„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს. შეკრებილმა მოსახლეობამ სრული მხარდაჭერა გამოხატა მმართველი გუნდის მიმართ, ვინაიდან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოახერხა ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მშვიდობის შენარჩუნება. ასევე აღინიშნა, რომ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და საჭიროა საარჩევნო ყუთთან მისულმა ამომრჩეველმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რათა საქართველოში შენარჩუნდეს მშვიდობა და ქვეყანამ შეძლოს შემდგომი განვითარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და სამგორის გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე.