“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “გაიფორმა” ავტოკრატიული რეჟიმის სტატუსი… არსებობს გამოსავალი“ – გიგიშა პატარიძე

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “გაიფორმა” ავტოკრატიული რეჟიმის სტატუსი… არსებობს გამოსავალი“ – გიგიშა პატარიძე
პარტია „ჩვენ“-ის წევრი, გიგიშა პატარიძე:
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “გაიფორმა” ავტოკრატიული რეჟიმის სტატუსი.

მოქალაქეებს, მათ შორის ემიგრანტებს, მოპარა თავისუფალი არჩევანი, მოახდინა ძალმომრეობითი თვითგამოცხადება.

“გაჟონილი” არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამტკიცებული “მთავრობა” , ასევე, არალეგიტიმურია. ისევე, როგორც მათი ხმოსნების მიერ არჩეული “პრეზიდენტი”.

პრეზიდენტის ხმოსნებით არჩევა, ისედაც, ჩემი აზრით, არამართებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ყველა შტო ერთპარტიული იქნება, უფრო სწორად – ერთი რეჟიმი გააკონტროლებს როგორც აღმასრულებელ, საკანონმდებლო, ასევე, სასამართლო ხელისუფლებას.

საპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩეველი კვლავ იმედგაცრუებული და გაბრაზებული დარჩა.

გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი

მუდმივი სამოქალაქო და პოლიტიკური ბრძოლის – პროტესტის გარემოს შექმნა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე;

ალტერნატიული (არა-საპარლამენტო) და ახალი პოლიტიკური პარტიების და ჯგუფების მხარდაჭერა;

კონსტიტუციური დაუმორჩილებლობა და პოლიტიკოსების ამომრჩეველთან აქტიური კომუნიკაცია!

ცრუ დაპირებების და ცრუ მოლოდინის გაღვივებით, კლანური ელიტა, ე.წ. საპარლამენტო ოპოზიცია, აძლიერებს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს.

შემდეგმა რამდენიმე თვემ პოლიტიკური ცვლილებები უნდა მოგვიტანოს.

ეს შესაძლებელია და მიღწევადია მხოლოდ მოქალაქეთა და ახალი პოლიტიკური სახეების კეთილგონიერი თანამეგობრობით და თანაბრძოლით“