“ქართული ოცნების” სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა

ს საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიაში „ქართული ოცნების“ სარჩელი შევიდა, რომლითაც სამი ოპოზიციური პარტიის — „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ — არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვენ. სასამართლო მომდევნო სამი დღის განმავლობაში გადაწყვეტს სარჩელის რეგისტრაციის საკითხს.
საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნული დაპირება 2024 წლის ს წინ საკუთარ ამომრჩეველს უკვე მისცა. სწორედ ამ მიზნით, პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა – 2003 წლიდან დღემდე – შეისწავლა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი 2025 წლის 17 ივლისს აცხადებდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პარალელურად, პარტია მოითხოვდა „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობასაც.