ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025

ენერგეტიკის განვითარება ჩიხში შედის – გაჩერებულია 88 ჰესის პროექტი, ინვესტორები თითქმის გაქრნენ
ევროპა მასობრივ გადაიარაღებას იწყებს – სამხედრო ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობა რუსული აგრესიის ფონზე
აზერბაიჯან-სომხეთი ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულება – როგორ აისახება შეთანხმება რეგიონსა და საქართველოზე
* * *
ენერგეტიკის განვითარება ჩიხში შედის – გაჩერებულია 88 ჰესის პროექტი, ინვესტორები თითქმის გაქრნენ
“ენერგეტიკის დარგის განვითარება შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. ამის მიზეზი დარგში ინვესტიციების ნაკლებობაა, რის გამოც ახალი პროექტები რეალურად ვერ ხორციელდება და ვერც იწყება. როგორც გაირკვა, 88 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გაჩერებულია. ამ დროს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ენერგეტიკაა. საქართველო, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობითა და განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით, ყოველთვის იპყრობდა ინვესტორების ყურადღებას, დღეს კი საპირისპირო რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჰესების წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტია, ნაწილობრივ პრობლემა ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკას უკავშირდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში წლიდან წლამდე მცირდება. როგორც “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ აღნიშნა, სფეროში მძიმე მდგომარეობა რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით ურთულესი მდგომარეობაა / ქვეყანაში თითქმის 90 ჰესის პროექტია გაჩერებული, ხოლო ინვესტორები თითქმის გაქრნენ.
“დღეს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის 88 პროექტია გაჩერებულია, ეს არის ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებელი. ინვესტორები, რომლებსაც ჰიდროში უნდა განეხორციელებინათ ინვესტიციები, გადავიდნენ მზეზე. კარგია, რომ მათ საერთოდ არ დატოვეს სექტორი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დროებითია და არ გავზრდით იმპორტდამოკიდებულებას, ეს სერიოზული გამოწვევა იქნება… აუცილებელია ნამოხვანის, ნენსკრას, ხუდონჰესის აშენება, რადგან მათ გრძელვადიანი სარგებელი ექნება. ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით, მაგრამ ამის მიუხედავად არ ვართ თვითკმარი და მუდმივად ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. წლიდან წლამდე იმპორტი 3-დან 5%-მდე იზრდება და ამას თავისი მიზეზები აქვს: ადამიანების საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება და ამ ყველაფერს სჭირდება ენერგია. ამასთან, როდესაც ტექნოლოგიურ პროგრესზე ვსაუბრობთ, ელექტროენერგიის გარეშე ეს წარმოუდგენელია”, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში მაია მელიქიძე, რომლის აზრით, “იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რეგიონში, ტემპი, რომელიც ქვეყანას აქვს, არის ნელი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ის, რომ გაზრდილ მოთხოვნას ენერგეტიკის რესურსი ვერ ყოფნის და დარგი სერიოზული გამოწვევების წინაშეა, “რეზონანსთან” ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დირექტორი მურმან მარგველაშვილი ადასტურებს. მისი შეფასებით, საქართველოს სჭირდება ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარება, რისთვისაც საჭიროა მეტი ჰიდროელექტროსადგური და მეტი ენერგიის გამომუშავება. ამ დროს რეალობა რთულია და დარგი გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სრულად ადგილობრივი წარმოებით დააკმაყოფილოს და ენერგოდამოუკიდებლობასაც მიაღწიოს. არის სხვა პრობლემაც. იმისთვის, რომ მზე და ქარი შეიყვანო სისტემაში და ააშენო, მას ისევე სჭირდება ფართობი, როგორც ჰესების ინფრასტრუქტურა მოითხოვს. ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი, ჰესების მშენებლობის გარეშე გაჭირდება ამ ელექტროენერგიების შეყვანა ექსპლუატაციაში”, – განაგრძობს გამოცემა.
“ენერგეტიკის სექტორში კაპიტალდაბანდება არასაკმარისია. ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო გარემო არ არის ისეთი, რომ კვალიფიციური ინვესტორები მოიზიდოს. არის მოსაზრება, რომ რადგან ინვესტორების მოზიდვა გვიჭირს, მთავრობამ საკუთარი რესურსი უნდა გამოიყენოს. ეს არასწორი მიდგომაა. ჰესებს სახელმწიფო ვერ აააშენებს, მან უნდა შექმნას ჯანსაღი ბიზნესგარემო ინვესტორებისთვის და რესურსი, რაც გააჩნია, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელებას მოახმაროს. სახელმწიფოს ფული მსგავს პროექტებში უნდა იხარჯებოდეს, ენერგეტიკაში კი შექმნას პირობა და კეთილსინდისიური ინვესტორი შემოიყვანოს. სექტორში ნამდვილად სერიოზული პრობლემაა, დარგის განვითარება ჩიხში შედის. ვხედავთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც ხდება დენის, წყლის, გაზის გათიშვა. ქვეყანაში დიდი ინოვაციური პროექტების ნაკლებობაა, არის რიგი გამოწვევები, რასაც სათანადო პასუხი ჯერჯერობით ვერ გაეცა”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მურმან მარგველაშვილი.
“რა რაოდენობის განახლებადი ელექტროენერგიის წყაროებსაც შევიყვანთ ექსპლუატაციაში, იმ მოცულობითი სიმძლავრის დენი უნდა გქონდეს პარალელურად. ეს შეიძლება იყოს წყალსაცავიანი ჰესები, ამიტომ ვამბობთ, რომ ჰესები მშენებლობის ტემპი უნდა დაჩქარდეს. სამწუხაროა, რომ პროექტების დიდი ნაწილი ვერ განხორციელდა, მან შეიძლება სექტორის განვითარება ჩიხში მოაქციოს. მნიშვნელოვანია ინვესტორებთან აქტიური მუშაობა, რათა ის მძიმე გამოცდილება, რაც ნამოხვანჰესის შემთხვევაში გვქონდა, აღარ განმეორდეს. მეორეს მხრივ, საჭიროა, აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია თუ რა სიკეთე მოაქვს ჰესების მშენებლობას და ასევე გენერაციის სხვა ობიექტების განხორციელება-განვითარებას. საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობაც ქვეყანაში, რომ ინვესტორი არ დაფრთხეს და თამამად შეძლოს ფულის დაბანდება კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად. ესეც გამოწვევაა”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭიჭინაძე.
“ბოლო 15 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტირება 2019 წელს განხორციელდა – 262 მილიონი დოლარის მოცულობით, შემდგომში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა და 2020 წელს მხოლოდ 25 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. ეს ფაქტიც ლოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ პანდემიის ფონზე ეკონომიკური აქტივობა მინიმუმამდე შემცირდა. შემდგომ ინვესტირება სექტორში შედარებით გამოცოცხლდა და 2021 წელს ჯამში ენერგეტიკაში 183 მილიონი დოლარი ჩაიდო. შემდგომ წლებში კი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების კლების ტენდეცია გრძელდებოდა. 2024 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 127 მლნ დოლარი შეადგინა”, – დასძენს გამოცემა.
ევროპა მასობრივ გადაიარაღებას იწყებს – სამხედრო ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობა რუსული აგრესიის ფონზე
ს თავდასხმების გაძლიერებისა და ში ომის გაჭიანურების ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპას საკუთარ თავდაცვაზე ზრუნვისკენ მოუწოდებ, ხაზგამით ამბობს, რომ ევროკავშირმა სამხედრო ინვესტიციები უნდა გაზარდოს. ანალიტიკოსების შეფასებით, ინიციატივა ევროკავშირი ბიუჯეტით დაფინანსებულ ერთობლივ თავდაცვით პროექტებზეა ორიენტირებული და მიზნად წევრი ქვეყნების გადაიარაღებას ისახავს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა -ის პოლიტიკური გაურკვევლობა ევროპული უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი, სამხედრო ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობასა და დეფინიციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს რესურსები წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას მოხმარდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა მასობრივ გადაიარაღებას იწყებს – სამხედრო ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობა რუსული აგრესიის ფონზე.
“ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა გულისხმობს, პირველ რიგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების ზრდას, რაც პრინციპულად შეთანხმდა ნატოს სამიტის პერიოდში და, თავის მხრივ, გულისხმობს ევროკავშირის ერთიანი ბიუჯეტის ზრდას, რომელიც ეხება ევროკავშირის ერთიან საგარეო და საშინაო უსაფრთხოებას და მოემსახურება ევროკავშირის სამხედრო და თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებს. რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება ომი უკრაინაში და რაც უფრო მეტი საფრთხე იქმნება ევროპისთვის ამ ომში ჩართვის, რაც უფრო დიდია საფრთხე რომ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს და შემდგომ ამ აგრესიას მიიტანს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე, ამ კონტექსტში ევროკავშირი აქტიურად მუშაობს თვდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ერთიანი კოორდინირებული მოქმედებების შემუშავებასა და განხორციელებაზე” – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი და შეკითხვაზე – “ხომ არ იქონია ზეგავლენა ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდის გადაწყვეტილებაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის რიტორიკამ?” – პასუხობს:
“ყოველ შემთხვევაში, იყო დაპირება ამერიკის მხრიდან, რომ შეერთებული შტატები დარჩება ნატოს ერთგული ალიანსის წევრი, თუმცა, თავის მხრივ, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ამერიკამ შესაძლოა შეიკავოს თავი ალიანსის ევროპული ქვეყნების მხარდაჭერისგან აქტიური მხარდაჭერისგან, რადგან ტრამპმა არაერთხელ აჩვენა მერყევი პოზიციები ამასთან მიმართებაში. თავისთავად, ამ ფონზე ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ცდილობენ შესაძლებელობების მეტად გაზრდას, თუმცა ნატო ისევ რჩება უმთავრეს ინსტრუმენტად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი ევროპას არ აქვს – სამხედრო ინდუსტრიაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია უნდა გაკეთდეს, ხელი შეუწყოს პრაქტიკულად ევროპული სახელმწიფოების გადაიარაღებას და სამხედრო საწარმოო კომპლექსის განვითარებას. ამ კონტექსტში წევრ ქვეყნებს შორის მეტ კოორდინაციას უნდა ველოდოთ”.
“ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 9 ივლისს განაცხადა – “არ შეგვიძლია, რომ ევროპის დასაცავად სხვებზე დამოკიდებულები ვიყოთ. ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა”. მისი თქმით, ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა “კარგია, არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელად”. საყურადღებოა ისიც, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 700-ზე მეტი დრონითა და რაკეტით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმასაც გამოეხმაურა. “ნათლად ვხედავთ, რომ ომი კვლავ მძვინვარებს და რუსეთის საფრთხე კვლავ არსებობს. რუსეთი სწრაფ გადაიარაღებას ახორციელებს”, – წერს სტატიის ავტორი.
აზერბაიჯან-სომხეთი ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულება – როგორ აისახება შეთანხმება რეგიონსა და საქართველოზე
“10 ივლისს, შესაძლოა სომხეთ-ზერბაიჯანის ისტორიული შეთანხმების დოკუმენტს მოეწეროს ხელი – ყარაბაღის საკითხზე ბაქო-ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, აბუ დაბიში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მზადდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, მხარეები ხელშეკრულებისთვის მზად არიან და დოკუმენტზე ხელმოწერაც მოსალოდნელია. პრეზიდენტ სა და პრემიერ ს 10 ივლისის შეხვედრას ადასტურებენ აზერბაიჯანული და სომხური მედიები. სომხური წყაროების ინფორმაციით, ფაშინიანის გამგზავრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 9 ივლისსაა დაგეგმილი, ამავე დღით დაგეგმილია მისი შეხვედრა ქვეყნის ლიდერთან, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ-ნაჰაიანთან. აშშ-ს სახელწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ სომხეთ აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აზერბაიჯან-სომხეთი ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ზღვარზე – როგორ აისახება შეთანხმება რეგიონსა და საქართველოზე.
“იმედია, საკმაოდ მალე სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ახლა არსებობს პოტენციალი, რომ მთლიანად ახლო აღმოსავლეთი და მისი ინფრასტრუქტურა შეიცვალოს სირიისა და ლიბანის გამო. ჯერ კიდევ ექვსი თვეც არ გასულა, ასე რომ ეს პირდაპირ მეტყველებს თქვენს ლიდერობაზე”. – განაცხადა რუბიომ. მიმდინარე წლის მარტში, სომხეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა და ერევანმა დოკუმენტის ორი პირობა მიიღო, რომელიც ეხება ორი ქვეყნის მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო საჩივრების გაუქმებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მესამე ქვეყნების ძალების განლაგების აკრძალვას. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმების ხელმოსაწერად აშკარად მზად არიან, რაც რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მხარეები შეთანხმებისთვის აშკარად მზად არიან, ამერიკის ადმინისტრაციამაც გააკეთა განცხადება. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფაშინიანი ანკარაში იყო და ერდოღანს შეხვდა, ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ერდოღანმა ალიევზე აშკარად გავლენა მოახდინა, რადგან ალიევი სომხეთისგან ორ მოვლენას ითხოვს, რომ ზანგეზურის დერეფანი გაიხსნას აზერბაიჯანის პირობებით და სომხეთის კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნას პრეამბულა, სადაც მინიშნებებია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამ ორი თეზისის გამო აზერბაიჯანი დროს წელავდა, მაგრამ როგორც ჩანს, ერდოღანი ფაშინიანს შეუთახმდა, რომ აზერბაიჯანის ვარიანტი მოაგვაროს, მაგრამ ახლა არა და ამის შემდეგ დაიწყო კალეიდოსკოპური ცვლილებები. შეთანხმება უკვე დიდი ხანია გამზადებულია, ხელმოწერაღა აკლია და წესით უკვე უნდა მოაწერონ. ეს იქნება რეგიონში თურქეთის დიდი გამარჯვება და მხოლოდ ჩვენი დოყლაპია მთავრობა ვერ ხედავს ამას, რომ უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე მეტი მუშაობაა საჭირო თურქეთთან, რათა რუსეთის კონტექსტიდან გავიდეთ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ამ კუთხით საქართველო არ ჩანს, სომხეთი და აზერბაიჯანი უფრო მეტად დაახლოვდებიან ევროპას და ამერიკას ეს დაძმობილება მოეწონება, წავა ინვესტიციები, გაიხსნება დერეფანი, წავა ტვირთბრუნვა. თუ საქართველომ ამ კონტექტში ჩაჯდომა ვერ მოახერხა და თურქეთთან მუშაობა არ დაიწყო, ერთ-ორ წელიწადში შემოსავლები უფრო მეტად წავა აზერბაიჯანსა და სომხეთში… სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო პერიოდის პოლიტიკა და სამშვიდობო მემორანდუმი რუსეთს რეგიონში გავლენებს შეუზღუდავს და უკვე შეზღუდულიც აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ახლახანს შუშაში იყვნენ ალიევი, ერდოღანი და ირანის პრეზიდენტი. ირანი წინააღმდეგი იყო ზანგეზურის დერეფნის და როგორც ჩანს, დაელაპარაკნენ და დაითანხმეს. რუსეთს შეეშინდება რა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს კარგავს, საქართველოს მიმართ პოლიტიკას გაამკაცრებს და “ქართული ოცნება” კიდევ მეტად ჩაბარდება რუსეთს”, – დაასკვნის ზაქარეიშვილი.
“ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ შესაძლოა აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადონ, თუმცა ეს არ იქნება ყოვლისმომცველი. გვენეტაძის თქმით, ყოვლისმომცველი ხელშეკრულება რუსეთს რეგიონში გავლენებს მნიშვნელოვნად უზღუდავს, რაც ფაქტიურად მის დაშლას ნიშნავს და “ამას რუსეთი არ დაუშვებს”. “დღეს სამხრეთ კავკასიაში ისეთი სიტუაციაა, რომ არ მგონია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს. გარკვეულ წრეებში ძალიან დიდი აღტყინება იყო იმაზე, რომ თითქოსდა, თურქეთის სამხედრო ბაზები აზერბაიჯანში იქნებოდა განთავსებული, მაგრამ მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაასხა როდესაც გამოაცხადა, რომ ეს სიცრუეა”, – ამბობს გვენეტაძე, რომლის აზრით, რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში რომელიმე ძალის შემოსვლას და განთავსება დაუშვას, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიაც დაიკარგება”, – დასძენს გამოცემა.
“ამის დაკარგვა კი რუსეთის დაშლას ნიშნავს. ეს თავის დროზე არ დაუშვა სუფთა დასავლეთის აგენტმა რუსეთში ელცინმა. ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანს სწორედ რუსეთმა დააბრუნებინა, რუსეთი კი არ დაუშვებს, რომ აქ დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს ან ალიევმა, ან ფაშინიანმა. ზანგეზურის დერეფნის გამო აჟიოტაჟი იყო ატეხილი, ეს იყო სპეციალურად, რადგან აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი ხაზი ძირითადად საქართველოზე, ირანის და ინდოეთის ხაზი ზანგეზურის მონაკვეთზე გადის, თუმცა, ახლა დერეფნების გადანაწილება მოხდება, რადგან რაც არ უნდა ვეცადოთ, ვერც ჩვენ გავატარებთ იმ ტვირთებს, რომელიც უნდა გავიდეს “ერთი გზა – ერთი სარტყელის” ფორმატში და ვერც ზანგეზურის დერეფანი. ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტრად სწორ პოლიტიკას მიჰყვება”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – მოდი, შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებას- შევქმნათ მსოფლიო, რომელიც მათი და მათი შვილების კეთილდღეობის საწინდარია