ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი-4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი არის დახარჯული ჩვენი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურაზე

ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი-4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი არის დახარჯული ჩვენი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურაზე
„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატმა მალხაზ ბეგიაშვილმა, გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც ბეგიაშვილმა აღნიშნა, „4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი არის დახარჯული მთლიანად მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურაზე. არც ერთი სოფელი არ არის, სადაც ჩვენ არ შევსულიყავით ამ პროგრამით“.
მისივე თქმით, მუნიციპალური განითარების ფონდის დახმარებით აშენდა დიდი და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომ სპორტის სხვადასხვა მიმართულებები ყოფილიყო დატვირთული.
„ქალაქს სჭირდება კულტურული ცენტრი, რის დეფიციტსაც განიცდის. ჩვენ მივისწრაფვით შემოქმედებითი, სახელოვნებო ქალაქის სტატუსისკენ და ასეთი ცენტრის მშენებლობის საჭიროება უკვე დგება. სპორტული სივრცეეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის – ეს თანმდევი საკითხებია ქალაქის რეაბილიტაციის ერთიან გეგმაში. ასევე, რეკრეაციული სივრცეები, მოსასვენებელი პარკები – სამი ასეთი ლოკაცია გვაქვს, რომლის რეაბილიტაციასაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ.
რა თქმა უნდა გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ჩვენ ასე ვუდგებით, რომ ამ კომპლექსურ ხედვაში, საწყისი რა უნდა იყოს და როგორ განვითარდეს რეაბილიტაცია, ეს საკითხები ჩვენს მუნიციპალური შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოკვეთილი და დალაგებული გვაქვს.“- განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას