„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ესწრებოდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიმოიხილეს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტო და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
„მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ასევე, იქნება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე ს მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
პარლამენტში განხილული იქნება ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“, „ანტიკორუფციული ბიუროს“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მესამე მოსმენით იქნება მიღებული.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირის დღის წესრიგით, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ს მოუსმენენ.
ასევე, პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი წარდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას