„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ბაბუციძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად ბაბუციძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოცემულ ლოკაციაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო გარე-განათებები და დაიგო ასფალტის საფარი, მოსახლეობას ცხადია, აქვს პრობლემებიც და მათ შორის უმთავრესი არის სამი ავარიული კორპუსი, რომელთა მოსახლეობას სურს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, მაგრამ ადგილობრივების გარკვეული ნაწილი ამაზე თანახმა არაა, რის გამოც პროცესი ფერხდება. ზაქარია წიკლაურმა კიდევ ერთხელ აუხსნა მათ, რაში მდგომარეობს პროგრამის არსი და ნაყოფიერი დიალოგის იმედი გამოთქვა.
Previous: პროკურატურა ლევან ხაბეიშვილისთვის პატიმრობას, მურთაზ ზოდელავასთვის კი გირაოს ითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი