„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ნავთლუღის დასახლებაში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, რამდენიმე კორპუსის მცხოვრებელს კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მოსახლეობამ მიაწოდა ინფორმაცია საჭიროებებთან დაკავშირებით.
„პასუხისმგებლობა კი, რასაც საკანონმდებლო ორგანოში ისნის რაიონის დელეგატობა გულისხმობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შევთანხმდით, რომ ყველა საკითხს მოსახლეობასთან კოორდინაციით გადავწყვეტთ“, – განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?