„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მე-11 მოწვევის პარლამენტში, ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას. პლენარული სხდომა მთლიანობაში 100 წუთამდე გაგრძელდა.
ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი – 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ყველა ოპოზიციური პარტია გაყალბებულს უწოდებს და მის შედეგებს არ აღიარებს.
ახალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა სამი ახალი მინისტრი წარადგინა. თანამდებობა დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. ისინი პარლამენტის დეპუტატებმა შეცვალეს.
ახალი მთავრობის წევრები არიან:
· ლევან დავითაშვილი – პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
· ლაშა ხუციშვილი – ფინანსთა მინისტრი;
· დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
· ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
· ირაკლი ჩიქოვანი – ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი;
· ანრი ოხანაშვილი – იუსტიციის მინისტრი;
· თეა ახვლედიანი – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
· – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
· ალექსანდრე წულაძე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
· თინათინ რუხაძე – კულტურისა და სპორტის მინისტრი (იგეგმება ცალკე გამოიყოს სპორტის სამინისტრო, რომელსაც შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს);
· მაკა ბოჭორიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი