ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024

რა გზავნილები მიიღო თბილისმა ნატოს საიუბილეო სამიტზე და როგორ გაგრძელდება ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობა
“რას გადაწყვეტს საბოლოოდ “ლელო” და გახარიას “საქართველოსთვის” – ციებ-ცხელება პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებაზე
დასავლეთის მტკიცე გადაწყვეტილება – უკრაინა 5 “პატრიოტს” და ტაქტიკური თავდაცვის ათეულობით სისტემას მიიღებს
* * *
რა გზავნილები მიიღო თბილისმა ნატოს საიუბილეო სამიტზე და როგორ გაგრძელდება ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობა
“ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტი კვლავ მიმდინარეობს, საქართველო წარმოდგენილია დელეგაციით საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით და როგორც უწყება აღნიშნავს, დელეგაციამ უკვე მიიღო მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაში. შეხვედრა შედგა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან. სამიტთან დაკავშირებით, ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძის კომენტარი ვრცელდება, სადაც საუბრობს იმაზე, თუ სად და რა ფორმით მიიღო მინისტრმა მონაწილეობა და რა შეხვედრები გამართა, დასკვნის სახით კი დოლიძე ამბოს, რომ “საქართველო რჩება ნატო-ს ყველაზე ახლო პარტნიორად და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს საკითხი, ვაშინგტონში ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტზე უაღლეს დონეზე არაა წარმოდგენილი და ყველა განცხადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად, “მხოლოდ განცხადებად რჩება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გზავნილები მიიღო თბილისმა ნატოს საიუბილეო სამიტზე და როგორ გაგრძელდება ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობა.
“ამ მოსაზრებას იზიარებს ანალიტიკოსების ნაწილი, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ურთიერთობები კვლავ ჩვეულებრივ კალაპოტშია და უკუსვლა არ შეინიშნება. სიუბილეო სამიტის მთავარი საკითხებია – უკრაინა-ს ომი, უკრაინის დახმარება, საფრთხის შეკავება და თავდაცვა და ევროპასთან პარტნიორობის გარღმავება. სამიტს 40-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები. “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება დასავლეთს აშორებს ქვეყანას და რუსეთთან პირისპირ ტოვებს. მისი თქმით, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დამძიმებული და გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხი არ იქნებოდა დღის წესრიგში. “ყველა განცხადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად, მხოლოდ განცხადებად რჩება. რეალობა სხვაა. ჩვენ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკისა და ნაბიჯების გამო, ვშორდებით დასავლეთს და მხოლოდ რუსეთთან პირისპირ დარჩენის პერსპექტივა გვაქვს, რაც ჩვენთვის ყველაზე მძიმეა”, – აღნიშნა წერეთელმა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მოსალოდნელია ნატო-საქართველოს ურთიერთობა ძველებურად ვეღარ გაგრძელდეს, მთავარია სამიტის საბოლოო კომუნიკეში რა აისახება საქართველოს საკითხზე”, – აღნიშნავს გამოცემა.
“იქ, სადაც ევროკავშირმა სამხედრო დახმარება და -მა “ღირსეული პარტნიორი” შეაჩერა, ამის გათვალისწინებით, ნატოს ხელმძღვანელობას რეალურად საკმაოდ მკაცრი საუბარი ექნება. ალბათ სამიტის საბოლოო კომუნიკეში ეს ყველაფერი დაფიქსირდება, რომ საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია და არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაცია შეაჩერა, ასევე შეაჩერონ ნატოში სვლაც. როცა ნატოს სამიტზე, არა ალიანსის გენმდივანს, არამედ მის წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას ხვდები, დიპლომატიურ ენაზე ეს მაინცდამაინც კარგი ნიშანი არაა. შიგნით სიტუაცია საკმაოდ მკაცრია და ყველაზე მთავარია რა ეწერება კომუნიკეში. საინტერესო მომენტია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება და ჩვენი უწყების ხელმძღვანელს არა, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვიქტორ დოლიძეც ვერ იტყვიან, რომ შენიშვნები მოგვცესო და მათგან ეს საუბრები უკვე ნაკლებადმნიშვნელოვანია, მთავარია საბოლოოდ რას იტყვიან ალიანსის წარმომადგენლები და რა დაფიქსირდება დოკუმენტში”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ნატოსთან მიმართებაში რევოლუციური წინსვლა, ან უკუსვლა საქართველოს არ აქვს. “ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტშია, ოღონდ აქ ერთი დისონანსური მონმენტი ისაა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში ძალიან დიდი ნაპრალი გაჩნდა, მე ამას უფრო დროებით გაუგებრობას დავარქმევდი. რა გადაწყვეტილებაც მიიღო პენტაგონმა წვრთნების გადადებაზე და ვეროკავშირმა ჩვენი თავდაცვითი ძალების ტრეინინგის ნაცვლად, ენჯეო სექტორში ფულის გადასროლაზე, ეს აბსოლუტურად უგუნური და ირაციონალურია, რასაც გამართლება არ აქვს. გადაწყვეტილებების მიმღებნი ადრე თუ გვიან თავად მიხვდებიან, რომ მრავალწლიან სანდო და საიმედო პარტნიორ საქართველოსთან ურთიერთიბის გაფუჭებისთვის არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს”, – მიიჩნევს აბაშიძე, რომლის თქმით “ნატოს სამიტი უფრო ორიენტირებულია მთავარ გლობალურ საკითხებზე, რასაც ჰქვია უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება. იმ მომენტის გათვალისწინებით, რომ ეს ომი ადრე თუ გვიან უნდა დამთავრდეს, ვინ იქნება შუამავალი, ეს კიდევ სხვა საკითხია”, – დასძენს გამოცემა.
“იქ არის კიდევ გლობალური გამოწვევები ნატოსთვის, რამდენად მზად არის ის გაუძლოს ახალ გამოწვევებს და რამდენად მზადაა აზიასა თუ წყნარ ოკეანეში შეჯიბრითობა ჰქონდეს ჩინეთთან და ა.შ. გაუგებრობები თავად ალიანსშიცაა წევრ ქვეყნებს შორის, შემოდგომიდან უკვე ახალი გემნდივანი მარკ რუტე ეყოლებათ, რომელიც ძალიან ცნობილია თავისი შუამავლურ- მშვიდობისმყოფელური მისიით. მრავალი წლის განმავლობაში ნიდერლენდების პრემიერი იყო და მას ახასიათებს ბლოკის ცალკეულ ქვეყნებთან გაუგებრობების მოგვარება. გაუგებრობას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებული გაუგებრობა ნამდვილად არაა გასაკვირი. თავად ევროკავშირსა და ნატოს წვერებს შორის, უფრო ხშირი გაუგებრობებია, რომელიც შემდეგ განიმუხტება ხოლმე, რაც ჯანსაღი პროცესია და მასში არაფერი ტრაგიკული არაა, როგორც ამას საქართველოში რევანშისტული ძალები წარმოაჩენენ ხოლმე”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია აბაშიძე.
“საქართველო-ნატოს ურთიერთობა რა საკვირველია გრძელდება, უფრო ფართო ჰორიზონტებსაც დაიპყრობს, მაგრამ, ეს პროცესი საკმაოდ ნელია და არაა ისეთი ხელშესახები, როგორც საქართველოს მოსახლეობას სურს – მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში, მაგრამ პროგრესი გრძელდება. სასურველი იქნება უფრო მეტი ტემპით გაგრძელდეს და ის პირობები, რომელიც თავის დროზე გაიცა, როგორც საქართველოზე, ასევე უკრაინაზე, შესრულდეს. დაველოდოთ პროცესების განვითარებას, რომელიც დიდადაა დამოკიდებული გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღებნი ამ ყველა ასპექტს ითვალისწინებენ და შესაბამისად, ურთიერთობების ნორმალიზება და განვითარება ხდება”, – თვლის ანალიტიკოსი.
“საბოლოო კომუნიკეში ისეთივე შენიშვნები იქნება, რომელიც აქამდეც ყოფილა. ზოგადად საუბარი იქნება, რომ დემოკრატიული განვითარება უნდა შენარჩუნდეს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ა.შ. ასეთი შენიშვნები წლიდან წლამდე და სამიტიდან სამიტამდე ყოველთის გვესმის, ჩვენს პირობებს ვასრულებთ და განსაკუთრებით ევროკავშირთან მიმართებაში, თუმცა იქ ხანდახან მიღწეულ დამსახურებებს კი არ უყურებენ, არამედ პოლიტიკურ კონიუქტურას და პოლიტიკურ დიქტატს, რაც ნატოს მხრიდან ასე არაა. ნატო ამბობს ზოგადად დემოკრატიის განმტკიცებაზე, კანონის უზენაესობაზე და ა.შ. ეს რა საკვირველია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პროცესი თუნდაც დასავლურ ქვეყნებში არ დასრულებულა, ეს ისეთი მოცემულობაა, რომ ერთ ადგილზე გაჩერება არსოდეს არ შეიძლება, დემოკრატია ვითარდება და უნდა განვითარდეს, როგორც ევროპაში და აშშ-ში, ისე საქართველოში”, – ამბობს გია აბაშიძე.
“რას გადაწყვეტს საბოლოოდ “ლელო” და გახარიას “საქართველოსთვის” – ციებ-ცხელება პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებაზე
“ოპოზიციურ ველზე ბოლო დღეებში კონტურები იკვეთება მინიმუმ 3-4 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. უკვე ცნობილია ვინ იბრძოლებს ენმ-სთან და “ახლებთან”, ჯერჯერობით გაურკვეველია საით წავა “ლელო” და დარჩება თუ არა იმავე აზრზე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას “საქართველოსთვის”. ამ დრომდე გახარიას ჯგუფი აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე მარტო გადის. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ “ლელო” და “საქართველოსთვის” წინასაარჩევნოდ ერთად ვიხილოთ, ნაწილი კი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით გახარიას პარტია არჩევნებზე მარტო გავა, “ლელო” კი საბოლოოდ ალიანსში “ახალთან” შევა. საუბარია სხვა კონფიგურაციაზეც. 9 ივლისს გადაწყდა, რომ “ახალი”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ. “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები “ხანგრძლივი და რთული” იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რას გადაწყვეტს საბოლოოდ “ლელო” და გახარიას “საქართველოსთვის” – ციებ-ცხელება პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებაზე.
“გვარამიას თქმით, 4 ნომერზე შეთანხმებულები არიან. სახელზე მსჯელობენ, ფეისბუქზე კი პოლიტიკოსმა სლოგანი გამოაქვეყნა – “დროა გირჩი-ოთ ახალი”. გვარამიას თქმით, “მცირე განსხვავებების” გამო, “ლელოსთან” შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა “ამით პროცესი არ იკეტება”. ამასთან რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე ამბობს, ამ ეტაპზე მოიაზრება გაერთიანება “მეორე პოლიტიკურ ცენტრთან”, რომლის ფარგლებში განიხილება “ახალი”, “ლელო”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის”. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, მისი ლიდერი ამბობს, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით საჯაროდ და არასაჯაროდაც მიმართეს “ახლის” და “ლელოს” ხელმძღვანელობას, თუმცა, მათგან საპასუხოდ დუმილია. 8 ივლისს კი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” ახალი პოლიტიკური პლატფორმა – “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” დააფუძნეს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, გაერთიანებაში, გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა, ასევე იქნებიან: გია ჯაფარიძე, , თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი. ახალი გაერთიანება არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომრით წარდგება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მესამე ცენტრი ამ დროისთვის სავარაუდოდ გახარიას პარტია გამოდის, რადგან არჩევნებამდე არასრული ოთხი თვეა დარჩენილი და საჯარო განცხადებებში შესაძლო გაერთიანებებზე ინფორმაციებს არ ადასტურებს. “საქართველოსთვის” წევრ მიხეილ დაუშვილს არ აქვს ინფორმაცია არც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. “რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან საუბრები იქამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება. პირდაპირ რომ გითხრათ, მე მივესალმებოდი ასეთი ტიპის თანამშრომლობას. მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა”, – განაცხადა დაუშვილმა. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე სახის კომუნიკაცია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას, დაუშვილმა აღნიშნა, რომ მან არ იცის და ამაზე კითხვა გიორგი გახარიას უნდა დაუსვან. ინფორმაციისთვის, “ტვ 24”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის და ალიანსის შექმნა გიორგი გახარიას პარტიასთან სურს. მათივე ინფორმაციით, ახალ პარტიაში , შოთა შალელაშვილი და თამარ ჩუგოშვილიც იქნებიან. მათი ინფორმაციით, აქტიური მოლაპარაკებებია გიორგი მარგველაშვილთან, კახა კუჭავასთან და სთან”, – განაგრძობს გამოცემა.
“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გახარიას პარტია დიდი ალბათობით მარტო გავა არჩევნებზე, “ლელო” კი ისევ “ახალთან” გადაწყვეტს ალიანსს. “გახარიას პარტია დიდი ალბათობით არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, რადგან პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ საკმარისი რეიტინგი აქვთ, რომ როგორც მინიმუმ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მიიღო მონაწილეობა, გარკვეული რეიტინგი გააჩნდა. შესაძლოა ამიტომაც თვლიდეს, რომ მას არ სჭირდება სხვა პარტიებთან კავშირი. მით უმეტეს, მას აღებული აქვს ის ნიშა, რომ არც “ნაცები” და არც “ქართული ოცნება”, – ამბობს ჩიტაძე, რომლიც აზრით, რაც შეეხება “ლელოს”, არაა გამორიცხული, რომ პარტია “ახალთან” ვიხილოთ, რადგან გარკვეული კავშირები არსებობს იგივე მელია-ხაზარაძის შორის”, – დასძენს გამოცემა.
“ვიცით, რომ მათ შორის მოლაპარაკებები მიდის. თუ არადა “ლელოც” დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ის “ქართული ოცნების” მერე, მეორე პარტიაა, რომელმაც შემოწირულობები მიიღო და ამიტომაც ალბათ თვლის, რომ მინიმუმ ბარიერს გადალახავს. “ლელო”-გახარიას ერთობა კი არა მგონია შედგეს. საპარლამენტო ოპოზიციას რაც შეეხება – “გირჩს” და “მოქალაქეებს”, მათ ძალიან მცირე შანსები აქვთ, არ მგონია მათთან თანამშრომლობა ვინმემ დაიწყოს. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს” შესაძლოა ახალთან ვიხილოთ”, – დაასკვნის ნიკა ჩიტაძე. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ “ლელო” და გახარიას პარტია წინასაარჩევნოდ ერთად ვიხილოთ”, – წერს სტატიის ავტორი.
“ეს ორი (“ლელო” და გახარიას “საქართველოსთვის”) ისეთივეები არიან, როგორც “ნაცმოძრაობა” და მისი ყვეელა მისი განშტოება. გახარია რომ ეუბნებოდა “ნაცმოძრაობას” მე თქვენ დაგასრულებთო, ოთხ საკრებულოში ალიანსი ჰქონდათ შეკრული. ესენი მათი სულიერი ძმები არიან. “ლელოში” ის ადამიანები არიან შეყრილები, რომლებიც “ნაცებთან” ერთად ვაშინგტონში ჩადიან და ქართველი ხალხისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ჩადიან ძველი ქართველი მოღალატეებივით და ქართულ სახელმწიფოს ასმენენ. “ლელოს” წარმომადგენლები ის ადამიანები არიან, რომლებიც მიდიოდნენ და პირდაპირ ლაპარაკობდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. ისინი ერთად და ერთნი არიან, უბრალოდ ახლა გაშლილები არიან, თორე სინამდვილეში ყველა ერთად “ნაციონალური მიძრაობაა”, რომლებიც გარედან მოქმედებენ. ისინი ქართული სახელმწიფოსთვის არც არასდროს არაფერს არ აკეთებდნენ და არც გააკეთებენ. სავსებით შესაძლებელია, რომ გახარიას და “ლელოს” ერთობა შედგეს, ისინი ერთი მთელის შემადგენელი ორგანული ნაწილები არიან”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
დასავლეთის მტკიცე გადაწყვეტილება – უკრაინა 5 “პატრიოტს” და ტაქტიკური თავდაცვის ათეულობით სისტემას მიიღებს
“აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს. მისი თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ ეს “დახმარება მანამდე მიიღოს, ვიდრე მას სხვა ვინმე მიიღებს”. ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ბაიდენმა ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს. მისი თქმით, ნატო დღეს ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა. “ამ ომამდე პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო დაიშლებოდა. დღეს ნატო ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს მის ისტორიაში. როდესაც ეს უაზრო ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო. დღეს ის კვლავ თავისუფალი ქვეყანაა და ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დარჩება. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს”, – აღნიშნა ბაიდენმა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლეთის მტკიცე გადაწყვეტილება – უკრაინა 5 “პატრიოტს” და ტაქტიკური თავდაცვის ათეულობით სისტემას მიიღებს / “უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი დარჩება – რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს” – ბაიდენი.
“ჯო ბაიდენმა და გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და რუმინეთის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთად გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დასაცავად ქვეყანას “პატრიოტის” დამატებით 5 სისტემასა და სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებს მიაწვდიან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანული შტორმ შჰადოწ-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლში ეს განცხადება ჯერ არ უნახავთ. “მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის სერიოზულად ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია… რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ”, – აღნიშნა პესკოვმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ამერიკას სთხოვს, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმის უფლება მისცეს. აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენის ადმინისტრაცია კი განსაკუთრებული სიჯიუტით ნებას არ რთავს უკრაინის არმიას, რომ ამერიკული ბალისტიკური რაკეტები აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს. ეს კრემლმა ძალიან კარგად იცის და ამით სარგებლობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“უკრაინას 100 კმ-ის მანძილამდე აქვს ნება დართული, რომ ჩრდილოეთი საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეუტიონ რუსებს ამერიკული რაკეტებით. ამიტომ კრემლს 100 კმ-ზე ღრმად აქვს განთავსებული ის ბომბდამშენები, რომლითაც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ობიექტებს თავს ესხმის. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების განადგურების საშუალებას მისცემს. რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ისაუბრა ხარკოვის მაგალითზე, სადაც, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ახალი შეტევა ჩაახშო აშშ-ის გადაწყვეტილების წყალობით, რომელმაც ქვეყანას დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმების ნებართვა მისცა”, – განაგრძობს გამოცემა.
“მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნებართვისთვის. რუსეთის ეს წინსვლა შეჩერდა. ჩვენ ასევე გავანადგურეთ რუსული სარაკეტო გამშვებები, რომლებიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ ხარკოვს ყოველდღიურად. ამან ხარკოვი სარაკეტო დარტყმისგან დაიცვა. წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევთ, როცა ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ანალოგიურად, ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა გადადგამს ნაბიჯს წინ და საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათ ბაზებზე. ეს მყისიერ შედეგს გამოიღებს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს”, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა შეძლებს განდევნოს ოკუპანტი, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა დაეხმარება შესაძლებლობებით, რომ განახორციელოს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ ყირიმში. გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ამ ომის ყველაზე დიდი შემადგენელი პოლიტიკაა. ამიტომ გენერალი მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინა და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ძალიან გამოზომილი და ფრთხილი ნაბიჯებით მოქმედებს”, – დასძენს გამოცემა.
“ზელენსკი პუტინივით ყველაფერს ერთად არ ითხოვს. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მოთხოვნები უკვე შეცვლილია და კარგად იცის რა როდის უნდა მოითხოვოს. ის ნაბიჯ – ნაბიჯ ცდილობს რომ წინ წაიწიოს. ზელენსკი ცდილობს დასავლეთის ყველა ქვეყნისგან მოიპოვოს აღიარება, რომ პუტინი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ეს არ იყოს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების დასახელება და ა.შ. პუტინი კი სიტუაცია შემდეგნაირად მიჰყვება – თუ გინდა მიიღო საბურავი მოითხოვე ტრაქტორი,მის დევიზი ეს არის. თუმცა, ნამდვილად ჩანს პუტინის მხრიდან იმისთვის მზადება, რომ დღეს თუ ხვალ, მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ნამდვილად მოუწევს. პუტინი მოლაპარაკებისთვის შედარებით მტკიცე პოზიციების ჩვენებას ცდილობს. თითქოს და რუსეთია შემძლე, რომ გამოიყენოს ის იარაღი, რომელიც მას არ გამოუყენებია. მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო მისი რიტორიკაა, რომლითაც ჰგონია, რომ რაღაცა დათმობებს მიიღებს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“ყოველი კრიტიკული სიტუაციის დროს პუტინი გამოდის და გაჰყვირის, რომ მზად არის ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მისი გამოყენება ასე ადვილად არ ხდება და პუტინმაც კარგად იცის, რომ ის ჯერ უნდა გაუშვას და მერე მიაღწიოს დანიშნულების ადგილას. მისი გამოყენების შემთხვევაში იცის რა პასუხსაც მიიღებს. ამიტომ ამაზე პუტინი არ წავა. ახლა დასავლეთიდან მიღებული იარაღის შედეგად რუსეთი ფრონტის ხაზზე შეტევას ვეღარ ახორციელებს და ის კულმინაციურ სიტუაციამდეა მისული. უკრაინა ძლიერდება, ამას ხვდება რუსეთი და ეს საჰაერო თავდასხმები სწორედ ამის ნიშანია. ხვალ-ზეგ, ივლისის ბოლოსთვის უკვე მიიღებს იმ დაპირებულ თვითმფრინავებსაც და მის საჰაერო ძალა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. როგორც ომის პირველ ეტაპზე დასავლეთი უკრაინას არ აწვდიდა და ელოდებოდა, როგორ განვითარდებოდა უკრაინაში მოვლენები. უკრაინამ შეძლო რუსეთის მოგერიება და ამ ეტაპზეც იგივე სიტუაცია შეიქმნა. ამიტომ ახლა დასავლეთმა ერთი პერიოდი გარკვეული პაუზა აიღო და ელოდებოდა, შეძლებდა თუ არა რუსეთი ამ შეტევის განვითარებას, დაინახა რომ ვერა და უკრაინა მედგრადად დგას, ამ შეიარაღების მიწოდებას დაიწყებს და ასევე მისცემს უფლებას რუსეთის სიღრმეში მის გამოყენებასაც”, – ამტკიცებს გენერალი.