„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VIII მ/რ-ში და ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე განიხილა განხორციელებული და სამომავლო პროექტები, ასევე, მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, აქტიურად განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები, ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.
ვლადიმერ ბოჟაძემ მოისმინა მოქალაქეთა პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაშიც მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – უგემოვნო და პოლიტიკური სასოწარკვეთილებით გენერირებულ ტალახს პასუხს არ გავცემთ, როცა ვერ შესწვდი ივანიშვილის რეჟიმს, ქვების სროლა ოპოზიციური კოლეგების მიმართ, მათზე მეტყველებს – ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ შეუპოვრად