„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ე.წ. „ზეემკას“ დასახლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური აგრძელებს შეხვედრებს წმინდა ბარბარეს დასახლების მოსახლეობასთან. ამჯერად კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად ე.წ. „ზეემკას“ დასახლების 111-ე და 113-ე კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. მოცემულ ლოკაციაზე რეაბილიტირებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაგებულია ასფალტი ცენტრალურ და შიდა გზებზე, მოწყობილია გარე განათების სისტემა, თუმცა შეხვედრაზე ადგილობრივების მიერ დასახელდა გარკვეული ლოკალური პრობლემები. კანდიდატმა მხარდაჭერა აღუთქვა ადგილობრივებს და აღნიშნა, რომ მათივე ჩართულობით და მათთან აქტიური თანამშრომლობით მოხდება ამ პრობლემების აღმოფხვრა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რა დროსაც ზაქარია წიკლაურმა მოსახლეობას თავისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც გააცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი