“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის და ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის და ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა
“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სამგორის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ სოზარ სუბართან ერთად ქიზიყის და ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. კანდიდატი ადგილობრივებს იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რისი განხორციელებაც ამ კონკრეტულ ლოკაციებზეა დაგეგმილი. მათ შორის, დაგეგმილია ქიზიყის ქუჩის სრული რეაბილიტაცია – კომპანია GWP-სთან თანამშრომლობით მოხდება მიწისვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლა, მუნიციპალიტეტის მიერ კი დაიგება გზის საფარი. ამის პარალელურად, ქუჩის გასწვრივ უკვე მოეწყო რეკრეაციული სივრცის დიდი ნაწილი და მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის მოწყობა. რაც შეეხება ბაღდავაძის ქუჩას, ადგილობრივებს აქვთ გარე განათების და არსებული სკვერის რეაბილიტაციის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზე მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად იმსჯელეს.
Previous: სამი გენერალი აცხადებდა, რომ მერაბიშვილის და კეზერაშვილის ხელმძღვანელობით, სამხედროების წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული გეგმა დაიწუნეს, გადაწყვიტეს პასუხისმგებელი არა თავდაცვის ძალები, არამედ შს სამინისტრო ყოფილიყო – აგვისტოს ომზე

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში