“ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას სააკაძის ქუჩაზე შეხვდა

“ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას სააკაძის ქუჩაზე შეხვდა
თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდიდან ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით ჭელიძე, მოქალაქეებს სააკაძის ქუჩაზე შეხვდა. შეხვედრამდე კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ცოტნე დადიანის, მანჯგალაძისა და სააკაძის ქუჩებზე მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრაზე დავით ჭელიძემ საარჩევნო პროგრამის მთავარ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა. „ამ უბანში ძალიან კარგი და თბილი ხალხი ცხოვრობს, აქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის ნაცნობია ამ ადამიანების სურვილები და საჭიროებები. ამ უბნის მოსახლეობა ყოველთვის აქტიურია არჩევნების დღეს და მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერსაც სწორ არჩევანს გააკეთებენ. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ პოლიტიკურ ორბიტაზე „ქართული ოცნების“ გარდა არავის აქვს ძალა და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს მშვიდობა და განავითაროს ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა დავით ჭელიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე.
Previous: საქართველოში აკრედიტებული ელჩის ქმედებები მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და მათი მთავრობები, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით, პირდაპირ იმართებიან „დიპ სტეიტის“ მიერ, ამიტომ, ამ ელჩების გამოცვლას აზრი არ აქვს – ერთ ელჩს მეორე შეცვლის, ან ისეთივე აგენტი, ან კიდევ უფრო უარესი

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას