,,ქართული ოცნების ფრანგულ ოცნებას კოვზი ნაცარში რომ ჩაუვარდა, ეს გასაგებია“ – გია ხუხაშვილი

ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს:
,,ქართული ოცნების ფრანგულ ოცნებას კოვზი ნაცარში რომ ჩაუვარდა, ეს გასაგებია.
თუმცა, ჩემთვის დღემდე გაუგებარია მიზეზი, თუ რატომ გულშემატკივრობენ ჩვენი IQ-პიტალოები ასე გაცხარებით ულტრა-კონსერვატორებს ევროპაში და ტრამპს ამერიკაში.
თუ ცოტა ღრმად ჩაიხედავენ პროცესში, დაინახავენ მაგალითად ტრამპის რეალურ ბუნებას – მიხვდებიან, რომ სწორედ ის იქნება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ხისტად მოუღებს ბოლოს მათ პარპაშს და მაიმუნობას, დემოკრატების შედარებით რბილი მიდგომებისგან განსხვავებით.”