„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. დღეს, ამ დღიდან 17 წლის შემდეგ, ამ პარტიის ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მათ ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, თუმცა ნაკლებად ისაუბრა ს როლზე.
„8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესებით და არა გარე ძალების“, – თქვა ირაკლი მ.
7 აგვისტოს 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის – სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% – აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და .
„ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.
აგვისტოს ომის კონტექსტში ბოდიშის მოხდის საკითხზე 2024 წლის 14 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე, გორში ისაუბრა პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მან იმ დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინამორბედი ხელისუფლება „ომის გაჩაღებაში“, მის ლიდერებს გასამართლებით დაემუქრა და ბოდიშის მოხდის პირობა დადო:
„26 ოქტომბრის ს დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს სიტყვით გამოსვლას გორში, მაშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები. ამ განცხადების გამო მათ გააკრიტიკეს ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია და მისი ლიდერი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..