“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის

“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის
გუნდიდან მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა. ეს მივიღე როგორც დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ქობულეთის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ცეცხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინა წლების მსგავსად, გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ყველა სოფლისთვის, წყლის სისტემების განახლება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ცეცხლაძემ ყურადღება გაამახვილა ტურისტული სეზონისთვის ყოველწლიურ მზადებაზე და აღნიშნა, რომ ახალი პარკები, სკვერები და ლოკაციები მეტ ტურისტს მოიზიდავს.
“როგორც წინა წლებში, ისევ გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება მაქსიმალურად ყველა სოფელში, არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაცია-განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია ქობულეთისთვის, ყოველწლიური მზადება და განახლება ტურისტული სეზონისთვის: ახალი პარკები, სკვერები, ლოკაციები, რომელიც იქნება მეტი ტურისტის მოზიდვისთვის საჭირო. ვმუშაობთ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციაზე, მოსახლეობას ვპირდები წყლის პრობლემების მოგვარებას, მუნიციპალური ტრანსპორტის კუთხითაც გვაქვს პატარა პრობლემები, რომელიც აღმოიფხვრება მოკლე ხანში. გუნდის მხარდაჭერით, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით მოგვარდება და ეს პრობლემები გადაიჭრება,” – განაცხადა ირაკლი ცეცხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს