„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათთვის პრობლემურ თემებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქიზიყის ქუჩის ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ისე არის შეცვლილი. აქ სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის საფარი, ხოლო ქუჩის გასწვრივ უსახური ავტოფარეხების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცეა მოწყობილი. ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ქიზიყის ქუჩის მიმდებარე ქუჩებზეც უნდა განხორციელდეს, სადაც ზემოთჩამოთვლილი საკითხები ჯერ მოგვარებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა