო ზარი ივანიშვილთან – საქართველოს მიმართ პოლიტიკაში საფრანგეთის როლი იზრდება?
“მმართველი პარტიის ცნობით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და ერთ საათს გაგრძელდა. მათივე თქმით, საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებას შეეხო. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კონტაქტი ისევ შედგება. “საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. “მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ამასთან, განცხადების თანახმად, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, “პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო”. ამასთან, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი, თუმცა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განუმარტა, რომ “საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს”. ამასთან, “ოცნების” ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. “გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს”, – ნათქვამია “ოცნების” მიერ გავრცელებულ დამატებით ინფორმაციაში. დავით ზურაბიშვილის აზრით, საფრანგეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოჩნდა, რომ მაკრონს “ოცნების” მიმართ მაინცდამაინც სასურველი პოზიცია არ აქვს”, – დასძენს გამოცემა.
“ფრანგული მხარის გამოქვეყნებულ განცხადებაში ძალიან კარგად ჩანდა მაკრონის დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რაც ახლა საქართველოში მიდის, რომ დაპატიმრებულია უამრავი ადამიანი, საჭიროა მათი გათავისუფლება, ევროინტეგრაციის გზისკენ დაბრუნება და ა.შ. ანუ მაკრონს “ქართული ოცნების” მიმართ მაინცდამაინც სასურველი პოზიცია არ აქვს. ვინაიდან ამას წინ უძღვოდა სალომე ზურაბიშვილის, დონალდ ტრამპის და ს ერთმანეთთან შეხვედრა და საუბარი, გამორიცხული არაა ტრამპს მაკრონისთვის ეთხოვა, რომ მიეხედა ამ საქმისთვის, რადგან სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილიც საფრანგეთის მოქალაქეა და ტრამპის მიდგომაა – ევროპა უნდა იყოს ევროპის საქმეებში უფრო პოლიტიკურად აქტიური და მთლად ამერიკის შემხედვარე არ იყოს. აქედან გამომდინარე, მე ამას არ გამოვრიცხავ და არც იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებაში საფრანგეთის როლს უახლოეს მომავალში უფრო აქტიურად ვიხილავთ”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ვფიქრობ, საუბარი მაკრონის ინიციატივით რომ შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტს და მის შეხვედრას მაკრონთან, სადაც ზურაბიშვილმა მაკრონს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ მისეული ვერსია მიაწოდა. გასაგებია, რომ ეს ცალმხრივი და მუქ ფერებში დახატული სურათი იქნებოდა, რასაც პრინციპში, სალომე ზურაბიშვილიც არ მალავდა და ასეთ ჭრილში აწვდიდა ინფორმაციას იმ ევროპელ ლიდერებს, ვისაც ის შეხვდა, მათ შორის დონალდ ტრამპს. ამიტომ, ვფიქრობ, ზურაბიშვილთან შეხვედრა და მასთან საუბარი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა და მაკრონმა, როგორც ტიპიურმა ევროპელმა ლიდერმა, მოისურვა თავად გარკვეულიყო სიტუაციაში. ასევე, საუბარი რომ 1 საათამდე გაგრძელება, მიუთითებს იმაზე, რომ მაკრონი დაინტერესებული იყო გაეგო, რა მოხდა რეალურად საქართველოში, რას აპირებს საქართველო და მისი ამჟამინდელი ხელისუფლება და ამასთან დაკავშირებული სხვა საკითხები”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“როცა საფრანგეთის პრეზიდენტი 1 საათს უთმობს ისეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენელს, როგორიცაა საქართველო, თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია მისი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე. შესაბამისად, ალბათ როგორც შეთანხმდნენ, რომ შემდეგი კონტაქტი შედგება, ჩვენ გავიგებთ რაზე იყო საუბარი იმის მიხედვით, თუ რა ითქმევა 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მომდევნო დღეებში რა განცხადებები გაკეთდება და ა.შ. რთულია ახლა იმაზე მსჯელობა იმოქმედებს თუ არა ეს საუბარი 16 დეკემბერს, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვერაზე, როდესაც საქართველოს საკითხს განიხილავენ, რადგან ჩვენ ხომ არ ვიცით როგორი იყო ეს საუბარი – კეთილგანწყობილი თუ არაკეთილგანწყობილი, შეთანხმდნენ რაღაცებზე თუ მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ, საქართველოს მიმართ მოსალოდნელ სანქციებზე, თუ რა პოზიციას დაიჭერს საფრანგეთი? ამის მერე ირიბად შეგვეძლება ვიმსჯელოთ ამ საუბარმა რაღაც გარკვეული შედეგი გამოიღო თუ ვერა”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
“შეიძლება დატოვონ ორბელიანების სასახლეში ან რეზიდენცია საერთოდ დაკეტონ” – რას უპირებს “ოცნება” სალომე ზურაბიშვილს
“მიმდინარე მოვლენების მიუხედავად “ქართული ოცნება” 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს, 29 დეკემბერს კი პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგება ორბელიანების სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლის საკითხი. მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ლეგიტიმურია მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი . “ოცნება” კი ამბობს, რომ “საინტერესო სანახავი იქნება სალომე ზურაბიშვილი სკამს რომ ჩაებღაუჭება”. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ არაა გამორიცხული ზურაბიშვილის მომხრეებმა ორბელიანების სასახლე გარედან დაბლოკონ, თუმცა თუ შენობა გახდა პრობლემური, ისიც არაა გამორიცხული, რომ ორბელიანების სასახლე საერთოდაც დაკეტონ და “ახალ პრეზიდენტს რაიმე ახალი მოუფიქრონ. უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით კი სალომე ზურაბიშვილი “სკამს ებღაუჭება და მომსახურების ზონიდან გასულია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “შეიძლება დატოვონ ორბელიანების სასახლეში ან რეზიდენცია საერთოდ დაკეტონ” – რას უპირებს “ოცნება” სალომე ზურაბიშვილს.
“არაა გამორიცხული ორბელიანების სასახლე გარედან ჩაკეტონ. -ში წინა არჩევნებზე ტრამპის მომხრეები იქაურ პარლამენტში შევარდნენ, რადგან ხალხში ეჭვი იყო, რომ არჩევნები გაყალბდა. ადამიანებს იქაც აქვთ ემოციები, მაგრამ მერე ეს პროცესი თვითონ ტრამპმა მოთოკა, მეტოქის გამარჯვება აღიარა, არ დაიწყო დავა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის ნდობა იქ გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენთან. ამის შემდეგ სიტუაცია სხვა რეჟიმში გადავიდა და დღეს უკვე ტრამპის ტრიუმფალური დაბრუნება მივიღეთ. როცა ქვეყანას უფრთხილდებიან, აღარ იწყებენ რყევას მაშინაც კი, როცა მიაჩნიათ, რომ ამის უფლება აქვთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ზურაბიშვილი თავის ნებით არ იქნება იქ (ორბელიანების სასახლეში) და ამ პროცესებში და მით უფრო პრეზიდენტის ბრძოლაში ბევრი რამ დამოკიდებულია გარედან შეძახილზე. “შეძახილმა ხე გაახმოო” და პოლიტიკაში შეძახილმა ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს, მით უმეტეს, როცა შემძახებლები დიდი ქვეყნების წარმომადგენლები არიან”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ვხედავთ, რომ ეს ხალხი არჩევნების შედეგების აღიარებას არ ჩქარობს, მაინც ელოდებიან დესტაბილიზაციის გაღვივებას. გახარიამაც თქვა, რომ სანამ ტრამპის ინაუგურაცია იქნება, უნდა მოვასწროთო, ახლა ყველაფერი იმისკენ მიდის და შეიძლება ისე არიონ სიტუაცია, რომ მერე ტრამპი უმწეო აღმოჩნდეს მის დასტაბილურებაში. ერთ-ერთ ასეთ ასარევ რეგიონად საქართველოა არჩეული. ჩვენი სახელმწიფოც შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ დიდი ქვეყნების ნაკლები რისხვა გამოიწვიოს, მაგრამ მეორეს მხრივ მას დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებაც სჭირდება. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ რადგან ორბელიანების სასახლე საკვანძო თემა გახდა, შეიძლება ზურაბიშვილი შენობაში დატოვონ. მოგეხსენებათ მარგველაშვილთანაც პრობლემები შენობასთან დაკავშირებით გაჩნდა. დღეს შენობის თემა აქტუალურია ზურაბიშვილისთვის და შეიძლება საერთოდაც ჩაკეტონ ეგ შენობა და ახალ პრეზიდენტს რაიმე ახალი მოუფიქრონ. მე მგონი 14 დეკემბერს არაფერი განსაკუთრებული არ იქნება იმ მხრივ, რომ რაც აქამდე გვინახავს დაახლოებით იგივე მდგომარეობა იქნება. ქუჩის ესთეტიკით გაკეთებული პოლიტიკური პროცესები”, – დასძენს რამაზ საყვარელიძე.
“რაღაც პოსტებს დებს უკვე. როგორც ჩანს, ეს მძიმე ემოციური ფონი მას ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია. შესაბამისად, მოდით, ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ. როგორც ჩანს, მართლა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. აღარ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება, უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებს, ჩვენ არ გამოგვივიდეს ამ მძიმე ემოციურ ფონზე კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა. გასაგებია, ადამიანი სკამს ებღაუჭება ისე, რომ არც მალავს, პრაქტიკულად, თვითონ ამბობს, რომ სკამს ვებღაუჭებიო. დარჩეს , დარჩეს პარლამენტი, ოღონდ მეც დამტოვეთო. მერე თქვა, რომ არსად მივდივარო. წარმოუდგენელია. კონსტიტუციიდან ისედაც გასული იყო. მძიმე ემოციურ ფონზე რა განცხადებებს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, უბრალოდ, ერთადერთი, რასაც ახერხებს კიდევ, ეს არის აგენტურული ოპოზიციის მესიჯბოქსი”, – მიიჩნევს მდინარაძე, რომლის თქმით, პრეზიდენტი “იქ ახერხებს ჩარჩოში ჩაჯდომას, დანარჩენი საერთოდ მომსახურების ზონიდან გასულია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნავდა, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მისი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი. “ამის დრო მოვა… არაერთი საჯარო სიტყვა მექნება და საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს. გაიგებთ დროულად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა”, – წერს სტატიია ავტორი.
“ენგურჰესი” სრულად გაჩერდა, აფხაზეთი – ჩაბნელდა, საქართველოს იმპორტის გაზრდა მოუწევს
“ენგურჰესმა” მუშაობა შეაჩერა. წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო, ობიექტი სრულად გაჩერდა. ეს აფხაზეთისთვის დიდი პრობლემაა, დანარჩენლი საქართველოსთვის კი – არა, რადგან ენგურიდან გამომუშავებული დენის უდიდესი ნაწილი სწორედ ოკუპირებულ რეგიონს მიჰქონდა. ზამთარი ახლა დაიწყო და სეპარატისტები გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ. “ენგურჰესის” გაჩერების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგია ვეღარ მიეწოდება. “ენგურჰესმა”, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს, მუშაობა შეაჩერა. შუქი არ არის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე”, – განუცხადეს სააგენტო “ტასს” “ჩერნომორენერგოში” და დასძინეს, რომ ჰესის ავარიული გამორთვა მოხდა წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ენგურჰესი” სრულად გაჩერდა, აფხაზეთი – ჩაბნელდა, საქართველოს იმპორტის გაზრდა მოუწევს / “ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან აპრილ-მაისამდე კაშხალი ვერ შეივსება”.
“ენგურჰესის” გათიშვამდე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. ასეთი ვითარება აფხაზეთში ნოემბრის შემდეგ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტებს “ენგურჰესის” გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის სრულად მიაქვთ, მათ ეს არ ჰყოფნით და მოსახლეობა ნახევრად ჩაბნელებულია. ფაქტია, რომ ენგურის გაჩერებამ აფხაზეთს პრობლემა უკვე შეუქმნა და ეს დანარჩენი საქართველოსათვის ნაკლებად იქნება თავის ტკივილი. სწორედ ამაზე ისაუბრა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ და განაცხადა, რომ ენგური დღე-ღამეში 2-2.5 მილიონ კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა, რისი მოკლებაც საქართველოს მოხმარებისათვის სერიოზული დარტყმა არ იქნება. მისი თქმით, დეკემბერში ენგურის გამომუშავება ძალიან დაბალია, ჰესი მუშაობდა მხოლოდ ჩამონადენზე და რაღაც ნიშნულის ქვევით სადგურის მუშაობა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, სანამ წყლის მოცულობა არ გაიზრდება, გაჩერებული იქნება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ამ პერიოდის განმავლობაში, ენგური დანარჩენ საქართველოში – აფხაზეთი არ მაქვს მხედველობაში – სერიოზულ როლს არ თამაშობს, რადგან დღე-ღამეში 2-2.5 მილიონი კვტ/სთ გამომუშავდებოდა. სანამ ენგურჰესი მუშაობდა, აფხაზეთის ენერგიის მოხმარების 75% ისედაც ს ხარჯზე იფარებოდა და მხოლოდ 25% იყო ენგურის. ასე რომ, ენგურჰესის გაჩერება უფრო სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ოკუპირებულ აფხაზეთს, ვიდრე საქართველოს დანარჩენ რეგიონებს”, – ამბობს არაბიძე. აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყარო ენგურისა და ვარდნილის ჰესები, ასევე რუსეთიდან იმპორტია. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს უნდა წაეღო, 60% კი – საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისის გამო, ამ ნიშნულს ხშირად აჭარბებს. ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ენგურჰესის გაჩერების გამო, საქართველოს დენის იმპორტის გაზრდა მოუწევს”, – დასძენს გამოცემა.
“ენგურის გაჩერება სერიოზული პრობლემაა და განსაკუთრებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის. მათ დენის წყარო რუსეთიდან აქვს, მაგრამ საქართველოც აწვდიდა ელექტროენერგიას. ჰესის გაჩერება თუ წყლის დონის გამოა, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან აპრილ-მაისამდე კაშხალი ვერ შეივსება. ამიტომ უკუპირებული აფხაზეთი იძულებული იქნება დამატებითი წყაროები გამოძებნოს რუსეთის მხრიდან. არ ვიცი რას აპირებენ და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმპორტის გაზრდა მოუწევს ქვეყანას, რადგან ყველაზე დიდი სადგური მაინც ენგურია, ამიტომ იძულებული ვიქნებით, რომ ელექტროენერგიის შესყიდვა გავზარდოთ, ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭიჭინაძე.
ექთნების მწვავე დეფიციტის გამო მთავრობამ რეფორმა გადაავადა
“ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის უგამოცდოდ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა, სავარაუდოდ, კადრების მწვავე დეფიციტს უკავშირდება. სტატისტიკა მოწმობს და სპეციალისტებიც ადასტურებენ, ქვეყანაში ექთნების დიდი ნაკლებობაა და რეგულაციები ამ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. სამედიცინო პერსონალის ნაწილი ქვეყანას ტოვებს, რისი მიზეზიც შრომის დაბალი ანაზღაურებაა. მართალია, ექთნებისთვის მინიმალური სახელფასო განაკვეთი განსაზღვრა, მაგრამ საკადრო პრობლემას ვერც ამან უშველა. საქართველოში 1 ექიმზე 0,8 ექთანი მოდის, როცა სტანდარტი 1/3-თან უნდა იყოს. სახეზეა კადრების გადინების ტენდენცია. არსებული მონაცემით, 2023 წელს საქართველოს 21 468 ექთანი ჰყავდა, რაც 2022 წელთან შედარებით 561-ით ნაკლებია. რაც შეეხება კანონმდებლობის გადავადებას, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ექთნებს და მეან-ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობის უფლება 2025 წლის 1-ლი სექტემბრის ნაცვლად, 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე ექნებათ. კანონში შესაბამის ცვლილებაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა იმსჯელა და მხარიც დაუჭირა. შედეგად, ექთნებს ერთი წლით გაუხანგრძლივდათ უგამოცდოდ საქმიანობის უფლება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ექთნების მწვავე დეფიციტის გამო მთავრობამ რეფორმა გადაავადა / “როცა გვესმის, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 ლარს აჭარბებს, 800-ლარიანი ხელფასით ექთნის შენარჩუნება, წარმოუდგენელია”.
“როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ განაცხადა, ჯანდაცვის შესახებ კანონში 2024 წლის თებერვალში ამოქმედებული შესაბამისი ცვლილების შემდეგ საჭირო ნაბიჯების გადადგმა ვერ მოესწრო, ამიტომ დამატებითი ღონისძიებები აუცილებელია. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ეხება სამედიცინო სფეროს, რომელიც გულისხმობს ექთნების და მეან-ექთნების მომავალ პროფესიულ განვითარებას, გადამზადებას, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესწავლას. გადასადგმელი იყო უამრავი ნაბიჯი, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო. შესაბამისად, გამოვდივართ ინიციატივით გადავადდეს მისი ამოქმედება. სრული მზაობა ამისთვის დამატებით დროს მოითხოვს. ჩვენს მეან-ქთნებს და ექთნებს საშუალება მიეცემათ, რომ გასწიონ დამატებითი ღონისძიებები, რათა არ შეიქმნას ექთნების და მეან-ექთნების დეფიციტი მათი სერტიფიცირების, გადამზადების პრობლემის გამო”, – თქვა ლომინაძემ. სპეციალისტების აზრით, ექთნების შრომის ანაზღაურება გაზრდილი ხელფასის მიუხედავად, კვლავ არასაკმარისია იმისთვის, რომ დასაქმების მოტივაცია გაჩნდეს. ქვედა რგოლის სამედიცინო პერსონალი უცხოეთში გადადის სამუშაოდ და მათი ჩამნაცვლებელი საქართველოში არავინაა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, კადრების დეფიციტის და დაბალი ხელფასის გამო გამო არაერთი შემთხვევაა, როცა პერსონალი ან ქვეყნიდან მიდის, ან რამდენიმე ადგილას მუშაობს და ვეღარ უწევს პაციენტებს სათანადო მომსახურებას. ზოიძე არ გამორიცხავს, რომ ექთნების გამოცდებთან დაკავშირებული კანონის გადავადება სწორედ ამ მიზეზით იყოს გამოწვეული. “,ზუსტი მიზეზი, რატომ გადავადდა კანონი, ვერ გეტყვით, თუმცა ადვილად მისახვედრია, რომ ხელისუფლებას სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებული გარემოება მხედველობაში მიეღო. ქვეყანაში დიდი დეფიციტია, რაც კადრების გადინებამ გამოიწვია. ექთნის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია სხვა ქვეყნებშიც, ამიტომ აქედან წასულ კადრს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ პროფესიით დასაქმდეს. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი”, – ამბობს ზოიძე, რომლიეს აზრით, “თვეში 700 ან 800 ლარი, რა დონეზეც მოხდა ხელფასის გაზრდა, არ არის ის მაჩვენებელი, რის გამოც შეიძლება ადამიანს საქართველოში ექთნად მუშაობა მოუნდეს” , – განაგრძობს გამოცემა.
“სამედიცინო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ იმასაც, რომ გადინების პროცესი არ შეჩერებულა და კიდევ გრძელდება, რაც საქართველოს სამედიცინო სფეროში სამომავლოდ მძიმე შედეგს გამოიწვევს. როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ აღნიშნა, დიდი რისკია, რომ სფერო გამოცდილი ექიმებისა და ექთნების გარეშე დარჩეს და ადამიანებმა შესაბამისი მომსახურება ვეღარ მიიღონ, რაც სრული კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის. “ჯანდაცვის სისტემა სრულად მოუწესრიგებელია და აქ ნებისმიერი რეგულაცია ვითარებას მხოლოდ დაამძიმებს. რა გამოცდებზეა საუბარი, როცა საკმარისი კადრი არ გვყავს და რა რაოდენობაცაა, იქაც კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემაა. მუდმივად უნდა ხდებოდეს კადრების გადამზადება და ექთნების გამოცდა პირდაპირ არ უნდა ასოცირდებოდეს სამსახურის დაკარგვასთან. კანონის გადავადებამ ეს პრობლემა უფრო მწვავედ დაგვანახა. ამ დროს საქართველოში სამედიცინო სფერო არის ყველაზე მომგებიანი ბიზნესი, რითაც მხოლოდ ცალკეული ადამიანები ხედავენ დიდ სარგებელს. თანამშრომლების უმრავლესობა მცირე ხელფასზეა დამოკიდებული, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხზეც აისახება”, – განმარტავს სურგულაძე, რომლის თქმით “როცა გვესმის, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 ლარს აჭარბებს, 800-ლარიანი ხელფასით ექთნის შენარჩუნება, წარმოუდგენელია”, – დასძენს გამოცემა.
“ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში მუშაობს, ზოგის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო წავიდა და არ მგონია, დაბრუნება მოუნდეს. ხელფასების გარდა, ექთნებისთვის პრობლემაა გაუსაძლისი სამუშაო პირობებიც. სწორედ კადრების დეფიციტი იწვევს იმ პრობლემას, რომ ექთნებს ურთულეს გარემოში უწევთ მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც ერთი ექთანი 15-20 პაციენტს ემსახურება, მძიმე შრომაა”, – ამბობს სურგულაძე. აუდიტის სამსახურის მონაცემით, 100 000 მოსახლეზე თბილისში 828 ექთანია. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, ორჯერ ნაკლებია ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში; ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-3 ექთანი მოდის. საქართველოში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია”, – წერს სტატიის ავტორი.